ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 2 აპრილი

მნიშვნელოვანია, რომ გააკონტროლოთ ცუდი ჩვევები. ასევე დღეს ცეცხლთან თამაში საშიშია. მეუღლე გაანებივრეთ, ეს კარგ შედეგებს გამოიღებს. საუკეთესო დღეა მარტოხელა ვერძებისათვის, დღეს ყველა თქვენი ოცნება ახდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დღე გექნებათ უფროსებთან სანდო ურთიერთობების დამყარებისათვის. არ არის საუკეთესო დღე ფინანსური ტრანსაქციების და საბანკო გადარიცხვებისთვის.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

ნუ გადაყვებით ადამიანებს საქმეების მოგვარებაში, ამას მაინც არავინ დაგიფასებთ – უმჯობესი იქნება მიხედოთ საკუთარ საქმეებს. არ გადადოთ სასიყვარულო შეხვედრები. მარტოხელებმა არ იმოქმედოთ ამბიციურად. საუკეთესო დღეა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად.

ფინანსური ჰოროსკოპი

კუროს ვარსკვლავებს ურჩევენ გამოიყენონ ეს დღე პროფესიის გაუმჯობესების მიზნით. მოლაპარაკებების პროცესში შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

პრობლემები შეგექმნებათ სასიყვარულო ურთიერთობებში. გაგიჭირდებათ მეორე ნახევართან კარგი ურთიერთობის დამყარება. ერთმანეთში არ აგერიოთ მეგობრობა და სიყვარული. მარტოხელა ტყუპებმა დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპებს წარმატებები ექნებათ კარიერაში. არ უნდა შეგეშინდეთ ცვლილებების – ეს ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს მოგცემთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 2 აპრილი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

საყვარელ ადამიანებთან ჩამოვარდება კონფლიქტური სიტუაციები. თქვენ არ იქნებით კმაყოფილი შეყვარებულებთან ურთიერთობით. ადვილი არ იქნება კარგი ურთიერთობის დამყარება (განსაკუთრებით თუ პარტნიორი ეჭვიანია).

ფინანსური ჰოროსკოპი

ეს დღე წარმატებული აღმოჩნდება სამშენებლო სფეროში მომუშავე კირჩხიბებისთვის. ახლა თქვენ შეგიძლიათ გულიანად მოუსმინოთ კლიენტების სურვილებს და ზუსტად შეასრულოთ ისინი.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ყურადღება გამახვილეთ დეტალებზე და შეეცადეთ, რომ ამოიცნოთ საყვარელი ადამიანის ქცევის მიზეზი. მარტოხელებმა ყურადღება მიაქციეთ საკუთარ იმიჯს, დღეს ვიზუალით შეგაფასებენ. საღამოს არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, დრო დაუთმეთ ბავშვებს და ოჯახს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მუშაობის შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება თქვენს განწყობაზე. რთული პერიოდი დგება ოფისის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადებაში.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 2 აპრილი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ფინანსურმა სირთულეებმა, შეიძლება თქვენი ანერვიულება გამოიწვიოს. არ აყვეთ ემოციებს, აკონტროლოეთ საკუთარი თავი და იყავით ძლიერები. მეუღლესთან ქალწული იქნება მგზნებარე და ჰარმონიით აღსავსე. საუკეთესო დღეა ონლაინ შოპინგისთვის – მოინახულეთ ვებ საიტები და დაიწყეთ შოპინგი.

ფინანსური ჰოროსკოპი

ქალწულებს კარგი დღე აქვთ სტაჟირებისთვის. თქვენ არ გაგიჭირდებათ გამოცდების ჩაბარება.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებისათვის, საყვარელი ადამიანი მნიშვნელოვანი გახდება. მაგრამ შესაძლოა გქონდეთ გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან და ასევე ოჯახის სხვა წევრებთანაც.  გაუგებრობის გასარკვევად საუკეთესო გზაა საუბარი. საუკეთესო დღეა ბიზნესის დასაგეგმად.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენი წარმატება ასოცირდება კოლეგებთან ჰარმონიულ თანამშრომლობასთან. ეფექტურობის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ მძიმე საქმეებს.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შეყვარებულ მორიელებს აქვთ არჩევანი: დაემორჩილონ მეუღლეს ან ჯიუტად დაიცვან თავიანთი პოზიცია. საღამოს პატარ-პატარა პრობლემები დაგირღვევენ მეორე ნახევართან ჰარმონიას. მარტოხელებმა არ იფიქროთ ბევრი და გადადგით პირველი ნაბიჯი. საუკეთესო დღეა ბავშვებთან თამაშისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუა დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები. გამოიყენეთ არსებული საქმიანი კონტაქტები გადაუდებელი პრობლემების მოგვარების მიზნით, რაც შეიძლება მალე.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსნისათვის ემოციური დღე იქნება. საყვარელი ადამიანი დაგიმტკიცებთ ერთგულებას. სიყვარულში გექნებათ ჰარმონია და გაბატონდება თქვენზე. მარტოხელებმა არ გარისკოთ, არ ენდოთ უცხო ადამიანებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს მშვილდოსანს შეუძლია გაზარდოს შემოსავალი უძრავი ქონების, მშენებლობის, საცალო და საბითუმო ვაჭრობასთან დაკავშირებული სამუშაოებიდან.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

არასასურველია სილამაზის სალონში წასვლა, ტანსაცმლისა და კოსმეტიკის შეძენა. საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში გადადგით პირველი ნაბიჯები, ნუ დაელოდებით მათ გამოხმაურებას.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს დღეს საშუალება ექნებათ მარტივად დაამყარონ პერსპექტიული კავშირები. თავი შეიკავეთ კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობისგან.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

ენერგიები შემოინახეთ საღამოსთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში მოიწყენთ. მოიფიქრეთ რაიმე საინტერესო და გაახარეთ თქვენი მეორე ნახევარი. მარტოხელებმა იმსჯელეთ იფიქრეთ თუ რა არ გააკეთეთ სწორად და მიხედეთ იმიჯს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულებს დღეს შემოსავლის გაფართოება შეეძლებათ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც, ძირითადი სამუშაოს გარდა, აქვს დამატებითი სამუშაო – ასრულებს კერძო შეკვეთებს. პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია კომფორტული სამუშაო გარემო.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

თევზებო დილით ენერგიულები იქნებით, იმაზე ენერგიულები ვიდრე საღამოს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არ გამოიწვიოთ პრობლემები. არ დაემორჩილოთ ნეგატიურ იმპულსებს. მარტოხელებმა ყველაფერი ისე დატოვეთ როგორც არის, ეს თქვენი წარმატების გასაღები იქნება. 

ფინანსური ჰოროსკოპი

შეგიძლიათ ჩაერთოთ სამეცნიერო ან მარკეტინგულ კვლევებში. შუადღისას თავი შეიკავეთ საქმიანი მიმოწერისგან – შეიძლება მიიღოთ ცრუ ინფორმაცია. შეეცადეთ დროულად გადაიხადოთ გადასახადები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჯარიმებს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 2 აპრილი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე