ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 18 თებერვალი

დილით ენერგიულები იქნებით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არ გამოიწვიოთ პრობლემები და არ გამოამჟღავნოთ ნეგატიური იმპულსები. მარტოხელებმა ყველაფერი ისე დატოვეთ როგორც არის, ეს თქვენი წარმატების გასაღები იქნება. 

ფინანსური ჰოროსკოპი

არ დაკარგოთ ნდობა საკუთარი შესაძლებლობებისადმი. კარგი დღეა საქმიანი ნაცნობობის გასაფართოებლად, მოგზაურობისა და სწავლისთვის.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

მეურლესთან მოიწყენთ, მოიფიქრეთ რაიმე საინტერესო და გაუკეთეთ სიურპრიზი. მარტოხელებმა გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები და მიხედეთ საკუთარ იმიჯს. საუკეთესო დღეა დაგროვილი ფულის სწორედ ინვესტირებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

კუროსთვის დღეს შეიძლება ასოცირებული იყოს ბიზნეს გეგმების დარღვევებთან. შეეცადეთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ გააკეთოთ ისეთი რამ, რამაც შეიძლება გაზარდოს არასტაბილურობა.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ცუდი იქნება სილამაზის სალონში წასვლა, ტანსაცმლისა და კოსმეტიკის შეძენა. ოჯახის წევრებთან შესარიგებლად გადადგით პირველი ნაბიჯები. ნუ დაელოდებით მათ გამოხმაურებას. ტყუპებო გექნებათ განათლების გაღრმავების სურვილი. მარტოხელებმა გაანებივრეთ საკუთარ თავი.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ მოგეწონებათ მენეჯერების გადაწყვეტილებები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ აფეთქდებით. გექნებათ გრძნობა, რომ თქვენს უფროსზე უკეთ იცით რა და როგორ უნდა გააკეთოთ. კარგი დღეა მათთვის, ვინც ეწევა შემოქმედებით საქმიანობას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 18 თებერვალი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

ასტროლოგები როგორც ამბობენ, დღეს თქვენთვის ემოციური დღე იქნება. საყვარელი ადამიანი დაგიმტკიცებთ მის ერთგულებას. სასიყვარულო ურთიერთობებში გექნებათ ჰარმონია და ეს შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება. მარტოხელა კირჩხიბებო ნუ ენდობით უცხო ადამიანებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შესაძლებელია დღეს მოულოდნელი ცვლილებები გქონდეთ კარიერაში. მაგალითად, შეიძლება მოხდეს საკადრო ცვლილებები და გამოჩნდეს ვაკანსია კარგ თანამდებობაზე. ნუ იჩქარებთ დათანხმებას, იფიქრეთ იმაზე, გაქვთ თუ არა საკმარისი ცოდნა ახალ ადგილზე სამუშაოდ.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

შეყვარებულ ლომებს ექნებათ არჩევანი: დაემორჩილონ საყვარელ ადამიანს ან მკაცრად დაიცვან თავიანთი აზრი და პოზიცია. საღამოს მცირე პრობლემები დაგირღვევენ მეუღლესთნ ჰარმონიას. მარტოხელა ლომებმა გადადგით პირველი ნაბიჯი, კარგი იქნება თუ ამას დღეს გააკეთებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენ შეძლებთ გავლენის მოხდენას კოლექტიურ გადაწყვეტილებებზე. ფრთხილად იყავით სხვისი ფულის განკარგვისას, ფრთხილად იყავით თაღლითებთან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 18 თებერვალი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შეიძლება გქონდეთ პრობლემები სახლში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახში ან სამუშაო კოლექტივში. ქალწულისთვის, საყვარელი ადამიანის როლი გაიზრდება და ის მნიშვნელოვანი გახდება. მაგრამ შესაძლოა გქონდეთ მცირე გაუგებრობები ოჯახის წევრებთან. ფანტასტიკურად კარგი დღეა ბიზნესის დასაგეგმად.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ მოიცილოთ ყველაფერი, რაც მოძველდა და დაკარგა თავისი ეფექტურობა. თქვენ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი დღეა დაკარგული ავტორიტეტის აღსადგენად. გექნებათ ფინანსური სირთულეები. მაგრამ, არ აყვეთ ემოციებს, აკონტროლოეთ საკუთარი თავი და იყავით ძლიერები. მეუღლესთან სასწორი იქნება ჰარმონიით აღსავსე.

ფინანსური ჰოროსკოპი

ამ დღეს ასტროლოგები სასწორებს ურჩევენ ფოკუსირება მოახდინონ ბიზნეს პარტნიორობაზე. მომსახურების სექტორში მუშაობა წარმატებული იქნება. სამუშაო კოლექტივში კოლეგებთან და დაქვემდებარებულებთან ურთიერთობა კარგად წარიმართება.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ურთიერთობებში ყურადღება გამახვილეთ დეტალებზე. ასევე შეეცადეთ, რომ ამოიცნოთ საყვარელი ადამიანის ქცევის მიზეზები – შეეცადეთ გაიგოთ თუ რატომ მოიქცა ის ასე. მარტოხელა მორიელებო დღეს ვიზუალით შეგაფასებენ. საღამოს არ დაგეგმოთ საქმეები, დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და ოჯახს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ეს არის გამომგონებლების, ინოვატორების და ინჟინრების დღე. ფინანსური სპეკულაციებისათვის ცუდი დროა.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მეორენახევართან გექნებათ დაძაბული ურთიერთობა. არ იქნებით კმაყოფილი მეუღლესთან ურთიერთობით. ასევე, დღეს გაგიჭირდებათ კარგი ურთიერთობის დამყარება (განსაკუთრებით თუ საყვარელი ადამიანი ეჭვიანია).

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენი შრომით და სხვისი მოსაზრებების გათვალისწინების, შეგიძლიათ მიაღწიოთ დიდ წარმატებას საქმიანობაში. ამავე დროს, მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს დაგეგმილი ყველა ამოცანა არ შესრულდება.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემა. პრობლემები გექნებათ სასიყვარულო ურთიერთობებშიც. გაგიჭირდებათ მეორე ნახევართან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. არ აგერიოთ მეგობრობა და სიყვარული.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს დღეს კარგი დღე აქვთ პროექტების დასასრულებლად. მშენებლები და ისინი ვინც ოჯახის ბიზნესს უძღვებიან, წარმატებით იმუშავებენ. 

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

ნუ მიეხმარებით სხვებს, ამას მაინც არავინ დაგიფასებთ – მიხედეთ საკუთარ საქმეებს. არ გადადოთ პაემნები და მარტოხელებო არ იყოთ ამბიციურები. საუკეთესო დღეა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად. მერწყულებს სიყვარულში სტაბილური დღე ექნებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დროა მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. ქსელური მარკეტინგის კონსულტანტებს შეეძლებათ ახალი აბონენტების და მომხმარებლების მოზიდვა. თავი შეიკავეთ დიდი ფინანსური ხარჯებისგან.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესია დილით გააკეთოთ რაიმე მნიშვნელოვანი, რადგან ყოველი საათის განმავლობაში ენთუზიაზმი გრძნობა დაიკლებს. ნიშნის მრავალი წარმომადგენელი არ იქნება მზად რომანტიკული თავგადასავლებისთვის. გააკონტროლეთ ცუდი ჩვევები და არ ითამაშოთ ცეცხლთან. საუკეთესო დღეა მარტოხელებისთვის, დღეს ყველა თქვენი ოცნება ახდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

ასტროლოგები ურჩევენ თევზებს, რომ შეაჯამონ გასული პერიოდის ფინანსური შედეგები. ბიუჯეტის ანალიზით, მომავალში შეძლებთ უფრო ფრთხილად მიუდგეთ ფინანსური დაგეგმვის საკითხებს. მოუსმინეთ ახლო ნათესავების რჩევებს ისეთ საკითხებში, რაშიც თავად არ ხართ დარწმუნებული.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 18 თებერვალი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე