ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 19 აგვისტო

ზოგადი გეგმა და პრიორიტეტები ცნობილი იქნება წინასწარ, მაგრამ ღირს დეტალების კიდევ ერთხელ დაზუსტება. დღეს არის შესაფერისი დრო, რომ გაეცნოთ სასარგებლო სიახლეებს. სიყვარულში უნდა ენდოთ საკუთარ ინტუიციას, არ არსებობს ეჭვიანობის საფუძველი. იყავით მეტად დამთმობები მეორე ნახევრის მიმართ. მარტოხელა ვერძს ელოდება სასიყვარულო თავგადასავალი. საქმიანობაში, ვერძები მიიღებენ მოულოდნელ და ორიგინალურ გადაწყვეტილებებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება შემოქმედებისა და ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიების წარმომადგენლებისთვის. წარმატებებს მიაღწევთ სპეკულაციური გარიგების განხორციელებისას. შუადღე საყიდლებისთვის არ არის კარგი, მოსალოდნელია დეფექტური ნივთის ყიდვა.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დილით კუროებმა უმჯობესი იქნება, რომ დაზოგოთ ენერგია რათა შუადღეს გაუმკლავდეთ სირთულეებს. დილის შეხვედრები, საუბრები ბავშვებთან და ოჯახის წევრებთან უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მოკლე დროში. აზრი არ აქვს გეგმის შედგენას: თქვენი აზრები ნაშუადღევს სწორი მიმართულებით წავა. საღამო ხანს მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგებს. სიყვარულში მოაწესრიგეთ აზრები და გრძნობები და შემდეგ დაგეგმეთ ერთობლივი მომავალი თქვენს პარტნიორთან. ამ შემთხვევაში, პერსპექტივები ორივესთვის გაცილებით ნათელი გახდება. დღის პირველ ნახევარში, ტიპიური კურო შეძლებს დაასრულოს ის, რაც წინა დღეს ვერ გააკეთა.

ფინანსური ჰოროსკოპი

ხელსაყრელი დროა მათთვის, ვინც სახლიდან დისტანციურად მუშაობს ტელეფონით ან ინტერნეტით. შუადღე არასახარბიელო აღმოჩნდება ბიზნეს წამოწყებებისთვის. ჩაუღრმავდით პრობლემებს, გაარკვიეთ თუ საიდან მოდიან ისინი და მხოლოდ ამის მერე იპოვეთ გამოსავალი.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ინფორმაციული დილა ელოდება ტყუპებს, თუ თქვენ არ გქონდათ დრო მნიშვნელოვანი რაღაცის გასარკვევად ან სათქმელად, შეგიძლიათ ამ საკითხის გამოსწორება. კარგი იქნება ახალი ნივთების ყიდვა, შეცვალეთ სახლში ან ოფისში ავეჯი. ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, რომ გულწრფელი საუბარი ხელს შეუწყობს საყვარელ ადამიანთან უთანხმოების დაძლევას. შეეცადეთ თავი აარიდოთ ბრალდებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია გაუარესდება. მარტოხელა ტყუპს ელის საოცარი სასიყვარულო თავგადასავალი. დილით ტყუპებს კარგი დრო ექნებათ მოგზაურობისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის, ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგად იმუშავებენ მოვაჭრეები, კონსულტანტები, მანქანების მძღოლები. ნაშუადღევს ფრთხილად განახორციელეთ ფინანსური ოპერაციები, მოსალოდნელია თაღლითობები, არ უნდა ენდოთ უცნობებს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 19 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კირჩხიბებისთვის უკეთესი იქნება, რომ დილა დაიწყოთ ყველაზე რთული საქმეების შესრულებით. დღის მეორე ნახევარი მოგცემთ სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნის შესაძლებლობას, საშუალება მოგეცემათ გააცნობიეროთ თქვენი გემოვნება და იპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი. გელით რომანტიკული თავგადასავლები. თქვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა საშუალებას არ მოგცემთ გადადოთ საქმეები.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ კირჩხიბებს დღევანდელი დღისთვის მნიშვნელოვანი რამ გაქვთ დაგეგმილი, მაშინ უმჯობესია დაასრულოთ ისინი დილით. შუადღე არასასურველია გუნდური მუშაობისთვის. ამ დროს შეიძლება მოხდეს არანორმალური სიტუაციები და შეიძლება დაგჭირდეთ სრულიად განსხვავებული საკითხების მოგვარება.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე, დაეხმარება ლომს პოზიციის ჩამოყალიბებაში. შუადღისას, რაღაც შეიცვლება: ინსპირაცია გაქრება, კავშირი შეწყდება, თანამოსაუბრე გაუჩინარდება. დღეს უნდა მოუსმინოთ სხვის აზრს , თუნდაც ის არ იყოს თქვენთვის სასიამოვნო. პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია ამბობს, რომ სიყვარულში გექნებათ ჰარმონიული და რომანტიკული დღე. ეცადეთ გააბედნიეროთ თქვენი მეორე ნახევარი, საღამო გაატარეთ ერთად. გამოიყენეთ დღის პირველი ნახევარი პირადი ინიციატივებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის გაფართოების პერსპექტიულ სფეროებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მიდის გრძელი ვიზიტებით, მივლინებით. დღის მეორე ნახევარი არასახარბიელოა ზემდგომებთან კონტაქტებისთვის.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 19 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწული რესტრუქტურიზაციის ზღვარზეა. უმჯობესია, თავი აარიდოთ აჩქარებას და აურზაურს, განახორციელეთ ნებისმიერი საქმე თქვენი შინაგანი მზადყოფნის და ობიექტური აუცილებლობის შესაბამისად. სხვების მოსმენის შემდეგ, ღირს საკუთარი აზრის შენარჩუნება. დღის მეორე ნახევარი მოგიტანთ კომფორტს და სტაბილურობას: ის დაადგენს მიმართულებას სიყვარულში, დაგეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ინსტინქტზე და პირად მოთხოვნილებებზე. სიყვარულში ამ დღის ასტროლოგიური გავლენა ბევრ ქალწულს უბიძგებს გადამწყვეტი მოქმედებისკენ. მარტოხელა ქალწულისთვის სასარგებლო იქნება დაქორწინებული წყვილისგან რჩევების მოსმენა.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით არ ჩამოაყალიბოთ რთული გეგმები და მიზნები. საკითხების მშვიდი გზით მოგვარება დაგეხმარებათ უკეთესი შედეგის მისაღწევად. შუადღისას ნუ შელახავთ ბიზნესის რეპუტაციას, იმოქმედეთ მკაცრად კანონის შესაბამისად.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს სასწორი იქნება მეტად კომუნიკაბელური, რთული იქნება საუბრების დასრულება. დღის დასაწყისში, არსებობს შანსი, რომ მოისმინოთ ახალი ამბები ან შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს. საღამო ხანს გაითვალისწინეთ გადაუდებელი საჭიროებები: სახლის გეგმები, სამუშაო საჭიროებები, ფინანსური მდგომარეობა, დიეტის ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. მარტოხელა სასწორი ცხოვრებას უფრო ოპტიმისტურად უნდა მოეკიდოს. სიყვარულში თუ თქვენი განწყობა არათანაბარია და ემოციები დამძიმებულია, გახსოვდეთ, რომ ეს ასტროლოგიური გავლენები გაქრება და ნაშუადღევს ჩაცხრება. საღამო დაუთმეთ ბუნებაშ სეირნობას, სასურველია საყვარელ ადამიანთან ერთად.

ფინანსური ჰოროსკოპი

გარე გარემოებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ბიზნეს საქმიანობას. თუ თანამშრომლობთ ბიზნეს პარტნიორებთან, მაშინ მოუსმინეთ მათ იდეებს – ეს პერსპექტიული იქნება. დღის ბოლოს, არ უნდა დაგავიწყდეთ დაიცვათ უსაფრთხოების წესები – არსებობს დაზიანების რისკი.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მორიელისთვის დღე შეიძლება დაიწყოს პირადი საუბრებით ან ახალი ამბების მიღებით. არასასურველია კონტაქტის წამოწყება საკუთარი ინიციატივით. თუ დილის ამბები გაწუხებთ, გონება არ უნდა დაკარგოთ, უმჯობესია ტაქტიკა შეცვალოთ და დაელოდოთ შუადღეს. მეგობრები დაგეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში. საყვარელ ადამიანთან გექნებათ სრული იდილია, თუ კი მას დაუთმობთ და მისცემთ გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. მარტოხელა მორიელი უმჯობესი იქნება თუ დაფიქრდება საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ, იქნებ სულაც არ იყო საჭირო დაშორება? .

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს დილით, ვარსკვლავები მორიელებს ურჩევენ, რომ არ გადაუხვიონ წინასწარ დაგეგმილ გეგმას. მიზანდასახული საქმიანობა დაჯილდოვდება მნიშვნელოვანი წარმატებით. დღის მეორე ნახევარი არასახარბიელოა ხელშეკრულებების გაფორმებისა და კლიენტებთან მუშაობისთვის.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დილის ინფორმაციული და შთამაგონებელი საათების შემდეგ, ბევრ მშვილდოსანს გაუჭირდება სხვადასხვა საკითხებზე კონცენტრაცია. პროფესიონალური დისციპლინა, სამუშაო რუტინა და ვალდებულებების მთელი რიგი გელოდებათ. დღეს ასტროლოგიური გავლენა ყველაზე ხელსაყრელია მშვილდოსნისთვის, სასიყვარულო ურთიერთობის გასაძლიერებლად. ერთად მოგზაურობა ერთ-ერთი შესაფერისი ვარიანტია. მარტოხელა მშვილდოსანი მოისურვებს ურთიერთობის გაგრძელებას ყოფილ შეყვარებულთან. ზოგადად დღე კარგი იქნება ცვლილებებისთვის, ასევე გაისეირნეთ ბუნებაში და განიტვირთეთ სადმე კარგ ადგილას მეგობრებთან ერთად.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს მშვილდოსნის შემოქმედება იზრდება. თქვენ შეგეძლებათ მეტი ფულის შოვნა, მუშაობის ახალი და ორიგინალური მიდგომების გამოყენებით. პირველ რიგში, სარეკლამო სააგენტოების, დიზაინის სტუდიების, გამომცემლების თანამშრომლები გამოავლენენ თავიანთ ნიჭს. დღის ბოლოს თქვენ დაზღვეული არ ხართ ტექნიკური ხარვეზებისა და გაუმართაობებისგან და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ბიზნესზე.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დილის მიღებულ ამბებს და სიახლეებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ და მოიქცეთ უნდა ისე, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჰარმონიულობის და სტაბილურობის ზრდა. პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია ამბობს, რომ ამ დღეს თხის რქებს შეუძლიათ შეცვალონ სიყვარულში თავიანთი ჩვეული ყოველდღიური ცხოვრება. ამ დღეს, ვარსკვლავები ოფისის მუშაკებს ურჩევენ, რომ უფრო დიდი ყურადღება გაამახვილონ ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს თავი შეიკავეთ ვალუტის გაცვლისგან.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

სამედიცინო ან სხვა რუტინული პროცედურა მოულოდნელად სასიამოვნო იქნება. თუ მარტოხელა ხართ, შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები საპირისპირო სქესის წევრების მიმართ. სიყვარულში გაგიმართლებთ და გექნებათ ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს მეორე ნახევართან. დღეს დილით, მერწყულს წარმატებით შეუძლია საქმიანი შეხვედრების გამართვა. თქვენ შეძლებთ პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებას ხელსაყრელი პირობებით. მოგზაურობის საკითხები სწრაფად და მარტივად მოგვარდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს, თქვენი სამუშაო პირობები შეიძლება გაუარესდეს, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს საქმიანობაზე. ფინანსურად შემოსავლიანი დღე გელოდებათ. სამსახურებში მომუშავე მერწყულებისთვის მოსალოდნელია პრემია ან მცირედით ხელფასის მატება.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

მიიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება თითოეული პრობლემის მოსაგვარებლად. დილით, უმჯობესია გამორიცხოთ ზედმეტი აურზაური, განიხილეთ მხოლოდ დეტალები. სიყვარულში ნუ დაკარგავთ ნდობას თქვენს შესაძლებლობებზე, ასტროლოგიური გავლენა თქვენს მხარეზეა. მარტოხელა თევზები არ მოინდომებენ თავიანთი გრძნობების დამალვას იმ პიროვნების მიმართ, რომელიც მათ აინტერესებთ. ამ დღეს, ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, ყურადღება გაამახვილონ მიმდინარე საქმეებზე. სამუშაო დროის სწორად განაწილებისა და კოლეგებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის წყალობით, თქვენ შეძლებთ განახორციელოთ ყველაფერი, რაც დაგეგმეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს და საღამოს, თავი შეიკავეთ ახალი კონტაქტებისგან. შეიძლება მიიღოთ ყალბი ინფორმაცია.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 19 აგვისტო

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე