ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 24 აგვისტო

ვერძებს კარგი დღე აქვთ პროფესიული განათლების მისაღებად. ეს შეიძლება იყოს როგორც ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე დამოუკიდებელი სწავლება საგანმანათლებლო მასალების დახმარებით. მარტოხელა ვერძები დაივიწყებენ წარსულ წარუმატებლობებს და მომავლის იმედი მიეცემათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

განახორციელეთ სარეკლამო კამპანია ბიზნეს პროექტების პოპულარიზაციის მიზნით.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

საღამო აუცილებლად დაუთმეთ ოჯახს და საოჯახო საქმეებს. ცუდი დროა ახალი თავგადასავლებისთვის. დიდი დროის გატარება მოგიწევთ საყვარელ ადამიანთან, რადგან მას თქვენი ყურადღება სჭირდება. ჩაიცვით ღია ფერის ტანისამოსი ეს იღბალს მოგიტანთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენი შრომა სამსახურში არ დარჩება შეუმჩნეველი. ელოდეთ დაწინაურებას, მალე დაგაწინაურებენ.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ასტროლოგები ტყუპებს ურჩევენ, რომ შუადღისთვის გადადონ მძიმე სამუშაო. ამ დროს, განწყობა აგიმაღლდებათ და გარემოებები უფრო წარმატებული იქნება. მარტოხელა ტყუპებმა მოუსმიეთ გულისძახილს და ისე იმოქმედეთ. საღამოს მიირთვით ცოტაოდენი ალკოჰოლი, ეს შეგმატებთ ძალებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეთ გავლენიანი მეგობრები. ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან. მოსალოდნელია ფინანსების მატება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 24 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

მარტოხელებო ვერ იქნებით კარგ ფორმაში და შესაძლოა პოტენციურ პარტნიორს საკუთარ თავზე ცუდი შთაბეჭდილება შეუქმნათ. არ არის საუკეთესო დღე, წიგნების შესაძენად. სიყვარულში ბენდიერება და იღბალი დაგებედებათ. საუკეთესო დღეა საოჯახო ტექნიკის შესაძენად.

ფინანსური ჰოროსკოპი

მიაღწევთ არარეალურ შედეგებს. გაიზრდება მომგებიანი შეკვეთების რაოდენობა.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღის მეორე ნახევარში ლომებს მოემატებათ თავდაჯერებულობა, ამის წყალობით თქვენ იმოქმედებთ რაციონალურად და გადადგამთ სწორ ნაბიჯებს. დღეს, გარშემომყოფები თავად შემოგთავაზებენ დახმარებას საკუთარი გეგმების შესრულებაში. რთული იქნება საყვარელი ადამიანის პროგნოზირება, სიყვარულში ურთიერთობები შეიზლება გართულდეს. საუკეთესო დღეა საყვარელ ადამიანთან განმარტოვებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესმენებს შეუძლიათ წამოიწყონ ახალი პროექტები – ისინი მიიღებენ ახლობლებისგან მხარდაჭერას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 24 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მეუღლეებთან ჩხუბების ნიადაგზე, კარგი იქნება თუ აიღებთ მცირე პაუზას – ეს დაგეხმარებათ ურთიერთობის დალაგებაში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაელოდეთ გარემოებების ხელსაყრელ ცვლილებას. კარგი იქნება ოჯახზე და საოჯახო საქმეებზე გადართვა. მარტოხელებმა თავი არ გაყოთ შარში, ერიდეთ უცხო ზარებს ტელეფონზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

გამოიყენეთ ეს დღე კოლეგებთან ურთიერთობის გასამყარებლად.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ პაემანს გადაწევთ საღამოსკენ, ამ დროს რომანტიკული განწყობა გაგიღვივდებათ. მეორენახევარი უსიტყვოდ გაგიგებთ ყველაფერში. დღეს გააცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია მეუღლე თქვენთვის. გექნებათ კარგი და ჰარმონიული ურთიერთობა. საღამოს შეიძინეთ საოჯახო წვრილმანი ტექნიკა.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაქვთ შესანიშნავი შანსი გააფართოვოთ და გააძლიეროთ თქვენი საქმიანი კავშირები. მიაღწევთ წარმოუდგენელ შედეგებს, დაიცავით დისციპლინა და დელოდეთ.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

გააკონტროლეთ ემოციები და თავიდან აიცილეთ გაუგებრობები. მეგობრების დახმარებით მოაგვარებთ პრობლემებს და ეს მაქსიმალურად შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას. მორიელებო – საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ და განიტვირთეთ. მიიღეთ მცირე დოზით ალკოჰოლი, დაფიქრდით ცხოვრებაზე და გაანალიზეთ წარსულში დაშვებული შეცდომები, რადგან ხელახლა არ გაიმეოროთ ის.

ფინანსური ჰოროსკოპი

სწრაფად დაეუფლებით ახალ პროფესიას. მიიღებთ შემოსავლებს მოულოდნელად, გაიხსნება ფინანსური კარმა.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღის მეორე ნახევარში მშვილდოსნებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდებათ.  სასიყვარულო შეხვედრები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ. ოჯახის წევრები მხარს დაუჭერენ თქვენს იდეებს, მათი წყალობით შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ. მაქსიმალური შედეგების მისაღწევად ჩაიცვით მოლურჯო ტანისამოსი. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ დაანებეთ სიგარეტს თავი!

ფინანსური ჰოროსკოპი

საქმეში პროფესიონალები თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. მაგრამ, ფინანსების კლება არის მოსალოდნელი, დაფიქრდით ბიუჯეტის კორექციაზე.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებო დაგაინტერესებთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან – ასტროლოგები გირჩევენ, რომ სიტუაციას რეალისტურად შეხედოთ და არ გადაეშვათ ოცნებების მორევში. თქვენ გადაიღალეთ და გჭირდებათ დასვენება, დაჯავშნეთ შაბათ-კვირისთვის ქალაქგარეთ სასტუმრო და დიასვენეთ. კარგი იქნება მთაში, სუფთა ჰაერზე დასვენება – ეს ულევ ენერგიას მოგანიჭებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მენეჯერებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ მათი ბრძანებები შესრულდება ზუსტად და დროულად.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

იქნებით დატვირთულებ და გაგიჭირდებათ სირთულეების გადალახვა. სიყვარულში დაბნეულობა სასოწარკვეთილებას გამოიწვევს, მეორენახევარი არ წავა კომპრომისებზე. თუ მეუღლე დეპრესიაშია, ყველანაირად შეეცადეთ მის დახმარებას. მარტოხელა მერწყულები, იმედგაცრუებულები იქნებიან განვითარებული მოვლენების გამო.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულებო – მოახერხებთ სასერთიფიკატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარე სამყაროსთან.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

ყურადღება არ მიაქციოთ სხვების მოსაზრებებს, იმოქმედეთ თქვენებურად. კარგი იქნება თუ გადაჭერით პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში. მარტოხელა თევზებს, არ მოაკლდებათ ყურადღება საპირისპირო სქესის ადამიანებისგან. წარმატებული დრო იქნება შუადღის 2 საათიდან – საღამოს 7 საათამდე. საუკეთესო შედეგების მისაღწევად ჩაიცვით ლაჟვარდისფერი ტანისამოსი.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დღეა საგადასახადო საკითხების მოსაგვარებლად. ბიზნესში კრახის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ გავლენიანი და შეძლებული მეგობრები. ისინი გვერდში დაგიდგებიან აუცილებლად და დაგეხმარებიან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 24 აგვისტო

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე