ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 25 სექტემბერი

დღეს ვერძს გამძლეობა და გარკვეული უსაფრთხოების წესების ცოდნა დასჭირდება. თქვენ არ უნდა უთხრათ ყველას თქვენი გრძნობების ან პირადი ცხოვრების შესახებ, დაიცავით ღირებული დოკუმენტები და მატერიალური მტკიცებულებები სხვისი თვალისგან. ამ დღეს, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ,თუ რა გრძნობები გაკავშირებთ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს. მარტო ხელა ვერძს გულში ჩაუვარდება, ის ადამიანი რომელსაც ის ყოველდღე ხედავს. საღამო გაატარეთ მშვიდ გარემოში და არავის მისცეწთ უფლება დაარღვიოს თქვენი შინაგანი აურა – უმჯობესი იქნება თუ თავს შეიკავებთ ალკოჰოლის მიღებისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის პირველ ნახევარში არასასურველი იქნება შესყიდვების განხორციელება, ამით შეიძლება ზარალი განიცადოთ. სამსახურებში არ გამოიჩინოთ თავი, დიდად არ დაგიფასდებათ თავდადება.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დილით კურომ უარი არ უნდა თქვას მოლაპარაკებებზე, შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი გამოტოვოთ – ღირს დარწმუნდეთ, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ინფორმაცია არ მოხვდება უცხო ადამიანების ხელში. უმჯობესი იქნება იყოთ პირდაპირები, პირდაპირ უთხარით ადამიანებს თქვენი სათქმელი. არ ენდოთ ყველას ვინც რაიმეს შემოგთავაზებთ. თუ დღევანდელ დღეს, თქვენი მეორე ნახევარი დეპრესიას ან იმედგაცრუებას განიცდის, მაშინ მაქსიმალური ძალისხმევით ეცადეთ, რომ დააწყნაროთ და თავს თქვენს გვერდით მშვიდად აგრძნობინოთ თავი.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის საუკეთესო დღე, უძრავი ქონების ან მასთან დაკავშირებული სარემონტო მასალების შესასყიდად. თქვენ ფულის დაკარგვის რისკი გაქვთ, მაგალითად, არასაჭირო ან დეფექტური მასალების ყიდვა.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე არ დაგეგმოთ გასართობად ან დასასვენებლად, ფიზიკურად ვერ მოახერხებთ ამას. დღევანდელი დღე იქნება ქაოტური და გექნებათ ბევრი საქმე. კომუნიკაციისთვის უმჯობესია აირჩიოთ დღის პირველი ნახევარი. მეორე ნახევართან დაკავშირებით, თქვენ მოგიწევთ ფიქრი თუ როგორია იდალური და ჰარმონიული ურთიერთობა და როგორ მიიღწევა ის. ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ სიტუაციას უფრო რეალისტურად შეხედოთ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ენდეთ თქვენს ინტუიციას, პოტენციური პარტნიორის ძებნაში. საღამოს განიტვირთეთ მეგობრებთან ერთად. არ ეწვიოთ აუტო სახელოსნოებს, გადადეთ შემდეგი დღისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპებისთვის უკეთესი იქნება, რომ დღის პირველ ნახევარში არ დაწერონ საშვებულებო თარიღები. დღის მეორე ნახევარი კარგად ჩაივლის ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც მიმართულია საქმიანი პარტნიორობის გაძლიერებისკენ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 25 სექტემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

ზოგიერთ კირჩხიბს გავლენიანი პირები ან დიდსულოვანი პარტნიორები დახმარებას გაუწევენ. იღბლიანი დამთხვევის წყალობით, თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო საუბარი. დღეს, თქვენ არ უნდა ინერვიულოთ ბავშვების უსაფრთხოებაზე, ბავშვები დაგიჯერებენ მაქსიმალურად. შესაძლებელია, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში მრავალი კირჩხიბის გონება და სული ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. შეეცადეთ არ დაიკარგოთ აზროვნებაში და დაეყრდნოთ თქვენი გულის ხმას. მარტოხელა კირჩხიბები მიხვდებიან, რომ მარტო ყოფნა არც თუ ისე ცუდია, რადგან გულს არავინ გატკენთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით, ვარსკვლავები არ ურჩევენ კირჩხიბებს არაოფიციალური შეკვეთების მიღებას. ასეთი დამატებითი სამუშაო შეიძლება იყოს წამგებიანი ან შეიძლება გამოიწვიოს ზარალი. დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ პოტენციური მომხმარებლები, გადახდისუნარიანობაზე და მიიღეთ სრული თანხა, რაც მომხმარებლებს უნდა გადაეხადათ. უმუშევარი კირჩხიბებისთვის სამუშაოს შემოთავაზება გამოჩნდება. შუადღე ხელს შეუწყობს ოფიციალურ დასაქმებას.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღის პირველი ნახევარი, აუცილებლად დაუთმეთ პირად კონტაქტებს. მოაგვარეთ საკუთარი საქმეები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარეთ სხვებს, საკითხების მოგვარებაში. სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება განიხილოთ საყოფაცხოვრებო ან ოფისის დეტალები, შეცვალეთ ან გაანახლეთ ავეჯი და ტექნიკა. ასევე დღევანდელ დღეს, მიზანშეწონილი იქნება რემონტის გაკეთება. თუ რაიმე გაწუხებთ, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს. შესაფერისი დროა საარქივო ჩანაწერების შესასწავლად, სოლიტარული კვლევების შესასრულებლად და ბიზნესის გასაფართოებლად. მეორე ნახევართან მიმართებაში, შეიძლება ჩამოგიყალიბდეთ ეჭვები. ნუ იქნებით ეჭვიანები რადგან ეს ყველაფერი უსაფუძვლო იქნება, ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ეს ეჭვები გამოწვეული იქნება თქვენი გადაღლილობისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით თავი შეიკავეთ ბიზნეს გეგმების შედგენისგან. ასევე არ არის საუკეთესო დრო შეხვედრებისთვის და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ შუადღეს, კარგად გაართმევთ თავს ნებისმიერი სახის შემოქმედებით საქმიანობას. თქვენი ინიციატივების განვითარება შესაძლებელია, თუ საკმარისად ენერგიულად მოქმედებთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 25 სექტემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ქალწულები მზად არიან ჩაერთონ თავიანთი ინტერესის საკითხში. დღევანდელი დღე, დაგეხმარებათ გონებრივი და ემოციური კონცენტრაციის შენარჩუნებისთვის, საშუალებას გაძლევთ ინტუიციურად იპოვოთ სიმართლე და წაიკითხოთ სხვა ადამიანის ქვეცნობიერი. ახალი აღმოჩენებისთვის საუკეთესო დღეა. შენს გრძნობებს დღეს საფუძვლიანად დალაგება დასჭირდება. მარტოხელა ქალწულებს, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოძებნოთ სულიერი მეგობარი – ვინ იცის იქნებ სასიყვარულოშიც გადაიზარდოს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ნურაფერს ნუ დაუმალავთ უფროსებს სამსახურში, იმუშავეთ კოლეგებთან შეთანხმებულად. რადგანა არსებობს რისკი იმის, რომ გაებათ მახეში. ყველა თქვენი საიდუმლო გახდება აშკარა და ეს შეიძლება იქცეს პრობლემად თქვენთვის. შუადღე ხელს უწყობს ოჯახურ ბიზნესსა და სახლში მუშაობას. ასევე კარგი დროა სამშენებლო ბიზნესში მომუშავე ლომებისთვის.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს სასწორს სჭირდება ფინანსური საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება, რადგან შეიძლება დარჩეთ ნულზე. ნუ გაფლანგავთ ფულს ჰაერში. დღის პირველი ნახევარი უფრო წარმატებულია (განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მედიკამენტებს ან საყოფაცხოვრებო საქონელს). მეორე ნახევართან დაკავშირებით, ეცადეთ პირველ რიგში გაერკვეთ თქვენი პარტნიორის გრძნობებში. მარტოხელა სასწორს აქვს შანსი, რომ შეუყვარდეს ადამიანი საკუთარ თავზე მეტად – საღამო სახლში გაატარეთ. . .

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის პირველი ნახევარი შეიძლება გართულებებთან იყოს დაკავშირებული მათთვის, ვინც გაიარა პროფესიული გადამზადება ან ვისაც უწევს გაიაროს გამოცდები და ტესტები. ასევე რთული დღე იქნება მეწარმეებისთვის. შუადღე ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისა და სავაჭრო გარიგებებისთვის.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მორიელები თავხედურად იქნებიან განწყობილნი ხალხის მიმართ, შეძლებენ სხვისი აზრების წაკითხვას, დამაშინებელი სიზუსტით. დღის პირველი ნახევარი კარგია კომუნიკაციისთვის, კვლევისთვის, შესწავლისთვის, ლიტერატურულ საკითხებზე მუშაობისთვის. სასარგებლოა ჩანახატების გაკეთება – ასევე, ეს კარგი დროა ძველი ჩანაწერებისა და დოკუმენტების შესასწავლად: თქვენ შეიძლება ნახოთ რაიმე ღირებული – მაგალითად, იპოვოთ მტკიცებულებები თქვენს სასარგებლოდ. სასიყვარულო ურთიერთობებში მორიელი არ იქნება ოპტიმისტური განწყობით. ვარსკვლავები გვირჩევენ, გახსოვდეთ, რომ თქვენი გრძნობები ურთიერთდაკავშირებულია და პესიმიზმის საფუძველი არ არსებობს. თუ თქვენ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ეცადეთ თქვენი ბიზნეს პარტნიორის ყურადღება მიიპყროთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის პირველი ნახევარი არ იქნება კარგი რეფორმებისთვის. მაგალითად, პერსონალის ცვლილებებზე, სამუშაო გრაფიკში ცვლილებებზე და ა.შ. ამავე დროს, შუადღე აღმოჩნდება ხელსაყრელი დასახული მიზნების მისაღწევად. კარგი დროა, დაუკავშირდეთ თქვენს ზემდგომებს – შეგიძლიათ მიიღოთ მხარდაჭერა ზოგიერთი თქვენი ინიციატივისთვის.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესი იქნება იმუშაოთ იქ, სადაც კონცენტრირება შეგიძლიათ მაგ: სახლში ან ბუნებაში. დღეს კარგია მედიტაცია, ფულის გადახარისხება, თავდაცვის სისტემის შემოწმება, დანარჩენი სამუშაოს შეფასება და დავალიანების დაანგარიშება. სასიყვარულო ურთიერთობებში, დღეს თქვენთვის რთული იქნება თქვენი მეორე ნახევრის ზოგიერთი ქმედების გაგება. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, ლოგიკას არ მიმართოთ. შეეცადეთ იგრძნოთ ნამდვილი მიზეზი თქვენს გულში.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენ შეძლებთ კვალიფიკაციის ამაღლებას.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თხის რქებს, სწორი დამოკიდებულება სჭირდებათ ცხოვრებისადმი – დღევანდელ დღეს, შეიძლება ყურადება გაამახვილოთ არასწორ მიმართულებებზე. საქმეებში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, თქვენი ძველი ნიჭი, კავშირები და უნარები. სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით იმპულსურები და სპონტანურები. თუ თხის რქებს აქვთ მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო სამუშაო, რომელიც დაგეგმილია ამ დღისთვის, მაშინ უმჯობესია გადადოთ იგი შუადღემდე – საღამო სიურპრიზებს გპირდებათ, იყავით სპონტანურები.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით არ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები, არ განახორციელოთ ფინანსური ოპერაციები. კოლეგებთან ურთიერთობა დღის ბოლოს გაგიუმჯობესდებათ.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დარჩით ჩრდილში და მართეთ იქიდან მოვლენები. არ არის საუკეთესო დრო თვითრეკლამაზე, ახალი ნაცნობებისთვის და ბიზნესის გასაფართოებლად. წარსული დამსახურებებით, მოგემატებათ ანაზღაურება. დილა შესაფერისია საიდუმლო შეხვედრებისთვის და ექიმთან პირადი კონსულტაციისთვის. დღეს საყვარელ ადამიანთან დიდი დროის გატარება მოგიწევთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნეს საკითხები, დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. შუადღე გაგიხსნით ახალ პერსპექტივებს. კარგია პარტნიორებთან მოლაპარაკება და გეგმების დალაგება.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

მოსალოდნელია პროგრესი უმაღლესი განათლების, სამეცნიერო მუშაობის, სულიერი ცხოვრების გზით. დღეს, ვარსკვლავები ურჩევენ თევზებს არ დარჩნენ სახლში. თავისუფალი დრო, აქტიურად გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. თუ მარტოხელა ხართ, წადით გასართობად და იქ გექნებათ ამაღელვებელი შეხვედრა საპირისპირო სქესთთან. ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ დილით სერიოზული საკითხების მოგვარებისგან, ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ გექნებათ მრავალი სირთულე და დაბრკოლება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი იქნება მიმდინარე სამუშაოებისთვის. იქნება მომგებიანი სპეკულაციური ბიზნესი. ასევე შესაძლებელია მიიღოთ ნაცნობისგან დამხარება, ფინანსური სახით.

ბლოგი

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 25 სექტემბერი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე