ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 16 თებერვალი

ჯობია დაისვენოთ და სერიოზული არაფერი გააკეთოთ. უცხო ადამიანების მიმართ მიზიდულობა გაიზრდება, ამიტომ არ ენდოთ ყველას და ნუ წამოიწყებთ მათთან ბიზნეს საქმიანობას. შეყვარებულთან ყველაფერი კარგად გექნებათ და ნუ გაამწვავებთ სიტუაციას ზედმეტი გამოხტომებით. საუკეთესო დღეა ონლაინ შოპინგისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვერძებს ძალიან პროდუქტიული დღე ექნებათ. შეეცადეთ იმოქმედოთ მიზანმიმართულად და ნუ გადაუხვევთ გზიდან. თქვენი ფინანსური შესაძლებლობები გაიზრდება. მენეჯერებთან ურთიერთობა გაძლიერდება და უფრო სანდო გახდება. 

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

არ არის საუკეთესო დრო გეგმების და იდეების პოპულარიზაციისთვის. თქვენ აღმოაჩენთ ადამიანს, ვისთანაც იგრძნობთ სულიერ სიმშვიდეს. სიყვარულში გექნებათ რთული დღე, საყვარელი ადამიანი გამოამჟღავნებს ეგოიზმს. მარტოხელა კუროებმა მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს და იმოქმედეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის ცუდი დღე გუნდური მუშაობის, მოსაზრებების გაცვლისა და სამუშაოს დაგეგმვისთვის. ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა არის ყველაზე პრიორიტეტული და მომგებიანი.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ტყუპები რომანტიკოსები იქნებიან. მეუღლეებთან ურთიერთობაში გაგიმართლებთ, კვირა იქნება მნიშვნელოვანი თქვენი ურთიერთობებისთვის. დღევანდელი დღე შეგიქმნით ახალ წარმოდგენებს თქვენს მეორენახევარზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეგიძლიათ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და საკადრო ცვლილებების განხორციელება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 16 თებერვალი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კირჩხიბი დღეს იქნება ზედმეტად კომუნიკაბელური (დღეს არ გემუქრებათ მარტოობა). კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენი პარტნიორის ინტერესებით იხელმძღვანელებთ. მარტოხელა კირჩხიბი გააგრძელებს ძიებას და ფლირტს უცხო ადამიანებთან. კარგი დღეა განტვირთვისთვის, გამოიყენეთ კვირა დასასვენებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის ეს არ არის საუკეთესო დღე. გააქტიურდება ბიზნეს პარტნიორობა. 

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის იქნება მძიმე დღე. საყვარელი ადამიანი ვერ გაგიგებთ, ორივე სხვადასხვა ტალღაზე იქნებით. საღამოს დალიეთ მსუბუქად და განიტვირთეთ. საუკეთესო დღეა მეგობრების მოსანახულებლად. მარტოხელა ლომები ყველაფერს გააკეთებენ მიზნის მისაღწევად.

ფინანსური ჰოროსკოპი

თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყეტილებების მიღებისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 16 თებერვალი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს დღეს კარგი იქნება ცოდნის მიღება, გაიარეთ ონლაინ კურსები და აიღეთ სერთიფიკატები. საღამოს მოინახულეთ ნათესავები, ოჯახის წევრები და მოეფერეთ მათ. მარტოხელა ქალწულებო იქნებით ყურადღების ეპიცენტრში.

ფინანსური ჰოროსკოპი

ამ დღეს ქალწულებს გაუჭირდებათ საქმიანი კონტაქტების დამყარება და განვითარება. ამავე დროს, კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ გააფართოონ თავიანთი მომსახურება რეკლამირების გზით.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ეს დღე გიბოძებთ. საღამო ნათესავებთან და ახლო ადამიანებთან ერთად გაატარეთ, ეს დაგემხარებათ დამშვიდებაში. საუკეთესო დღეა ოჯახურ გარემოში ყოფნისთვის. გაამახვილეთ ყურადღება ბავშვებზე, ეთამაშეთ მათ და აუსრულეთ სურვილები.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის საუკეთესო დრო სესხის ასაღებად. რეკომენდირებულია ყურადღება გაამახვილოთ მიმდინარე სამუშაოს შესრულებაზე.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

საქმიანობებში დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს. მაგრამ დღეს უმჯობესია, რომ დაისვენოთ და მოწყდეთ ყოველდღიურ რუტინას. საყვარელი ადამიანი გამოხატავს თქვენდამი ულევ სიყვარულს. კარგი დღეა ძველი მეგობრების მოსანახულებლად. მარტოხელებმა ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციის სტილს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ამ დღეს ასტროლოგები მორიელებს ურჩევენ აქტიურად განავითარონ საქმიანი კონტაქტები, იმოგზაურონ, დაუკავშირდნენ მომხმარებლებს და იმუშაონ დოკუმენტებთან. 

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ პირად ცხოვრებაში შეიტანთ ცვლილებებს. მეორენახევარზე ეჭვიანობის შემთხვევაში ნუ დაუსვამთ მას პირდაპირ კითხვებს, გამოიძიეთ ყველაფერი შემოვლითი გზებით მაგ: ( საერთო მეგობრებისა და კოლეგების მეშვეობით ). გადადგით დაფიქრებული ნაბიჯები და გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც დიდიხანია გინდათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

უპირატესობა უნდა მიენიჭოთ ტრადიციულ სამუშაოს, რომელშიც დიდი გამოცდილება გაქვთ. მშვილდოსანს დღეს საკუთარი შემოსავლის გაზრდის საშუალება ექნება.  სამუშაო კოლექტივში კოლეგებთან ურთიერთობა არასტაბილური იქნება.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

შეყვარებული თხის რქებისთვის დღე საინტერესოდ დაიწყება. გაიხსენეთ წარსული და არ დაუშვათ იგივე შეცდომები. თუ დაშორებული ხართ მეორენახევართან, გაიგეთ რა იყო ამის რეალური მიზეზი და შეურიგდით მას. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მეტი დრო დაუთმოთ პიროვნულ განვითარებას და უნარების გაუმჯობესებას.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს ხელსაყრელი დღე აქვთ შეხვედრების, მოგზაურობის, კონტაქტების, კლიენტებთან მუშაობისა და კონსულტაციებისთვის.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელ დღეს უმჯობესი იქნება რომ არ შეადგინოთ გეგმები, დასვენება თქვენთვის სასარგებლო იქნება. დეპრესიიდან გამოსასვლელად დაკავდით სპორტით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეუღლე გამოავლენს ულევ სითბოს თქვენს მიმართ. საუკეთესო დღეა ოჯახურ გარემოში ყოფნისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსების ნაკლებობა არ გექნებათ და თქვენი შემოსავლის დონე გაიზრდება. რთული დღეა კარიერული წინსვლისთვის.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე დასვენების რეჟიმში გაატარეთ. შეყვარებული თევზებისთვის ეს ჰარმონიული დღე იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში, ჩხუბების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მარტოხელებისთვის, საუკეთესო დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ დაეყრდნოთ საკუთარ თავს და იმ ხალხს, ვისაც თქვენს თანამოაზრეებად თვლით. კარგი დღეა კოლეგებთან ერთად ერთობლივ პროექტზე მუშაობისთვის.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 16 თებერვალი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე