ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 18 მარტი

დღეს ვარსკვლავები ვერძებს ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ ინიციატივების გამოვლენისგან.  მარტოხელა ვერძებს ჩამოუყალიბდებათ კარგი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან. ყველაფერი ცუდი ქარს გაატანეთ და დაივიწყეთ – გაუღეთ კარები ახალ, უფრო მნიშვნელოვან ეტაპს თქვენს ცხოვრებაში. საუკეთესო დღე საკუთარი თავის მოსაწესრიგებლად – წადით სილამაზის სალონში, ჩაიტარეთ პროცედურები და მოემზადეთ ხვალინდელი სამუშაო დღისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

უმჯობესია უარი თქვათ კომერციული გარიგებების დადებაზე, რომლებიც დაკავშირებულია საბითუმო შესყიდვებთან.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დილით სიმშვიდე და ჰარმონიულობა სუფევს თქვენს შინაგან სამყაროში. არავის მისცეთ თქვენი აურის და ხასიათის გაფუჭების უფლება. ნუ იქნებით ეგოისტები და არ დაიშუროთ ფული მეუღლისთვის. საუკეთესო დღეა საყავრელ ადამიანთან განსამარტოვებლად, მოეფერეთ ერთმანეთს და მოესიყვარულეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

კუროს საუკეთესო დღე არ აქვს გუნდური მუშაობისთვის, განსაკუთრებით, მოაზროვნე ადამიანების ჯგუფში. ალბათ თქვენ რაღაცას აურევთ და მოგიწევთ სამუშაოს ხელახლა შესრულება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

სამწუხაროდ შეიძლება მოხვდეთ ჩიხში საიდანაც სწორი დასკვნების გაკეთება გაგიჭირდებათ, არ აყვეთ ნეგატიურ ემოციებს. თქვენს პირად ცხოვრებაში პერსპექტიული ეტაპი დაიწყება, დაიწყება ეტაპი როდესაც ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გამოგივათ. მარტოხელა ტყუპები შეიძლება შეხვდეთ ყოფილ თაყვანისმცემელს ან სხვა თვალით შეხედავთ მეგობარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ დაივიწყოთ წესების დაცვა და სამუშაო დისციპლინა.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 18 მარტი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე საინტერესო შეხვედრებს გპირდებათ, მერე რა რომ კვირა დღეა – თქვენ გაიცნობთ ახალ, პოტენციურ დამსაქმებელს. შეყვარებული კირჩხიბი ბევრჯერ შეხვდება დაბრკოლებას პირად ცხოვრებაში. საუკეთესო დღეა ბუნებაში ფოტოსესიისთვის, აიღეთ ფოტოაპარატი და გადით გარეთ. მეტი პოზიტივისთვის ჩაიცვით ლურჯი ან იასამნისფერი მაისური.

ფინანსური ჰოროსკოპი

კირჩხიბებს, რომლებიც მივლინებებში არიან, ძალიან დატვირთული დღე ექნებათ. შეეცადეთ არ დააგვიანოთ სამსახურში – ამან შეიძლება გამოიწვიოს ზემდგომ ადამიანებთან ურთიერთობის გაუარესება.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

პირად ცხოვრებაში ლომებს სერიოზული ცვლილებები ელოდებათ. თქვენ შეძლებთ დიდი ხნის აუსრულებელი ოცნებების ასრულებას, დაგეგმავთ მოგზაურობას და მოახდენთ ბიუჯეტის სწორად მობილიზებას. საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს და მეორენახევრებს ბოლომდე მოუსმინეთ, ნუ გააწყვეტინებთ სიტყვას. მარტოხლები გათამამდით, მოიკრიბეთ ძალები და გადადგით რთული ნაბიჯები – უკან დატოვეთ სიმორცხვე, ეს თქვენ აღარ გჭირდებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ამ დროისთვის უმჯობესია თავი შეიკავოთ სამუშაოების შესრულებისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 18 მარტი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულებო კარგი იქნება თუ დაძლევთ სიმორცხვეს და გათამამდებით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ მიეტანებით ალკოჰოლს და არ დაარღვიოთ დიეტა. ასევე კარგი იქნება თუ არ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. მარტოხელებმა გამოიჩინეთ სითამამე და დაივიწყეთ მორცხვობა. საუკეთესო დღეა სპორტული და ჯანსაღი აქტივობებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

სამუშაოში მხოლოდ პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ პრობლემების თავიდან აცილებაში.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებისთვის დღე შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს, ნუ ეტყვით საყვედურებს გარშემომყოფებს. საუკეთესო დღეა ბავშვებთან სათამაშოთ ან მათთან ერთად სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად. სიყვარულში პრობლემები დამთავრდება, თქვენ და თქვენს მეუღლეს ახლიდან შეგიყვარდებათ ერთმანეთი. მარტოხელა სასწორებმა კი გამოიჩინეთ მეტი ყურადღება პოტენციური პარტნიორის მიმართ. საუკეთესო დღეა მეგობრების მოსანახულებლად, მხოლოდ ნუ მიეტანებით ალკოჰოლს!.

ფინანსური ჰოროსკოპი

სასწორს შეიძლება დღეს სამუშაო კოლექტივში კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდეს. ყველაზე მეტად, დააფასეთ თქვენი სამუშაო დრო და არ გაფლანგოთ იგი უაზროდ.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მორიელებო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ოჯახს, ოჯახი წმინდაა და თქვენ ეს უნდა გაანალიზოთ. მარტოხელა მორიელები იპოვნიან გულისსწორს – თქვენს გვერდზე გაჩნდება ადამიანი რომელიც გვერდში დაგიდგებათ ნებისმიერ სიტუაციაში. საუკეთესო დღეა მეგობრების მოსანახულებლად და მათთან ერთად მოსალხენად, იქეიფეთ იმხიარულეთ და ატარეთ დრო.

ფინანსური ჰოროსკოპი

ეს არ არის საუკეთესო დღე მორიელებისთვის, რომლებიც ფინანსური სპეკულაციით, საბითუმო ვაჭრობით და ქსელური მარკეტინგით არიან დაკავებული. შეეცადეთ არ გააკეთოთ რაიმე ახალი და ყურადღება გაამახვილოთ თქვენს რეგულარულ სამუშაოზე.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსნებო ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. დღევანდელი დღე თქვენს კეთილდღეობაზე იმოქმედებს, მიიღებთ საჩუქრებს და კომპლიმენტებს. საღამოს წარმატება ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბებს. საუკეთესო დღეა ფლირტისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსანს არ ურჩევენ, რომ ხელი მოაწერონ მნიშვნელოვან დოკუმენტებს . შესაძლოა ეს დოკუმენტები თქვენთვის წამგებიანი აღმოჩნდეს.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღე ჰარმონიულად დაიწყება, დაგავიწყდებათ პრობლემები სამსახურში და სრულიად ამოისუნთქებთ პრობლემებისგან. საღამოს ყველაფერი შეიცვლება და მოვლენები უკუღმა დატრიალდება, გაგიჭირდებათ ხალხთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. მარტოხელებო მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კავშირს, არასდროს ენდოთ უცხო ადამიანს რადგან არ იცით ის ვინ არის. საუკეთესო დღეა კარგა ხნის უნახავი მეგობრების მოსანახულებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს არ ურჩევენ ყურადღების მიქცევას.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღე საუკეთესოა ნდობა დაკარგულ ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენისთვის – თქვენ აუცილებლად შეძლებთ ნდობის მოპოვებას. მარტოხელა მერწყული შეცვლის საკუთარ ცხოვრებას და მას ელოდება ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელიც აუცილებლად სასიყვარულო ურთიერთობში გადაიზრდება. დღეს თქვენ გექნებათ ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი სექსი რომელიც პრობლემებს დაგავიწყებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს გირჩევთ თავი შეიკავოთ სესხის აღებისაგან. ვალის აღება ფინანსურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. 

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

მარტოხელები სოციალური ქსელების საშუალებით იპოვნით პოტენციურ მეუღლეებს. მეგობრები კარგ და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ, თქვენ შეიძლება იპოვონ ნამდვილი სიყვარული. სამსახურის მერე აუცილებლად მიდით სახლში – მოეფერეთ ოჯახს და მოესიყვარულეთ მეუღლეს. საუკეთესო დღეა ქალაქში სასეირნოდ და სურათების გადასაღებად.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს თევზებს შეიძლება სამუშაოში სირთულეები შეექმნათ. ასევე შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ადრე თანამშრომლობდით.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 18 მარტი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე