ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 19 თებერვალი

დღეს ვარსკვლავები ვერძებს ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ ინიციატივების გამოვლენისგან.  მარტოხელებს ჩამოუყალიბდებათ კარგი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან.

ფინანსური ჰოროსკოპი

ზედმეტად გულღია არ უნდა იყოთ უცხოებთან ურთიერთობისას. დღეს შეიძლება მიიღოთ ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანიც თქვენი შეცდომაში შეყვანა იქნება. 

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დილით სიმშვიდე და ჰარმონიულობა სუფევს თქვენს შინაგან სამყაროში. კოლეგებთან კარგი იქნება ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება. მეუღლეებთან ნუ იქნებით ეგოისტები, გაითვალისწინეთ მათი სურვილები. არ დაიშუროთ ფული და ენერგია მეუღლისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ასტროლოგები ურჩევენ კუროს, უპირატესობა მიანიჭონ ინდივიდუალურ საქმიანობას. გუნდურად მუშაობა შეიძლება რთული და დამაბნეველი იყოს და წარმატება არ მოგიტანოთ.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ტყუპებისთვის დღეს ადვილი არ იქნება გადაწყვეტილების მიღება, შეიძლება მოხვდეთ ჩიხში საიდანაც სწორი დასკვნების გაკეთება გაგიჭირდებათ. თქვენს პირად ცხოვრებაში პერსპექტიული ეტაპი დაიწყება. შეიძლება შეხვდეთ ყოფილ თაყვანისმცემელს ან სხვა თვალით შეხედოთ ახლო მეგობარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ არ აიღოთ სამუშაოები, რომელშიც დიდი გამოცდილება არ გაქვთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 19 თებერვალი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე კარგ სიახლეებს და საინტერესო შეხვედრებს გპირდებათ. შეყვარებული კირჩხიბი არაერთხელ შეხვდება დაბრკოლებას პირად ცხოვრებაში. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ყველაფერი კარგისკენ და უკეთესობისკენ შეიცვლება. საუკეთესო დღეა ბუნებაში ფოტოსესიისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

კირჩხიბებს მოუწოდებენ იმოქმედონ ღიად და პირდაპირ – მხოლოდ ქცევის ეს სტილი გიხსნით უბედურებისაგან. რთული დღეა განათლების მისაღებად.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

პირად ცხოვრებაში ლომებს სერიოზული გარდაქმნები და ცვლილებები ელოდებათ. საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს და მეორენახევრებს ბოლომდე მოუსმინეთ, ნუ გააწყვეტინებთ სიტყვას. ურთიერთობებში არ გამოხატოთ აგრესია და ბრაზი. მარტოხელა ლომები ნუ ჩაიქნევთ ხელს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება მოვლენები შეიცვალოს, რის შედეგადაც თქვენ მოგიწევთ გეგმების კორექტირება. კოლეგებთან მუშაობა შეიძლება გართულდეს უთანხმოების გამო.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 19 თებერვალი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულებო დღეს დაამარცხებთ სიზარმაცეს, ასევე კარგი იქნება თუ დაძლევთ სიმორცხვეს და გათამამდებით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. მარტოხელა ქალწულებმა გამოიჩინეთ სითამამე და დაივიწყეთ მორცხვობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეძლებისდაგვარად შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ სამუშაოს, რომელიც არ საჭიროებს სხვა ადამიანების მონაწილეობას და არ ექვემდებარება სამეთვალყურეო კონტროლს.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებისთვის დღე შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს, ნუ დაიგვიანებთ სამსახურში. პარასკევს რთული დღე გექნებათ, როგორც სამსახურში ასევე ოჯახურ ურთიერთობებში. ასტროლოგების ვარაუდით მოსალოდნელია გაუგებრობები, პრობლემების გადაჭრა კი თქვენგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას. 

ფინანსური ჰოროსკოპი

სასწორისთვის, სახლიდან მუშაობა, დღეს შეიძლება პრობლემატური იყოს.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მორიელებო დააფსეთ მეუღლეები და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ოჯახს. მარტოხელა მორიელებო იპოვნით თქვენი გულისსწორს – თქვენს გვერდზე გაჩნდება ადამიანი რომელიც გვერდში დაგიდგებათ ნებისმიერ სიტუაციაში.

ფინანსური ჰოროსკოპი

თავი შეიკავეთ სურვილების განხორციელებისგან – ეს უკავშირდება აზარტულ თამაშებს. არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსნებო ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. დღევანდელი დღე თქვენზე და თქვენს კეთილდღეობაზე იმოქმედებს. საღამოს წარმატება ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბებს. სიყვარულში ჰარმონიულად ლაღი ურთიერთობები გექნებათ, მარტოხელებმა ყურადღება გაამახვილეთ ცოდნის გამომჟღავნებაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

ასტროლოგები არ გირჩევენ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერას. ფრთხილად იყავით სავალდებულო დოკუმენტებზე ხელმოწერისას.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებისთვის დღე ჰარმონიულად დაიწყება. საღამოს ყველაფერი შეიცვლება და მოვლენები უკუღმა დატრიალდება. არ შეეცადოთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რადგან ეს ვერ გამოიღებს შედეგებს – მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კავშირებს. 

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქების მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს კოლეგებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობა. შეეცადეთ თავი შეიკავოთ კრიტიკისგან. 

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

ასტროლოგები ამბობენ, რომ კარგი დღეა დნობა დაკარგულ ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენისთვის – თქვენ აუცილებლად შეძლებთ ნდობის მოპოვებას. მარტოხელა მერწყულს ელოდება ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელიც აუცილებლად სასიყვარულო ურთიერთობში გადაიზრდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

უმჯობესია კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ, მიიღოთ გადაწყვეტილებები. ნუ აყვებით ემოციებს, მიიღეთ რაციონალური გადაწყვეტილებები.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

მარტოხელებს, მეორენახევრის პოვნა სოციალური ქსელების საშუალებით გაგიმარტივდებათ. ასტროლოგების აზრით, მეგობრები სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. მარტოხელა თევზებმა შეიძლება იპოვონ ნამდვილი სიყვარული. სამსახურის მერე აუცილებლად მიდით სახლში – მოეფერეთ ოჯახს და მოესიყვარულეთ მეუღლეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. ბიზნესმენებს ურჩევენ სესხის აღებისგან შეიკავონ თავი.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 19 თებერვალი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე