ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 მარტი

სამსახურში მონოტონური დღე გექნებათ – იქნებით ავტოპილოტზე. სასიყვარულო ურთიერთობები უკანა ფლანგზე გადაინაცვლებს, დღეს თქვენ ბიზნეს იდეებით იქნებით შეპყრობილნი. საღამოს ისერინეთ და იფიქრეთ ცხოვრებაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

უმჯობესია საკუთარ ინტუიციას არ დაეყრდნოთ.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

ოჯახური ცხოვრება კუროს ფსიქიკას შელახავს, სამსახურში წასულებს შეიძლება არც კი მოგინდეთ სახლში დაბრუნება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, სიმშვიდე დღეს ისაა რაც ყველაზე მეტად გამოგადგებათ. საუკეთესო დღეა მეგობრებთან ერთად გართობისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ზოგიერთი ამოცანა შეიძლება შეუსაბამო გახდეს და ერთფეროვან საქმესთან გამკლავება აღარ მოგიწიოთ.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

სამსახურში ნუ მოდუნდებით, არ დაუთმოთ ასპარეზი სხვა ადამიანებს – ოთხშაბათს მოგიწევთ სირთულეებთან გამკლავება, გაიმარჯვებს ის ვინც ბოლომდე იბრძოლებს (არავის დააჩაგვრინოთ თავი).

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. დაქვემდებარებულებმა ჯობია თავი დაანებონ უფროსებთან კონტაქტს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 მარტი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კირჩხიბებმა შეიძლება გაწყვიტოს მეუღლესთან ურთიერთობა. ყველაფერი მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაივლის – ხვალ აღარც კი გაახსენდებათ ჩხუბის შესახებ. მარტოხელა კირჩხიბებო, ასტროლოგები გირჩევენ რომ დაანებოთ წარსულზე ფიქრს თავი. საუკეთესო დღეა დიეტის დასაწყებად.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს კირჩხიბებმა სჯობს თავი შეიკავონ საქმიანი ვიზიტებისგან. შეეწინააღმდეგეთ ყველაფერს, რაც არღვევს არსებულ წესებსა და კანონებს. მიიღებთ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც შეიძლება მიენდოთ.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მძიმე დღეა, ამას კიდევ დაამძიმებს თქვენი სტრესული მდგომარეობა. მარტოხელა ლომებო სიყვარულის ძიებაში წარუმატებლობები გელით. ძალიან კარგი დღეა თავისუფლად ყოფნისთვის, წაიკითეთ წიგნები ან უბრალოდ აკეთეთ ის რაც თქვენ გსურთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბანკის ოპერატორებს ურჩევენ, რომ ფრთხილად იყვნენ მომხმარებლებთან მოლაპარაკების დროს. თავი შეიკავეთ საკრედიტო ბარათით შესყიდვებისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 მარტი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შეყვარებულებში დაიწყება პოზიტიური პერიოდი, თქვენ გადალახავთ ყველა სირთულეს და დაიწყებთ ოჯახურ ცხოვრებაზე ფიქრს. მარტოხელებისთვის დღევანდელი დღე ნამდვილი აღმოჩენა იქნება. საუკეთესო დღეა სამსახურში საკუთარი ინიციატივების წარმოსაჩენად.

ფინანსური ჰოროსკოპი

კლიენტებთან მომუშავე ქალწულები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. ფაქტია, რომ დღეს შეიძლება შეგხვდეთ უცნაური კლიენტები, რომლებიც რთულად გამოხატავენ თავიანთ მოთხოვნებს. შეიძლება მოგიწიოთ დიდი დროის დახარჯვა უზუსტობების გარკვევასა და გამოსწორებაზე. იყავით უაღრესად თავაზიანი და ტაქტიანი.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებო გაგიმართლებთ ოჯახურ ცხოვრებაში, უცბად ჩამოვარდება ჰარმონია – ეს ის ჰარმონიულობა იქნება რომელსაც ასე ნატრობდით. შეყვარებულებთან არ გამოავლინოთ ამბიციები, ჯობს მათ დაემორჩილოთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და კოლეგებთან კონფლიქტებს.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებელო საქმეები არ დაგეგმოთ დღის პირველ ნახევარში. მორიელებო სირთულეებთან ჭიდილი უფრო ძლიერს გაგხდით. მარტოხელა მორიელები შეეცდებიან პარტნიორის გულის მოგებას, ასტროლოგები გირჩევენ – იყოთ გულღიები და ალალები, არ დაუმალოთ თქვენს შესახებ პოტენციურ მეორენახევარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსნებო თქვენთვის მომგებიანი იქნება საქმიანობა რომელიც გიყვართ და ნერვებს არ გიშლით. მარტოხელებო, მიყევით ინტუიციის ხმას. სიყვარულში დაძაბულობა გაქრება და ჰარმონია დაისადგურებს. დღეს, იქნებით პროდუქტიულები, მთავარია იყოთ მოტივირებულები.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსანს, რომელიც ოფისში ან მაღაზიაში მუშაობს, გაუჭირდება სამუშაო საათების და ზოგადად სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზება. მუდმივად შეიძლება წარმოიშვას ქაოსისა და დაბნეულობის სიტუაცია. ნუ შეეცდებით მოაწესრიგოთ თქვენი სამუშაო ადგილი – ეს უფრო მეტ არეულობას შექმნის. თავი შეიკავეთ რაიმეს გაუმჯობესების მცდელობისგან.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

ოჯახის წევრებთან საუბარი და ფუსფუსი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ყურადღება დაუთმეთ ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. მარტოხელებმა დააფასეთ პიროვნება, რომელიც თქვენზე ზრუნავს და თქვენი გულის მოგებას ცდილობს.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქები, რომლებიც საბუთებთან მუშაობენ, დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. შეიძლება ვერ იპოვოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი. 

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ნაყოფიერი დღე იქნება, შეგეძლებათ ბედი მოსინჯოთ რთულ საქმიანობებშიც. იქნებით მიზანდასახულები და დაიცავთ საკუთარ ინტერესებს. დღეს, ყველანაირი რისკი გამართლებული იქნება, არ გაუშვათ ხელიდან შანსი – რომელსაც ეს დღე მოგცემთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფულს თვლა უყვარს – მერწყულს კიდევ ერთხელ მოუწევს ამ წესის დადასტურება. როდესაც ფულს ხარჯავთ, შეეცადეთ თქვენი ფინანსები ყოველთვის კონტროლზე აიყვანოთ.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ საკუთარ აზრებს არ გამოხატავთ, დაინდეთ გარშემომყოფები და ნუ ეჩხუბებით ყველას ვინც გზაზე გადაგეღობებათ. თევზები წარმატებით გადალახავენ აურზაურს. საყვარელი ადამიანი დაგაფასებთ, გექნებათ კარგი ურთიერთობა. მარტოხელა თევზებმა არ მოიწყინოთ, მალე გაგიმართლებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

სჯობს ამ დღეს თავი შეიკავოთ ბიზნეს ინიციატივებისგან. უპირატესობა მიანიჭეთ მიმდინარე საქმეებს და ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალ საქმიანობას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 მარტი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე