ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 16 აგვისტო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაისვენოთ, დრო გაატაროთ ბუნებაში – ან აირჩიონ ისეთი სამუშაო, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. უმჯობესია არ გამოიჩინოთ ინიციატივები და გადადოთ მძიმე სამუშაოები ხვალისთვის. დღეს გექნებათ სერიოზული ფინანსური ხარჯები და ეცადეთ, რომ ამან არ გამოიწვიოს თქვენს მეორე ნახევართან კომფლიქტი. არ გამოიჩნოთ ინიციატივები სასიყვარულო ურთიერთობებში. მარტოხელა ვერძების ცხოვრება, რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ადვილი არიქნება ზემდგომთა დაქვემდებარებაში მუშაობა. მოსალოდნელია ბიზნესში ზარალი, იყავით ყურადღებით. არ აიღოთ ერთად რამოდენიმე შეკვეთა.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

იქნებით მგრძნობიარენი და შემოქმედებითად პასიურები. ნიშნის მრავალი წარმომადგენლისთვის, დღევანდელი დღე გახდება გუშინდელი დღის ლოგიკურ გაგრძელება. კარგია დასვენება და განტვირთვა, სამოგზაუროდ წადით ახლო ადამიანებთან ერთად. ეს დაგეხმარებათ ემოციური წონასწორობის დაბრუნებაში. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია გართულებები, კონფლიქტი. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ იყოთ ყურადღებიანები მის მიმართ. მარტოხელა კუროს ოჯახის წევრები და ახლო ადამიანები დაეხმარებიან მეორე ნახევრის პოვნაში.

ფინანსური ჰოროსკოპი

უმჯობესი იქნება, თავი შეიკავოთ არაფორმალური სამუშაოებისგან. მკაცრად აკონტროლეთ გადასახადების დროული გადახდა და სესხის დაფარვის გრაფიკი. მომსახურე სფეროში მომუშავე კუროებისთვის, ფინანსურად კარგი დღე იქნება, მოსალოდნელია ხელფასის მატება, დაწინაურება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, რომ ამჯობინონ დუმილი. ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია, თქვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე განხორციელდება. კარგი იქნება თუ განმარტოვდებით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ჩივილების შემთხვევაში. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი და მოუარეთ თავს. თქვენ აღმოჩნდებით მომზადებული, ძალიან რთულ და მოულოდნელ სიტუაციაში, თქვენი პარტნიორის ინტუიციის წყალობით. დღევანდელ დღეს, თქვენი მეორე ნახევარი გაგაოცებთ საკუთარი წინდახედულობით. მარტოხელა ტყუპები, ძალიან უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ტყუპებისთვის საქმიანობებში, დღე სავსე იქნება მრავალი სიურპრიზით, რაც არც თუ ისე სასიამოვნო იქნება.

ფინანსური ჰოროსკოპი

არასასურველია თქვენს ბიზნესში ინვესტორების მოძიებნა. ნებისმიერი სახის კოლექტიურმა საქმიანობამ, შეიძლება გამოიწვიოს რიტმის დარღვევა. უმჯობესია თავი აარიდოთ შეხვედრებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 16 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ყველაფერს, ყველანაირ საქმიანობას მიუდექით ინტუიციურად. შესაძლებელია სიზმრების ახდენა. განსატვირთად საუკეთესო იქნება კინოში,თეატრში წასვლა. სასიყვარულო ურთიერთობები მოსალოდნელია, რომ არაპროგნოზირებადი გახდეს. თუ ჯერ არ შეგხვედრიათ სიყვარული, იფიქრეთ თქვენს ყოფილ თაყვანისმცემლებზე. დღეს არ განიხილოთ მემკვიდრეობის საკითები.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება წარმოიშვას სირთულეები ბიზნესში, არ განახორციელოთ საეჭვო შესყიდვები. მომგებიანი იქნება სპეკულაციური ბიზნეს საქმიანობა. გაუმართლებთ და მიზანს მიაღწევენ ის კირჩხიბები, რომლებიც თავდაუზოგავად იმუშავებენ.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ლომი არ იქნება საუკეთესო ფსიქოლოგიურ ფორმაში, რაც ფიზიკურად აისახება მასზე. აქტიურობა, კრეატიულობა და თვითდაჯერებულება – აღმოჩნდება, რომ ეს უბრალოდ ფასადია ნიშნის მრავალი წარმომადგენლისთვის, რომლის უკან იმალება დაუცველობა, მგრძნობელობა, ეჭვი და საკუთარ თავში სუსტი რწმენა. თუ დღეს ჩვეულებრივზე მეტად დასუსტებული და მგრძნობიარე ხართ, ნუ შეეცდებით ამ ფაქტის დამალვას. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები საყვარელ ადამიანს და ის აუცილებლად მოგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში. მარტოხელა ლომებო, არ ჩაეფლოთ წარსულში – იფიქრეთ მომავალზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

ლომებს სიფრთხილე სჭირდებათ თავიანთ კონტაქტებში და არ ენდოთ უცხო ადამიანებს. ამ დღეს ვაჭრებმა და შუამავლებმა არ უნდა გადაიტანონ თავიანთი თანხა სხვა პირების ანგარიშებზე. ასევე უკეთესია, თავი შეიკავოთ საქონლის კრედიტით შეძენისგან. ბიზნესში შეინიშნება მომსახურების მოთხოვნის შემცირება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 16 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმყოფებოდეს იმავე ემოციურ ტალღაზე, როგორზეც მისი მეორე ნახევარი იქნება. საქმიანობაში ვერბალური კონტაქტი არ იქნება საუკეთესო გამოსავალი: თქვენი ხუმრობები, შემოქმედებითი მიდგომები და სხვა ადამიანების გრძნობების რაციონალიზაციის მცდელობები არ იქნება წარმატებული, კონფიდენციალური დიალოგი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. სიყვარულში რაც უფრო მეტად მიმართავთ იმპროვიზაციას, მით უფრო მეტად უკეთესი იქნება თქვენი ურთიერთობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესში მხოლოდ საკუთარი თავის და საკუთარი გადაწყვეტილებების იმედი უნდა გქონდეთ. შეეცადეთ არ შეურიოთ თქვენი ფული პარტნიორულ ფულს ბიზნეს პარტნიორობაში. დღისმეორე ნახევარში მოსალოდნელია საქმიანობის შეფერხება, შეიძლება კლიენტებმა უარი თქვან თქვენს მომსახურებაზე.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს სასწორის ცხოვრება შეიძლება ასოცირდებოდეს ყოველდღიურობასთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან (რუტინული მუშაობის ფონზე), მედიკამენტებთან, დიეტასთან, საყოფაცხოვრებო პრობლემებთან, და სხვა სითხეებთან. ბედნიერი დამთხვევა დაგეხმარებათ იპოვოთ რაიმე ღირებულ. დღეს სასწორებს მეორე ნახევარი სერიოზული გადაწყვეტილებისკენ გიბიძგებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მოსალოდნელი იქნება კოლეგებთან უთანხმოება.ამ ფონზე შესაძლებელია საქმიანობის შეფერხება. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმიანობას, არ ეცადოთ ინვესტორების მოძიება. ფინანსურად გაუმართლებთ, სახლიდან – დისტანციურად მომუშავე სასწორებს. შეიძლება გამოგიჩნდეთ ფული არსაიდან.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მორიელის მთავარი იარაღი იქნება წარმოსახვის უნარი, მეხსიერება, რწმენა ან ინტუიცია. ბევრ მორიელი ამჯობინებს ემოციურ კომფორტს ან სულიერად მჭიდრო გარემოს. დღე ქმნის შესაფერის ატმოსფეროს, სასიყვარულო საიდუმლოებასა და ინტიმურ შეხვედრებზე. ხელსაყრელი დღეა მშვიდი დასვენებისთვის (განსაკუთრებით წყლის მახლობლად) . სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლებელია, რომ მორიელი ძალიან ძალადობრივად რეაგირებდეს იმ მოვლენებზე, რომლებზეც ადრე მშვიდად და უფრო ფილოსოფიურად რეაგირებდა. საყვარელ ადამიანთან უნდა გაარკვიოთ, თუ რამგამოიწვია ცვლილებები. მარტოხელა მორიელი შეძლებს გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა მას ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის განახლება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს მორიელისთვის ცუდი დღეა იქნება ფინანსური სპეკულაციებისთვის. ასევე არ არის საუკეთესო დღე ვალუტის გაცვლისთვის. დღის მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ საბანკო სესხის აღებისგან.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ენდეთ ბედს და დაეყრდენით მეგობრებს. მიზანშეწონილია მოერიდოთ აჩქარებას და ემოციებით სავსე ატმოსფეროს, რაც თქვენთვის რთული იქნება. ვარსკვლავები მშვილდოსნებს ურჩევენ ეჭვი არ შეიტანონ საყვარელი ადამიანის გრძნობების სიმართლეში. თუ მარტოხელა ხართ, შეეცადეთ იყოთ ნაკლებად კრიტიკული პოტენციური პარტნიორების მიმართ.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის საუკეთესო დღე პროექტების დასრულებისთვის. დასკვნით ეტაპზე უსიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, შეეცადეთ არ ჩართოთ ახლო ნათესავები თქვენს საქმეებში. შეიძლება დაუშვათ შეცდომები საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადებისას.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესია აირჩიოთ შემოქმედებითი საქმიანობა – მაგალითად, მუსიკასთან, ვიდეოსთან ან ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული. ყოველთვის არ ღირს “გულით საუბარი” ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან. ზოგჯერ უფრო მიზანშეწონილია დუმილი. მრავალი პრობლემის მოგვარება მარტივად შეგიძლიათ, თუკი საკუთარ თავის გჯერათ. თქვენი საყვარელი ადამიანი დააფასებს თქვენს ძალისხმევას თქვენი კავშირის გასაძლიერებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები, დღეს თხისრქებს ურჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსური სპეკულაციისაგან. პირველ რიგში, ეს ეხება მოთამაშეებს საფონდო და ვალუტის ბირჟაზე. არ განახორციელოთ სარისკო ფინანსური ინვესტიციები.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე დაგეხმარებათ ამ ეტაპზე გაამყაროთ თქვენი სასიყვარულო კავშირი. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, მოულოდნელად შეყვარება თვალსაჩინო გამოცდილებას მოგცემთ. ამ დღეს, მერწყლებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის სტაბილურობის შენარჩუნება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს შეიძლება ფორსმაჟორის შედეგად ფინანსური ზარალი მოგადგეთ.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღე დაეხმარება თევზებს, განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება საქმიანობის, რესურსების და ფასეულობების მიმართ. თქვენთვის ადვილი არ იქნება, რომ თავიდან აიცილოთ პრობლემები. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღის საღამო საყვარელ ადამიანთან გაატაროთ რომანტიულ გარემოში. მოაწყეთ სანთლის შუქზე სადილი. თქვენი პარტნიორისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. მარტოხელა თევზი გაიცნობს მათ იდეალს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვაჭრობაში შეიძლება იყოს ზარალი – ფრთხილად იყავით კლიენტებთან შეთანხმებების გაკეთებისას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 16 აგვისტო

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე