ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 26 აგვისტო

ჯობია დაისვენოთ, დღეს სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ. უცხო ადამიანების მიმართ მიზიდულობა გაიზრდება, ამიტომ არ ენდოთ ყველას და ნუ წამოიწყებთ მათთან ბიზნეს საქმიანობას. შეყვარებულთან ყველაფერი კარგად გექნებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის მეორე ნახევარში რეკომენდირებულია ეკონომიის გაკეთება – მოუფრთხილდით ფულად სახსრებს. შეიძლება ფინანსური რესურსების ნაკლებობა განიცადოთ.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

არ არის საუკეთესო დრო გეგმების და იდეების გაზიარებისთვის, ნებისმიერი იდეა საიდუმლოთ დაიტოვეთ. აღმოაჩენთ ადამიანს, ვისთანაც იგრძნობთ სულიერ სიმშვიდეს. სიყვარულში გექნებათ რთული დღე, საყვარელი ადამიანი გამოამჟღავნებს ეგოიზმს. მარტოხელა კუროებმა მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ასტროლოგები კუროს ურჩევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დილისთვის დაგეგმონ. დღის მეორე ნახევარი შეიძლება ასოცირდეს გაზრდილ წინააღმდეგობებთან.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ტყუპები რომანტიკოსები იქნებიან. მეუღლეებთან ურთიერთობაში გაგიმართლებთ, კვირა იქნება მნიშვნელოვანი თქვენი ურთიერთობებისთვის. დღევანდელი დღე შეგიქმნით ახალ წარმოდგენებს ცხოვრებაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს შეიძლება გაგიჭირდეთ საქმის შესრულება. მოუფრთხილდით ფულად სახსრებს, ნუ გაფლანგავთ ფულს უაზროდ! დღეს გაფლანგული ფული თავს იჩენს მომავალში.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 26 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კირჩხიბი დღეს იქნება ზედმეტად კომუნიკაბელური. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენი პარტნიორის ინტერესებით იხელმძღვანელებთ. კარგი დღეა განტვირთვისთვის, გამოიყენეთ ეს დღე დასასვენებლად, მართალია ორშაბათია მაგრამ უმჯობესი იქნება დასვენება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები და მეხსიერება შესანიშნავ ფორმაში იქნება და რთული მასალის ათვისება არ გაგიჭირდებათ. თქვენ არ უნდა წამოიწყოთ ახალი საქმიანობა.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს იქნება მძიმე დღე სამსახურში. საყვარელი ადამიანი ვერ გაგიგებთ, ორივე სხვადასხვა ტალღაზე იქნებით. საღამოს დალიეთ მსუბუქად და განიტვირთეთ. მარტოხელა ლომები ყველაფერს გააკეთებენ მიზნის მისაღწევად.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია. შუადღე არახელსაყრელია უფროსებთან კონტაქტისთვის.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 26 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს დღეს კარგი იქნება ცოდნის მიღება, გაიარეთ ონლაინ კურსები და აიღეთ სერთიფიკატები. საღამოს მოინახულეთ ნათესავები, ოჯახის წევრები და მოეფერეთ მათ. მარტოხელა ქალწულებო იქნებით ყურადღების ეპიცენტრში. სამსახურში შეგაქებენ ან დაგაწინაურებენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე არახელსაყრელია შეხვედრებისთვის. ფინანსური ზარალის ასარიდებლად გამოიყენეთ გავლენიანი მეგობრები. სამსახურში გელით დაწინაურება.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ეს დღე გიბოძებთ. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ, ეს დაგემხარებათ დამშვიდებაში. საუკეთესო დღეა ოჯახურ გარემოში ყოფნისთვის. გაამახვილეთ ყურადღება ბავშვებზე, ეთამაშეთ მათ და აუსრულეთ სურვილები.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი პროფესიული უნარები. კოლეგებთან ურთიერთობა კარგად განვითარდება. დღის ბოლოს თავი შეიკავეთ ფულის ხარჯვისგან. არ არის საუკეთესო დრო სესხის ასაღებად.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

საქმიანობებში დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს. მაგრამ დღეს უმჯობესია, რომ დაისვენოთ და მოწყდეთ ყოველდღიურ რუტინას. საყვარელი ადამიანი გამოხატავს თქვენდამი ულევ სიყვარულს. კარგი დღეა ძველი მეგობრების მოსანახულებლად. მარტოხელა მორიელებმა ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციის სტილს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის მეორე ნახევარი არახელსაყრელია ბიზნეს ინიციატივების გამოვლენისთვის. უმჯობესია თავი შეიკავოთ უფროსებთან კონტაქტისგან, თუ ეს არ არის აუცილებელი.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ პირად ცხოვრებაში შეიტანთ ცვლილებებს. მეუღლეზე ეჭვიანობის შემთხვევაში ნუ დაუსვამთ მას პირდაპირ კითხვებს, გამოიძიეთ ყველაფერი შემოვლითი გზებით. გადადგით დაფიქრებული ნაბიჯები. სამსახურში გამოამჟღავნეთ ინიციატივები.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე შეიძლება ასოცირდეს სამუშაოზე დაბრკოლებების გაზრდასთან. ფრთხილად იყავით კომპიუტერების გამოყენებისას.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

შეყვარებული თხის რქებისთვის დღე საინტერესოდ დაიწყება. გაიხსენეთ წარსული და არ დაუშვათ იგივე შეცდომები. თუ დაშორებული ხართ შეყვარებულთან, გაიგეთ რა იყო ამის რეალური მიზეზი და შეურიგდით მას. კარგი იქნება, რომ მეტი დრო დაუთმოთ პიროვნულ განვითარებას და უნარების გაუმჯობესებას.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის დასაწყისში საშუალება გექნებათ წარმატებით გადაწყვიტოთ ბიზნეს თანამშრომლობის საკითხები. თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ შეხვედრები, კონსულტაციები, დადოთ გარიგებები, იმუშაოთ დოკუმენტებთან – ყველა ეს საკითხი მოგვარდება უპრობლემოდ. დღის მეორე ნახევარი არ არის რეკომენდებული კოლექტიური საქმიანობისთვის.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მერწყულებო, დასვენება თქვენთვის სასარგებლო იქნება – ორშაბათი მძიმე დღეა მაგრამ შეეცადეთ მოდუნდეთ. დეპრესიიდან გამოსასვლელად დაკავდით სპორტით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეუღლე გამოავლენს ულევ სითბოს თქვენს მიმართ. საუკეთესო დღეა ოჯახურ გარემოში ყოფნისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულისთვის დღის პირველი ნახევარი კარგად წარიმართება. შეგიძლიათ იქირაოთ ობიექტი და დაიწყოთ ახალი ბიზნესი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადება კარგად წარიმართება. დღის ბოლოს შეეცადეთ არ დაძაბოთ თქვენი უფროსები. არ მოგაკლდებათ ფინანსები.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

შეყვარებული თევზებისთვის დღევანდელი დღე ჰარმონიული იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში, ჩხუბების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მარტოხელა თევზებისთვის, საუკეთესო დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. საუკეთესო დღეა ბავშვებთან ურთიერთობის დასამყარებლად – წაიყვანეთ ისინი გასართობ ცენტრში, თუნდაც პარკში და ისეირნეთ. არ ჩაიცვათ მუქი ლურჯი, ეს თქვენს აურას დაარღვევს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დრის განმავლობაში მიიღებთ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში. დღის მეორე ნახევარი შეიძლება ასოცირდეს საქმიანი შეხვედრის ჩაშლასთან, რომელზეც წინა დღეს შეთანხმდით.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 26 აგვისტო

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე