ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 2 სექტემბერი

დღეს იმპულსურ ვერძებს გაუჭირდებათ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და გრძნობების ღიად გამოხატვა – დღევანდელ დღეს ყურადღებას გაამახვილებთ მოვლენების დაფარულ მხარეზე, მოგიწევთ ბევრი რამის შეფასება ქვეცნობიერით. თუ თქვენი საყვარელი ადამიანის დატროლვა მოგინდებათ, წინასწარ გაარკვიეთ რამდენად უვნებელი იქნება ეს ხუმრობა თქვენი საყვარელი ადამიანისთვის – წინააღმდეგ შემთხვევაში გელით კამათი და ახსნაგანმარტებებს დიდი დრო დასჭირდება. მარტოხელა ვერძი წარმატებით გადალახავს დაბრკოლებებს სიყვარულის ძიებისას

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს გაუჭირდებათ იმ ვერძებს, რომლებიც მუშაობენ უფროსებთან ახლოს და იძულებულნი არიან შეასრულონ მათი ბრძანებები, კაპრიზები – დღის ბოლოს ზოგიერთი სახელშეკრულებო ვალდებულება შეიძლება დაირღვეს.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კუროს ბოლომდე არ აქვს გაანალიზებული მომავალი, პერსპექტივა კარგად გამოიყურება, მაგრამ ბურუსითაა მოცული – ბუნდოვან ჰორიზონტს აქვს თავისი უპირატესობა. დღე შესაფერისია მოგონებებისთვის, ძველ მეგობრებთან საუბრებისთვის – სასიყვარულო ურთიერთობებში უნდა გვახსოვდეს, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს და საყვარელი ადამიანისთვის სისუსტეების პატიება შეიძლება. მარტოხელა კუროებმა სასურველია, რომ საკუთარ თავს გულწრფელად უპასუხონ, სურთ თუ არა ცხოვრების დაკავშირება პოტენციურ პარტნიორთან. შეიძლება მოგიწიოთ მოქმედება შეზღუდვებისა და დაბრკოლებების პირობებში.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს კურო უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს კანონის წესებისა და ნორმების დაცვის საკითხებში – საქმე ეხება თქვენი რეპუტაციის შენარჩუნების საკითხს, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერი ფული.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ტყუპებმა არ უნდა გადადოს ვიზიტი, შეხვედრა, კონსულტაცია, ოჯახური ან პროფესიული საუბარი. საიდუმლოების შენახვის სურვილი და თანაგრძნობის უნარი შეიძლება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, სასურველია გაიგოთ სხვისი გრძნობების და განწყობილების ნიუანსები, შეძლოთ მინიშნებებისა და ნიშნების წაკითხვა – ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გექნებათ “მეორე გეგმა”. სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ დაუმალავთ თქვენს გრძნობებს საყვარელ ადამიანს – მარტოხელა ტყუპი სიყვარულში გამოუტყდება მეგობარს. ვარსკვლავები ტყუპებს არ ურჩევენ გავლენიან ადამიანებთან შეხვედრების ძიებას და მათთან პროფესიული საქმიანობის საკითხების განხილვას.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება მოხდეს მოულოდნელი ცვლილებები, რის გამოც დაირღვევა თქვენი ბიზნესის რიტმი – დღის მეორე ნახევარში, თქვენი ხარჯები შეიძლება გაიზარდოს – გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 2 სექტემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კირჩხიბები ერთგულები არიან თავიანთი ოცნებებისა, გემოვნებისა და იდეალების მიმართ, მგრძნობიარენი არიან სამყაროს ჰარმონიულობის მიმართ – დღე კარგია მედიტაციისთვის, ლოცვისთვის, ტექსტების კითხვისთვის და ფილმის ყურებისათვის. შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმარი გესიზმროთ, რომელსაც ვერ გაარჩევთ ცხადისგან. სასიყვარულო ურთიერთობებში დაივიწყეთ სერიოზულობა და ცოტა იგიჟეთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად – იუმორი დაგეხმარებათ მოდუნდეთ და განიტვირთოთ დაძაბულობისგან. მარტოხელა კირჩხიბი, პოტენციურ პარტნიორს დააინტერესებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

არასასურველია გავლენიან ადამიანებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრა და კარიერული საკითხების განხილვა.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ლომებს არ შეეძლებათ თავიანთი მეხსიერების და ინტუიციის გარეშე – ისინი განსაკუთრებით ღირებული იქნება, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას ან ინტიმურ ნიუანსებს. არასასურველია გრძნობების ღიად გამოხატვა და პირდაპირი შეკითხვების დასმა. სასიყვარულო ურთიერთობებში გელით სიურპრიზები, ეს შეიძლება იყოს ნანატრი ცვლილებების დასაწყისი – მარტოხელა ლომებმა უნდა გაითვალისწინონ სხვების რჩევები. დღეს ლომებისთვის არ იქნება ადვილი დღე . . .

ფინანსური ჰოროსკოპი

შესაძლოა ზოგიერთი ბიზნეს საკითხი შეჩერდეს, რადგან შეიძლება მოულოდნელი გარემოებების წინაშე აღმოჩნდეთ, მოერიდეთ შრომითი დისციპლინის დარღვევას – ეს დღე მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის რეპუტაციის შენარჩუნების თვალსაზრისით.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 2 სექტემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ქალწულები უფრო დელიკატურები უნდა იყვნენ, რომ გამოხმაურება მიიღონ – სასიამოვნო დიალოგი დაიწყება ატმოსფეროს ფორმირებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ დარჩეთ იმავე გონებრივ და სულიერ ტალღაზე. მოგიწევთ მოსაუბრის ჩვევების მორგება ან თქვენი აუდიტორიის განწყობის გამოცნობა. სასიყვარულო ურთიერთობებში სავარაუდოდ, ეს დღე სასიამოვნო და ჰარმონიული არ მოგეჩვენებათ – ზოგიერთი ქალწულისთვის დადგა დრო, რომ სინანულის გარეშე დასრულდეს პარტნიორთან ურთიერთობა – ვინც მარტოხელაა მათთვის შესაძლოა, რომ პოტენციური პარტნიორისადმი ინტერესი რომანტიკულ ურთიერთობად ჩამოყალიბდეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ქალწულებს ამ დღეს არ გირჩევთ სესხის აღებას, თუ სხვის ფული გაქვთ თქვენს განკარგულებაში, მაშინ უმჯობესია არ დახარჯოთ იგი.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორი დღეს გარემოზეა დამოკიდებული და ვარსკვლავები გირჩევენ თავი აარიდოთ აგრესიულ გადაწყვეტილებებს – ნდობა და თანაგრძნობა უნდა არსებობდეს სხვებთან ურთიერთობისას (კოლეგები, ოჯახის წევრები). ეს დღე შესაფერისია ექიმებთან და ფარმაცევტებთან კომუნიკაციისთვის, აფთიაქში სტუმრობისთვის, მედიკამენტებისა და სამკურნალო სასმელების ფორმულირების შესასწავლად. დღეს შეგიძლიათ გააძლიეროთ ურთიერთობა თქვენს საყვარელ ადამიანთან – მარტოხელა სასწორისთვის უკეთესია განმარტოვება და მომავალზე ფიქრი.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება ხშირად შეგხვდეთ კლიენტები, რომლებმაც თავად არ იციან რა უნდათ თქვენგან და შედეგად, შეიძლება დაკარგოთ ბევრი დრო. სამუშაო დღის ბოლოს შეეცადეთ თვალში არ გაეჩხიროთ უფროსებს

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე მორიელებს გონებრივი და ფიზიკური ჰარმონიის აღდგენაში დაეხმარება – კარგი დღეა დასვენებისთვის (განსაკუთრებით ქალაქგარეთ და მარტოობაში), მედიტაციისთვის, ფანტაზიებისთვის, ფილმების ყურებისათვის და მშვიდობიანი შემოქმედებისათვის. შეგიძლიათ დაისვენოთ, დაიძინოთ, დრო გაატაროთ ადამიანების კომპანიაში, ვისგანაც არ ელით ნეგატივს. სასიყვარულო ურთიერთობებში ამ დღის ასტროლოგიური გავლენა ზოგიერთ მორიელს აიძულებს მნიშვნელოვანი პირობა მისცეს საყვარელ ადამიანს – შეეცადეთ შეაფასოთ თქვენი მეორენახევრის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მარტოხელა მორიელი იპოვნის სიყვარულს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ არ იყოთ ძალიან კრიტიკული თქვენი კოლეგების შეცდომების მიმართ.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები მშვილდოსანს ურჩევენ, რომ ყურადღება გაამახვილონ შინაგან სამყაროზე ან პირად ცხოვრებაზე – დღე კარგია, მათთვის, ვინც ფარულ თავშესაფარს ან მარტოობას ეძებს. საუბრები შეიძლება შეეხოს თემებს, რომლებიც ეხება ოჯახს, საცხოვრებელს, ჯანმრთელობას, ფულს, პროფესიას. გააჯანსაღეთ თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, ერთად გატარებული შვებულების წუთები სასიამოვნო და მრავალფეროვან შთაბეჭდილებას მოგიტანთ – თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, დღეს ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მოერიდეთ სათამაშო კლუბებს, ნუ ჩადებთ ინვესტიციებს სპეკულაციურ სქემებში, როგორიცაა ფინანსური პირამიდები – ასევე უმჯობესია თავი შეიკავოთ ვალუტის გაცვლისგან, უპირატესობა მიანიჭეთ ტრადიციულ საქმიანობას.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებს შეუძლიათ ეს დღე მშვიდ სამუშაოს დაუთმონ, დღეს გაგიადვილდებათ სხვისი საიდუმლოებების ამოხსნა – ალბათ ბევრ თხის რქას ისეთი შეგრძნება ექნება, თითქოს ზღაპარში იმყოფება, იმდენად თბილი და ჰარმონიული იქნება მათი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ნუ დააყენებთ თქვენს პირად ცხოვრებას უკანა პლანზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს თხის რქებს ურჩევენ არ მიიღონ მნიშვნელოვანი კარიერული ინიციატივები, სანამ ოჯახის წევრებთან ერთად არ განიხილავთ მათ – შუადღისას და საღამოს არასასურველია მოლაპარაკება გრძელვადიან თანამშრომლობაზე.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მერწყულებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საკვებისა და სასმელის ხარისხზე – კარგია, თუ მენიუ გემოვნებას და ჯანმრთელობას აერთიანებს. შესაძლებელია ლტოლვა ტკბილეულისა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიმართ. საუკეთესო მომენტი არ არის ახალი შენაძენებისთვის, მაგრამ ინტუიციურად შეიძლება გამოყენება იპოვნოთ ძველი ნივთებისთვის. პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია ამბობს, რომ ამ დღეს სასურველია მერწყულმა მიიღოს გადაწყვეტილება და პარტნიორთან ერთად გაარკვიოს, რა უშლით ხელს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვაში. ინფორმაცია, რომელიც დღეს მერწყულს მოუვა, შეიძლება აღმოჩნდეს ძირითადად მცდარი.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესთან თანამშრომლობისას შეეცადეთ გააკონტროლოთ ვალდებულებების შესრულება – თუ არადა უდიდესი ზარალი შეიძლება გქონდეთ.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღე შესაფერისია შეყვარებულებსა და მეუღლეებს შორის სასაუბროდ, კონსულტაციისთვის, საიდუმლოებების გასარკვევად, შეთანხმებების დასადასტურებლად. თუ თქვენ დღევანდელ დღეს გინდათ წახვიდეთ წვეულებაზე და გაერთოთ, თამამად დაიწყეთ ამაზე ლაპარაკი საყვარელ ადამიანთან – მეორენახევარი ამ თხოვნაზე უარს არ გეტყვით, პირიქით შეიძლება რამოდენიმე ვარიანტიდან არჩევანის გაკეთებაც მოგიწიოთ. მარტოხელა თევზებს ექნებათ ჰარმონიულად დაბალანსირებული დღე

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს თევზების მთავარი ამოცანაა საკუთარი ფინანსური და მატერიალური რესურსების შენარჩუნება – ეს ადვილი არ იქნება, დანაკარგების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 2 სექტემბერი

მინდა მივიღო ყოველდღიური ჰოროსკოპი და გავეცნო ახალ პოსტებს

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე