ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 20 იანვარი

მნიშვნელოვანია გააკონტროლოთ თქვენი იმპულსები და განსაკუთრებით, ცუდი ჩვევები. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დღეს ცეცხლთან თამაში საშიშია. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ, ეს კარგ შედეგებს გამოიღებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის მეორე ნახევარში, სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს. შეეცადეთ თავი შეიკავოთ ინიციატივებისგან – ამან შეიძლება უბედურება გამოიწვიოს.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები კუროს ურჩევენ დაზოგონ ენერგია, ნუ გადაყვებით ადამიანებს საქმეების მოგვარებაში. საღამომდე არ გადადოთ სასიყვარულო შეხვედრები. დააფასეთ მეორე ნახევარი, მას თქვენთვის ყველაფერი კარგი უნდა. მარტოხელებმა არ იმოქმედოთ ამბიციურად.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს, თავი შეიკავეთ უფროსებთან საუბრისგან.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

სასიყვარულო ურთიერთობებში, ტყუპებს პრობლემები შეექმნებათ. გაგიჭირდებათ მეორე ნახევართან ურთიერთობის დამყარება. ერთმანეთში არ აურიოთ მეგობრობა და რომანტიკა. მარტოხელებმა ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ ჩაცმულობაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დროა ჯგუფური საქმიანობისთვის. შეგიძლიათ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა ბიზნესის დაგეგმვაში. 

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 20 იანვარი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კირჩხიბებს და საყვარელ ადამიანებს შორის ჩამოვარდება კონფლიქტური სიტუაციები. თქვენ არ იქნებით კმაყოფილი მეორე ნახევრებთან ურთიერთობით. ადვილი არ იქნება ჰარმონიის მიღწევა (განსაკუთრებით თუ პარტნიორი პათოლოგიურად ეჭვიანია).

ფინანსური ჰოროსკოპი

კირჩხიბები იგრძნობენ კარიერული ზრდის პოტენციალს. თუ თქვენ აპირებდით ახალი საქმის წამოწყებას, მაშინ დღეისთვის ყველაზე შესაფერისი მომენტი იქნება. ასევე კარგი დღეა დისერტაციის დასაცავად.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

სიყვარულში ყურადღება გამახვილეთ დეტალებზე და შეეცადეთ, რომ ამოიცნოთ საყვარელი ადამიანის ქცევის მოტივი. მარტოხელებმა ყურადღება გაამახვილეთ ჩაცმულობაზე და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ იმიჯს. საღამოს არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

ფინანსური ჰოროსკოპი

მიზანშეწონილია ფოკუსირება მოახდინოთ სტრატეგიულ საკითხებზე და მეთოდურად იმოძრაოთ თქვენი მიზნისკენ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 20 იანვარი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ფინანსურმა სირთულეებმა, შეიძლება თქვენი ნერვიულობა გამოიწვიოს. არ აყვეთ ემოციებს და აკონტროლოეთ საკუთარი თავი. საყვარელ ადამიანთან ქალწული იქნება მგზნებარე და ჰარმონიით აღსავსე.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტურისტული სააგენტოების, გამომცემლობების, სილამაზის სალონების, რესტორნებისა და სასტუმროების თანამშრომლები გაზრდიან თავიანთ შემოსავალს.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორისთვის, საყვარელი ადამიანის პიროვნება მნიშვნელოვანი გახდება. მაგრამ შესაძლოა გქონდეთ გაუგებრობები მეორე ნახევართან და ასევე ოჯახის სხვა წევრებთანაც.  გაუგებრობის გასარკვევად საუკეთესო გზაა მეგობრული საუბარი.

ფინანსური ჰოროსკოპი

წარმატება ელით, ყველას ვინც დისტანციურად მუშაობს სახლიდან ინტერნეტის საშუალებით.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს შეყვარებულ მორიელებს აქვთ არჩევანი: დაემორჩილონ საყვარელ ადამიანს ან ჯიუტად დაიცვან თავიანთი პოზიცია. შუადღისას, პატარ-პატარა პრობლემები დაგირღვევენ მეორე ნახევართან ჰარმონიას. მარტოხელებმა არ იფიქროთ ბევრი და გადადგით პირველი ნაბიჯი.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დროა სარემონტო სამუშაოებისთვის, ინჟინრებისთვის.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შეყვარებული მშვილდოსნისათვის ემოციური დღე იქნება. მეორე ნახევარი დაგიმტკიცებთ საკუთარ ერთგულებას. სიყვარულში შემოიჭრება ჰარმონია და გაბატონდება. მარტოხელებმა არ გარისკოთ, ნუ მიენდობით უცხო ადამიანებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ჩვეული სამუშაო, რომელიც ტრადიციად იქცა, ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე რაიმე სახის ინოვაცია.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

ამ დღეს არასასურველია სილამაზის სალონის მონახულება, ტანსაცმლისა და კოსმეტიკის შეძენა, ფინანსური და იურიდიული საკითხების მოგვარება, სასიყვარულო შეხვედრების მოწყობა და სახლის დიზაინის შექმნა. საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში გადადგით პირველი ნაბიჯები, ნუ დაელოდებით მათ გამოხმაურებას.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსურად კარგი დღე გელოდებათ თხის რქებო. წარმატებით იმუშავებენ ისინი, ვინც ჩართულნი არიან საოჯახო ბიზნესში.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

საღამოსთვის შემოინახეთ ენერგიები, ნუ დახარჯავთ ენერგიებს დილით. სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება სიჩუმე ან მოწყენილობა სუფევდეს. მოიფიქრეთ რაიმე საინტერესო და გააოცეთ თქვენი მეორე ნახევარი. მარტოხელებმა იმსჯელეთ, რა არ გააკეთეთ სწორად.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენ შეძლებთ მარტივად დაეუფლოთ საქმეს, რომელიც აქამდე ძალიან რთულად გეჩვენებოდათ. ვაჭრები, სოციალური მუშაკები და მძღოლები თავს გამოავლენენ.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დილით უფრო ენერგიულები იქნებით ვიდრე საღამოს. სიყვარულში, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არ გაამძაფროთ პრობლემები. ნიშვნელოვანია, რომ არ დაემორჩილოთ ნეგატიურ ემოციურ იმპულსებს. მარტოხელებმა ყველაფერი ისე დატოვეთ როგორც არის, ეს თქვენი წარმატების გასაღები იქნება დღეისთვის. 

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს თავი შეიკავეთ არაფორმალური სამუშაოებისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 20 იანვარი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე