წაიკითხე, თუ რას ურჩევენ ვარკვლავები დღეს ზოდიაქოს ნიშნებს, ასევე შეამოწმე შენი ყოველდღიური, საერთო და ფინანსური ჰოროსკოპი. ყოველდღიური ჰოროსკოპი ( 13 ოქტომბერი )

ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 13 ოქტომბერი

საუკეთესო დროა საოჯახო საქმეების გასაკეთებლად, ასევე დიეტის დასაწყებად და ბავშვებთან თამაშისათვის. სასიყვარულო ურთიერთობებისგან ვერძები იმედგაცრუებულები და დაღლილები იქნებიან, მაგრამ საღამოსთვის ურთიერთობაში საღი აზრი გაბატონდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაფლილტრეთ ინფორმაცია – მიიღებთ ბევრ არასაჭირო და ცრუ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის დამუშავებამ შეიძლება დაგაკარგვინოთ დრო. თავი შეიკავეთ საქმიანი შეხვედრების და მოგზაურობებისგან. არ გასცეთ ტყუილი დაპირებები – დანაპირების შესრულება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

საუკეთესო დღეა ექიმთან ვიზიტისთვის და მსუბუქი ფლირტისთვის. უმჯობესი იქნება, რომ ძირითადი სამუშაო გადადოთ საღამოსათვის. მეუღლეებთან და შეყვარებულებთან საუკეთესო დღე გექნებათ, ასევე კარგ განწყობაზე იქნებიან მარტოხელა კუროებიც.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები კუროს ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისგან. იმუშავეთ ინდივიდუალურად, რადგან გუნდური მუშაობა შეიძლება არაეფექტური იყოს. თავი შეიკავეთ იურიდიულად მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერისგან.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დილით, ტყუპი არ უნდა ენდოს უცხო ადამიანებს, რადგან არსებობს მოტყუების დიდი რისკი – ნუ გახდებით ტყუილის მსხვერპლი. საღამოს მსუბუქი შოპინგი დაგეხმარებათ ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში. სიყვარულში, მარტოხელა ტყუპებიც მიაღწევენ სასურველ შედეგებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპებისთვის, რომლებიც სამსახურებში მუშაობენ, დღეს მნიშვნელოვანი იქნება უფროსებისგან ბრძანებების სწორად აღქმა და გაგება. ინსტრუქციების მკაცრად დაცვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 13 ოქტომბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

ნურავის მოუყვებით საკუთარი ოცნებების და ამბიციების შესახებ, ეს ცუდ შედეგებს გამოიღებს. სასიყვარულო ურთიერთობებში გელით კარგი ამბები, არსებობს დაოჯახების მაღალი ალბათობა და ზოგადად პროგრესი ამ მიმართულებით . მარტოხელა კირჩხიბებო ნუ ფიქრობთ ბევრს გაუკეთეთ საჩუქარი საყვარელ ადამიანს.

ფინანსური ჰოროსკოპი

სტუდენტებს გაუჭირდებათ სასწავლო მასალის ათვისება. ბიზნესმენებისთვის რთული დღე იქნება – გაგიჭირდებათ კონსტრუქციული ბიზნეს პარტნიორობის დამყარება.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ყურადღება გაამახვილეთ რაიმე ახალზე, ინოვაციურ საქმიანობაზე. საუკეთესო დღეა ცხოვრების წესის შესაცვლელად, შეგიძლიათ დაიწყოთ ჯანსაღი კვება და ცხოვრება. ლომები შეპყრობილები იქნებიან სიყვარულით, სასიყვარულო ურთიერთობები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ლომები ფრთხილად უნდა იყვნენ მექანიზმებთან მუშაობის დროს. ფაქტია, რომ დაუდევრობა გაზრდის დაზიანების ალბათობას. ასევე, კომპიუტერული ტექნიკა შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გამოდიოდეს მწყობრიდან. არასასურველია საბანკო ანგარიშების გახსნა და დეპოზიტების განთავსება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 13 ოქტომბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ადამიანების მიმართ იქნებით საკმაოდ ეჭვიანები, გაგიჭირდებათ ხალხთან ურთიერთობა. სასიყვარულო ურთიერთობებში, ქალწულები უკეთეს ნაბიჯებს გადადგამენ და დაუახლოვდებიან თავიანთ იდეალს. მარტოხელებმა ყურადრება გაამახვილეთ მცირე დეტალებზე, პრობლემა სწორედ მანდ შეიძლება იმალებოდეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

სირთულე შეიძლება წარმოიშვას ბიზნეს პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობისას. შესაძლებელია დავა და კონფლიქტური სიტუაციები. როდესაც მომხმარებლებს ემსახურებით, შეეცადეთ იყოთ უფრო ყურადღებიანი და პუნქტუალური.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

საღამოს თქვენს გეგმებს ასრულების შანსი აქვთ. შედეგის მისაღწევად საჭიროა ყურადღება, მეგობრები ამაში დაგემხარებიან. დღეს სასწორები იქნებიან მაქსიმალისტები და იდეალისტები. სასიყვარულო ურთიერთობები მეტად წარმატებული იქნება. მოგიწევთ თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ან მისი შინაური ცხოველის მოვლა და პატრონობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

სასწორებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ შრომითი დისციპლინის დაცვას. არ დააგვიანოთ სამსახურში და დიდხანს არ მიატოვოთ სამუშაო მაგიდა. განსაკუთრებით გაუჭირდებათ, რომლებიც უცხოურ კომპანიებში მუშაობენ. სტუდენტებისათვის ადვილი არ იქნება თეორიული ცოდნის გამოყენება.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დილიდანვე თავი შეიკავეთ აგრესიის გამომჟღავნებისგან, არ იხმაროთ ცუდი სიტყვები და ნუ მოუშლით ნერვებს ადამიანებს. ამ დროს კეთილი განზრახვებიც კი შეიძლება ცუდში გადაიზარდოს. მორიელებმა პაემნები და სასიყვარულო შეხვედრები შუადღისათვის უნდა დაგეგმონ, რადგან დილით ასტროლოგიური გავლენები ხელს შეგიწყობენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსური ოპერაციების დროს დაუშვებთ შეცდომებს, ფრთხილად იმუშავეთ რიცხვებთან. არ არის საუკეთესო დრო კომპიუტერში ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შესასწავლად.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მშვილდოსანმა ოჯახის და ახლობლების მოლოდინები უნდა გაამართლოს, თქვენზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული – მათ თქვენი იმედი აქვთ. საღამოსათვის შესაძლებელია ფინანსური კეთილდღეობის გაუარესება. დღეს შეყვარებული მშვილდოსნები მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენენ, გაანებივრეთ საყვარელი ადამიანები.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსნებს მოუწოდებენ, რომ მკაცრად გააკონტროლონ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. არ არის საუკეთესო დღე მოლაპარაკებების დასრულების და დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც შრომობენ და თავს არ ზოგავენ, ბევრად წარმატებული დღე ექნებათ.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თხის რქებმა არ უნდა დაგეგმონ მძიმე სამუშაო, ნუ აიღებთ ისეთ სამუშაოს რომელსაც ვერ განახორციელებთ. გაზრდილი ემოციურობის ფონზე არ გასცეთ ტყუილი დაპირებები. საღამოს შესაძლოა სიყვარულში პრობლემები შეგექმნათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება არსებობდეს ტექნიკური სირთულეები, შეუსაბამობები, მუშაობის რიტმის დარღვევა. თავი შეიკავეთ კოლეგების კრიტიკისგან. საუკეთესო დღეა სპეკულაციური ბიზნესისათვის.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

იფიქრეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. გახშირდება კოლეგებისა და კლიენტების ზარები, დღეს თქვენ ყურადღების ეპიცენტრში იქნებით. დილიდან გაიგებთ კარგ ამბებს – გექნებათ საკმაოდ პოზიტიური დღე.

ფინანსური ჰოროსკოპი

დრეს ფულის ჭკვიანური მართვით იქნებით დაჯილდოებულნი. ეჭვის შემთხვევაში, უმჯობესია თავი შეიკავოთ ნებისმიერი სარისკო მოქმედებისგან. ეს განსაკუთრებით ეხება ინვესტიციებზე ორიენტირებულ ბიზნესმენებს.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

შანსები საღამო ხანს გექნებათ და ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის: სწორედ საღამო დაგეხმარებათ ურთიერთობების ჰარმონიზებაში, თქვენი ნიჭის გამოყენებაში და სასურველი შედეგების მიღწევაში. ნუ მოითხოვთ შეუძლებელს მეორენახევრისგან, ის მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თევზების ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ ინიციატივებისგან, თუ გარკვეული ქმედებების მიზანშეწონილობაში მტკიცედ არ ხართ დარწმუნებული. ეს განსაკუთრებით ეხება ოფისის მუშაკებს, მშენებლებს, ბიზნესმენებს და მხატვრებს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 13 ოქტომბერი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე