ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 22 აგვისტო

მოსალოდნელია სირთულეები პირად ცხოვრებაში, რთული იქნება თქვენთვის წონასწორობის შენარჩუნება. ეცადეთ გაბრაზების შედეგად არ ჩაიდინოთ სისულელეები, გექნებათ შურისძიების სურვილი. დღეს ბევრმა ვერძმა უნდა იფიქროს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სერიოზულ ცვლილებებზე. უნდა აწონდაწონოთ ერთად ყველაფერი და ამის შემდეგ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი სასურველია, რომ წახვიდეთ გარკვეული სახის კომპრომისებზე. მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებთ ჰარმონიასა და იდილიას ურთიერთობებში, თუ მარტოხელა ხართ, შეეცადეთ არ იყოთ ზედმეტად კრიტიკული.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეთანხმებები, რომლებსაც მიაღწევთ დღის პირველ ნახევარში, წარმატებით განხორციელდება დღის მეორე ნახევარში. შეიძლება გაიზარდოს პარტნიორული ბიზნესი.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

კუროს ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ დღევანდელი დღე ჰპირდება ამაოებას და პრობლემების ზრდასაც. გართულებების მთელი რიგი მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციის პროცესში, სამსახურებთან დაკავშირებისას, სამსახურებთან კონტაქტისას, მოწყობილობებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს, მომსახურების გაცვლისას, ცხოველებთან კონტაქტის დროს. გაღიზიანების ფონზე, გაიზრდება დაზიანების რისკი. თქვენ აუცილებლად დამხმარეები გჭირდებათ, რომლებსაც ენდობით. სიყვარულში უნდა დაამარცხოთ სასოწარკვეთილება და შეეეგუოთ ყველაფერს ისე როგორც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს მეგობრებს. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, დღეს შესაძლოა თქვენი დიდი ხნის სურვილი მოულოდნელად ახდეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით, კურს შეიძლება ჰქონდეს ხელსაყრელი დრო მიმდინარე სამუშაოების შესასრულებლად. თქვენ შეგიძლიათ დასრულოთ ის საქმეები რომელიც დაიწყეთ წინა დღეს, რაც წაგადგებათ მომსახურებისა და ბიზნესპარტნიორობის განვითარებისთვის. გაიზრდება შემოსავლები უძრავი ქონების გარიგებებიდან და სარემონტო, სამშენებლო სამუშაოებიდან.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს, ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, რომ ყველგან გაატარონ სისტემური უსაფრთხოების ზომები. გამონაკლისი არ არის გასართობი, შემოქმედებითი და საქმიანი ადგილები, ასევე ყურადღება გამოიჩინეთ შესყიდვების, გადასახადების, ინვესტიციების განხორციელების დროს. ფრთხილად იყავით აქტიური სპორტის, სასიყვარულო და ინტიმური ურთიერთობის დროსაც. შესაძლებელია, რომ დღეს ტყუპებს საშუალება მიეცეთ შეისწავლონ ახალი რამ საყვარელი ადამიანის ხასიათის შესახებ და გაარკვიონ პარტნიორის ზოგიერთი ქმედების მიზეზი. თუ ახლა მარტოხელა ხართ, თავდაჯერებულობა საპირისპირო სქესის თვალში მიმზიდველს გახდის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპებს გაუმართლებთ თავიანთ ინიციატივებში, დღევანდელი დღე ხელსაყრელი იქნება ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, რომლითაც შეგიძლიათ გამოაჩინოთ თქვენი უპირატესობა.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 22 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

არ არის საუკეთესო დღე სტუმრების მისაღებად, გაცნობისთვის, უცხო წრეში გაწევრიანებისთვის. არ შეიძინოთ ტანსაცმელი და კოსმეტიკა და არ იფიქროთ საცხოვრებლის შეცვლა, ასევე არ დაგეგმოთ ინტერიერის დიზაინი. სასიყვარულო ურთიერთობებში, დღევანდელ დღეს არ დაეყრდნოთ საკუთარ ინტუიციას, უმჯობესი იქნება თუ მოუსმენთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. მარტო მყოფ კირჩხიბებს შეეცვლებათ წარმოდგენა საპირისპირო სქესის ადამიანზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

იქნებით პრაქტიკულები ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. გამოიყენეთ თქვენი ენერგია საქმიანობის მასშტაბის გასაფართოებლად და დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ხალხის მიმართ დიპლომატიური დამოკიდებულება აგრესიულად შეიცვლება, „ომი მშვიდობისათვის“, საზღვრებისა და წესების დაცვით. ამ დღეს შეეცადეთ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ საყვარელ ადამიანს და არ უგულვებელყოთ მისი შეხედულებები. თქვენი მეორე ნახევარი ამის სანაცვლოდ მოგხიბლავთ, როგორც სიტყვით, ასევე მოქმედებით. მარტოხელა ლომებს რთული კომუნიკაცია ექნებათ პოტენციურ პარტნიორთან. საქმიანობაში ინდივიდუალურადაც მიაღწევთ წარმატებას, არ დაგჭირდებათ სხვების დახმარება.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენი საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოთ კოლექტიურ პროცესში. კარგი დროა მარკეტინგული კვლევებისთვის.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 22 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

გართულებების, დანაკარგების და ნერვიულობის რისკი ძალიან დიდია. აქტიური ურთიერთქმედება სხვა ადამიანებთან ბევრ პრობლემას გვპირდება: თანამშრომლობის მცდელობა, ინტერესთა გადაკვეთა. არასასურველია შესყიდვა, გაცვლა, ინვესტიცია. უკეთესია საკუთარ თავზე ზრუნვა, მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და იპოვით გამოსავალს ამ ქაოსიდან. დაემხარეთ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუმკლავდეს კომპლექსებსა და უსიამოვნებებს. ამის შემდეგ, შეეცადეთ თქვენს პარტნიორს მეტი ყურადღება დაუთმოთ. მარტოხელა ქალწულებს სურთ ცვლილების განხორციელება საკუთარ ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ არ არის ამის დრო მოსული.

ფინანსური ჰოროსკოპი

მიიღებთ კარგ შეკვეთებს თანხის წინასწარი ჩარიცხვით, შეგიძლიათ ხელშეკრულების გაფორმება. გამოიყენეთ თქვენი არსებული საქმიანი კონტაქტები აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად. ზემდგომებთან ურთიერთობა შეიძლება უფრო სანდო გახდეს.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორმა უნდა გააკონტროლოს ყოველი ნაბიჯი, რათა გამოირიცხოს იმპულსურობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. თავისუფლად დაუბრუნდებით თქვენს ამბიციებს, მადას და ტემპერამენტს, მნიშვნელოვანია დაინახოთ ის, რაც დასაშვებია. დღევანდელ დღეს მოსალოდნელია, რომ გქონდეთ პრობლემები კარიერაში, ოჯახში, ქორწინებაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში იყავით მშვიდი და ლაღი, აუსრულეთ მასე შეძლებისდაგვარად ყველა კაპრიზი. მარტოხელა სასწორისთვის, ეს დღე ყველაზე ხელსაყრელია ძველი ურთიერთობების განახლებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

რეკომენდებულია გეგმის შედგენა და შემდეგ მკაცრად დაიცავით ეს გეგმა მთელი დღის განმავლობაში. თქვენი ეფექტურობის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება და შეძლებთ ბევრად უფრო ხარისხიანად იმოქმედოთ, ფართო შესაძლებლობებით გამოიყენეთ ინტერნეტი.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღე იწვევს ჩხუბისა და დაზიანებების პროვოცირებას, უფრთხილდით ხალხმრავალ ადგილებს. შეიძლება პასუხი აგოთ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი საქციელისთვის. საშიშია წესის, კანონის, ეტიკეტის, კოდექსის, ინსტრუქციის დარღვევა. დღეს უნდა გადაწყვიტოთ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ინტერესთა ბალანსი თქვენსა და თქვენს მეორე ნახევარს შორის. მარტოხელა მორიელები გამოირჩევიან ქარიზმით, რომელიც მიიზიდავს პოტენციურ პარტნიორს. დღის მეორე ნახევარი ასოცირდება კრეატიულობის გაღრმავებასთან და არასტანდარტული საკითხების გადაჭრის შესაძლებლობასთან.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელს შესაძლოა დილით ჰქონდეს კონფიდენციალური საუბარი უფროსთან, განიხილება თქვენი დაწინაურება, ხელფასის მატება ან პრემია. იყავით სერიოზულები და გვერდზე გადადეთ ყველაფრისადმი ცინიკური დამოკიდებულება.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მშვილდოსანი შეიძლება გახდეს ბრძოლების მონაწილე. შესაძლებელია ოჯახური და საქორწინო დრამა, არ შეაფასოთ კონფლიქტის მატერიალური საფუძველი. ჩხუბის მიზეზი შეიძლება იყოს ეჭვიანობა, გაუმაძღრობა, მემკვიდრეობის პრობლემები, კომპენსაცია, ვალის ან გადასახადის გადახდა, ბიუჯეტის შემუშავება, ქონების გაყოფა. მოემზადეთ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღეს მიღებულმა ინფორმაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე. მარტოხელა მშვილდოსანს ექნება შესაძლებლობა, რომ შეხვდეს ინტელექტუალურ და მომხიბვლელ ადამიანის.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით მშვილდოსანი შეძლებს პროფესიონალური ცოდნის გაღრმავებას, დღის მეორე ნახევარი ხელს უწყობს მათ, ვინც მუშაობს წყნარ, ნაცნობ, კომფორტულ გარემოში, მაგალითად სახლში.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებს დღეს ყველგან დამატებითი სიფრთხილე სჭირდებათ. პარტნიორული ურთიერთობები და თქვენი პირადი ამბიციები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი თხის რქისათვის დღე ემოციურად სტრესული იყოს. არ უნდა შეამოწმოთ საყვარელი ადამიანის მოთმინების ფიალა ნუ ითამაშებთ მის ნერვებზე, უმჯობესი იქნება, რომ იყოთ ყურადღებიანები მეორე ნახევრის მიმართ და სცეთ პატივი მათ გადაწყვეტილებებს. მარტოხელა თხის რქები ისიამოვნებენ სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობით.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით, თხის რქებს ვურჩევთ, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ უფროსს, წარმოების და ტექნიკური საკითხების მოგვარების მიზნით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი იქნება ინფორმაციის გაცვლისა და ვაჭრობისთვის, დროულად მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ მიიღოთ დამატებითი მოგება.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

ფრთხილად იყავით უცხოელებთან და ავტორიტეტულ სტრუქტურებთან ურთიერთობისას. დღეს ნებისმიერი რაიმის დაწყება მარტივია, მაგრამ თავგადასავლების თავიდან აცილება შეუძლებელი. დღეს სიყვარულში მერწყულს უფრო მეტად სჭირდება თვითკონტროლი და თავშეკავება. ეს არის ის თვისებები, რომლებიც დაგეხმარებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შენარჩუნებაში, თქვენს ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევის მიუხედავად. გამოიყენეთ დილის საათები, რათა შეიტყოთ ახალი რამ თქვენი პროფესიის შესახებ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან, მაშინ გექნებათ ფინანსურად მზარდი დღე.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესია იმოქმედოთ კანონის, დებულების ან ხელშეკრულების ფარგლებში. ღირს წესების, წესიერების და ტრადიციების დარღვევა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. თქვენს მეორე ნახევარს დასჭირდება თქვენი დახმარება, ნუ მიატოვებთ მას რთულ პერიოდში. მარტოხელა თევზებმა იფიქრეთ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილის საათებში თევზები შეძლებენ ახალ ტექნიკურ უნარებს დაეუფლონ. გაიზრდება შრომის პროდუქტიულობა. შუადღე ხელს უწყობს შემოქმედებითობას და გაძლიერდება თქვენი ბიზნესის რეპუტაცია.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 22 აგვისტო

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე