ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 25 აგვისტო

დღის განმავლობაში ვერძებს ექნებათ მცირე ენერგია, და ის მიმართული იქნება არა აქტიური გარეგანი მოქმედებებისკენ, პასიურობა და სიფრთხილე გაამართლებს. ამ დროის განმავლობაში სასარგებლოა უსაფრთხოების სისტემების შემოწმება და აუცილებელი დავალებების შესრულება. სასიყვარულო ურთიერთობაში, დღეს ვერძი შეძლებს რთული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც წარსულში გადაიდო ეჭვიანობის გამო. დღეს განხორციელებული ქმედებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში. თუ მარტოხელა ხართ, ნუ ინანებთ თქვენი წარსული წარუმატებლობის გამო.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის საუკეთესო დღე გრძელი მოგზაურობებისა და საქმიანი კორესპონდენციისთვის. მოკლე დროში შეგიძლიათ სესხის აღება პროცენტის გარეშე და საქონლის გადაზიდვისას, შეიძლება მოულოდნელი შეფერხებები მოხდეს გზაზე.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღის პირველ ნახევარში კურო იქნება დაბნეული და მოემატება უყურადღებობა, ვშიშობთ დაკარგავთ კონცენტრაციის უნარს რაც ცუდ შედეგებს გამოიწვევს თქვენს საქმიანობაში. კიდევ ერთხელ დარწმუნდით პარტნიორების საიმედოობაზე ან მათი განზრახვების სერიოზულობაზე, არ გადადოთ საღამოსთვის რთული საქმეები. შეეცადეთ მხარი დაუჭიროთ საყვარელ ადამიანს, სულ მცირე მორალურად მაინც. მარტოხელა კურო წარმატებით მიაღწევს მიზანს, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული იქნება. იშრომეთ და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს, რაც მთავარია ხვალ უკვე დაუბრუნდებით თქვენს თავს და მოგემატებათ ძალები.

ფინანსური ჰოროსკოპი

მოსალოდნელია შეფერხებები თანხის მიღებაში, თქვენს საბანკო ანგარიშებზე.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღის განმავლობაში ტყუპებმა, უმჯობესი იქნება დაიცვან სამუშაო გრაფიკები და ინსტრუქციები. არასასურველია დატოვოთ ოფისი, სამსახური, დაწესებულება, გადადოთ სამედიცინო კვლევა ან ექიმთან ვიზიტი – შედეგები და დიაგნოზი ამ დროს ზუსტია, ყველაფერი მიდის ნაცნობი გეგმის მიხედვით. ტყუპების სასიყვარულო ცხოვრება არ იქნება მრავალფეროვნებითა და ნათელი მოვლენებით სავსე – მიუხედავად ამისა, დღეს მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ამ მოქმედებების სისრულეში მოყვანისთვის. თუ ჯერ არ გწვევიათ სიყვარული, შეეცადეთ თქვენი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ტყუპები არ უნდა მივიდნენ მოლაპარაკებებზე პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან, თქვენთვის რთული იქნება შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რადგან თქვენი კონტრაგენტი მოიქცევა არათანმიმდევრულად და უხეშად – ხშირად შეიცვლის მოსაზრებებსა და პოზიციებს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 25 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღის საათები უზრუნველყოფს კირჩხიბთათვის სიმშვიდეს და ჰარმონიულ ცხოვრებას, გექნებათ ყველაფერი რიგზე და რაც მთავარია მინიმუმადე დაეცემა სანერვიულო. საღამოს კი პირიქით სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და მოსალოდნელია აურზაური, ქაოსი გონებაში ასევე მიიღებთ ახალ ინფორმაციებს. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღეს ბევრმა კირჩხიბმა უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენს საყვარელი ადამიანის ცხოვრებაზე. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, თქვენი პირადი ცხოვრების წესის შესაბამისად, იხელმძღვანელეთ წარმატებული წყვილების საიდუმლოებით.

ფინანსური ჰოროსკოპი

მიმდინარე საქმეებში რთული გახდება კონცენტრირება, იმატებს წარუმატებლობა. არ განახორციელოთ ინვესტიციები, ნუ ჩადებთ ფულს საეჭვო საქმეებში – წარმატებული დღე ელოდებათ კირჩხიბებს, რომლებიც სპეკულაციური ბიზნესით არიან დაკავებულები.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება სერიოზული ფუნდამენტური საქმეების მოგვარება, როგორიცაა სახლის დაზღვევა ან ჯანმრთელობის დაზღვევა. საღამო საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ პეიზაჟები და ოდნავ განიტვირთოთ: გახალისდეთ, გაისეირნოთ, ესაუბროთ. თუ თქვენ დაკარგეთ რწმენა საკუთარი თავის მიმართ, შეეცადეთ გაიგოთ, რომ დადგა დრო შეცვალოთ რაღაც საკუთარ ცხოვრებაში – იქნებ უმჯობესი იყოს დაშორდეთ თქვენს მეორენახევარს და ისე გააგრძელოთ ცხოვრება. დაფიქრდით და ყველაფერი კარგად აწონდაწონეთ, ხოლო მარტოხელა ლომებისთვის კი მოსალოდნელია თავბრუდამხვევი შეხვედრა, რომელიც მას უნებლიედ დაატყდება თავს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ეს დღე საუკეთესო იქნება მათთვის, ვინც ოჯახურ ბიზნესს მიუძღვება – შეეცადეთ არ გამოიყენოთ ტექნიკური სიახლეები და არ განაახლოთ ტექნიკა.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 25 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღის დასაწყისში, ყველაფერი მიდის ქალწულისთვის ნაცნობი სცენარის მიხედვით, რაც მათ განწყობას აუმაღლებს. დადასტურდება მოლოდინები, საღამოს გელით ოჯახური საუბარი ან საყვარელი ადამიანებისგან მიღებული სიახლე. შესაძლებელია, რომ დღეს თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი შეადაროთ თქვენი მეორენახევარი გარშემომყოფებს. თუ შედეგები არ იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი მაინც გირჩევთ, რომ არ იჩქაროთ ნაადრევი დასკვნების გამოტანა. მარტოხელა ქალწულები მზად იქნებიან, რომ რაღაც შეცვალონ თავიანთ ხასიათში. ქალწულს აქვს კარგი დღე აქტიური საქმიანი კონტაქტებისთვის, ინფორმაციის ძიებისა და მოგზაურობისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

სასაქონლო-ფულის ბრუნვა აჩქარდება, საქონელზე და მომსახურებაზე მოთხოვნა უმჯობესდება. ბევრი აქტუალური საკითხი შეიძლება მოგვარდეს თქვენი საქმიანი კონტაქტების გამოყენებით, ეს განსაკუთრებით ეხება იმ საკითხებს, სადაც თქვენ თვითონ არ გაქვთ კომპეტენცია.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება პირადი ან ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვა – ღირს დარწმუნდეთ, რომ არ გადააჭარბებთ უფლებამოსილებას და ფინანსურ ლიმიტს, არ დაარღვევთ საგადასახადო გრაფიკს. არასასურველია შემთხვევითი მოგზაურობები. ნუ შეეცდებით ზედმეტად გააკონტროლოთ სიტუაცია სასიყვარულო ურთიერთობებში – ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს სასწორისთვის საუკეთესო ტაქტიკაა დიპლომატია და პარტნიორის სურვილების წინასწარ განსაზღვრა. თუ ჯერჯერობით მარტოხელა ხართ, არ იჩქაროთ ნაადრევი დასკვნების გამოტანა ურთიერთობებში.

ფინანსური ჰოროსკოპი

რაც უფრო მეტად დაიხარჯებით და იშრომებთ, მით უფრო მაღალი იქნება შემოსავლის დონე. თქვენი ფინანსური კეთილდღეობის მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს შრომის ინტენსიფიკაცია, ამ თვალსაზრისით, ეს დღე ყველაზე მომგებიანი იქნება მუშებისთვის.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დილით მორიელს შეუძლია დაიცვას საკუთარი გეგმები, მიზნები და ჩვევები – მაგრამ არა უსასრულოდ და უკონტროლოდ. ნაცნობი შეზღუდვები ან პასუხისმგებლობები დაწესდება ექსცესების ზღვარზე, საღამოს მთავარი საშიშროება იქნება წვრილმანებზე ნერვიულობა. თუ მიიღეთ ფინანსური ინფორმაცია ან შეთავაზება, ღირს დაზუსტება, თუ რაზეა საუბარი. პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია ამბობს, რომ ზოგიერთ მორიელს შეიძლება ჰქონდეს პარტნიორთან განშორების მცდელობა – მარტოხელა მორიელი მომავალ პარტნიორს უჩვეულო ვითარებაში გაიცნობს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია თქვენს პირად საქმიანობაზე და ინიციატივაზე. მიზანშეწონილია იმოქმედოთ თამამად, მტკიცედ და პასუხისმგებლობის აღებას ნუ მოერიდებით ნებისმიერ საკითხში. მხოლოდ მეთოდურმა და თანმიმდევრულმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსანი დღეს დაიწყებს დუმილით და მარტოობით (სავარაუდოთ იძულებით და აუცილებლობით). კარგი დროა სწავლისთვის, მაგრამ არ არის საუკეთესო დრო შეხვედრებისთვის, ინტერვიუებისთვის ან კონტრაქტების გაფორმებისთვის. მშვილდოსანი დღეს მეორე ნახევართან მშვიდობიან მოლაპარაკებების დაწყებას გვპირდება, თუ მეგობრულ ხასიათზე ხართ შეძლებთ იპოვნოთ ინტერესთა ბალანსი. მარტოხელა მშვილდოსანი ისიამოვნებს დაუვიწყარი რომანტიკული საღამოთი, მიმზიდველ ადამიანთან.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსნისთვის დღეს ხელსაყრელი იქნება მშვიდ გარემოში მუშაობა, წარმატებით განხორციელდება კვლევითი სამუშაოები, ისევე როგორც დისტანციური სამუშაოები სახლიდან.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებმა მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში უნდა მოაგვარონ. დღის მოვლენები შეიძლება არ განვითარდეს ისე, როგორც დაგეგმილი იყო, მოგეწონებათ არასტანდარტული სიტუაციები და მოულოდნელი სიურპრიზები თქვენი საყვარელია ადამიანისგან. მარტოხელებმა არ უნდა იწუწუნოთ, რადგან ყველა პოტენციური პარტნიორი თქვენ მოიშორეთ და დღეს გაცნობილი ადამიანებიც დიდად ვერ გამოირჩევიან სხვებისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ დაკავდეთ საიდუმლო საქმეებით – განსაკუთრებით არაოფიციალურ გამოძიებებთან დაკავშირებით.

ფინანსური ჰოროსკოპი

არასასურველია კერძო შეკვეთების შესრულება, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ფოკუსირება მოახდინეთ გუნდის შემადგენლობაზე მუშაობას. საპროექტო სამუშაოები წარმატებით გაგრძელდება.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დილით, მერწყული გამოირჩევა გამძლეობით: ეს გახდება მათი პროფესიონალიზმის და საიმედოობის დამადასტურებელი. კარგია მონაწილეობა მიიღოთ სამეცნიერო კონფერენციაში, სასწავლო ღონისძიებაში, კვლევებში, სამედიცინო დეტალების განხილვაში ან მომსახურების შეფასებაში. თქვენი მეორენახევრის დამოკიდებულება თქვენდამი შეიცვლება, რაც გამოწვეული იქნება თქვენი უყურადღებობით და ნაკლები სითბოს გამოვლენით. შეეცადეთ იპოვნოთ სიტუაციიდან გამოსავალი, თუ გსურთ თქვენი საყვარელი ადამიანის შენარჩუნება – მაშინ არ დაიშუროთ არც დრო და არც ენერგია, გაახალისოთ და გააბედნიეროთ ის.

ფინანსური ჰოროსკოპი

კონცენტრირება მოახდინეთ იმ აქტივობებზე, რომლითაც თქვენს მიზანს უფრო სწრაფად მიუახლოვდებით. თქვენი არასტანდარტული ქცევა გამართლდება იმ შემთხვევაში, თუ ლიდერის პოზიციაზე ხართ და იმოქმედეთ მკაცრად თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესია ჩაატაროთ გასაუბრება კითხვა-პასუხის ფორმატით, რადგან თავიდან აიცილოთ ზედმეტი პრობლემები. დღეს თევზები საყვარელი ადამიანისთვის ბრძენი მენტორი უნდა გახდეს. სასიყვარულო ურთიერთობებში გექნებათ ჰარმონია და ნუ შეგეშინდებათ თქვენი მეორენახევრის დაკარგვის, მარტოხელა თევზები მიიღებენ საპირისპირო სქესის ადამიანებისგან გამოწვევებს. ხელსაყრელი დღეა პროფესიული განათლების დონის ამაღლებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ ცვლაში მუშაობთ, ყველაზე სტრესული დრო გექნებათ დილით ადრე. ბიზნესი წარმატებულია, იმატებს შემოსავალი – შეგიძლიათ თქვათ, რომ დღევანდელი დღე შედგა.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 25 აგვისტო

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე