ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 26 აგვისტო

დღეს ვერძი დაბნეულობის პიკს მიაღწევს, ეს განსაკუთრებით შეეხება იმ ვერძებს, რომლებიც პარალელურად ორ რამეს შეეჭიდებიან. დღეს მოგიწევთ, საყვარელ ადამიანს დაუმტკიცოთ თქვენი გადადგმული ნაბიჯების სისწორე, ნუ გაბრაზდებით თუ შედეგს მალევე ვერ მიაღწევთ – საბოლოო ჯამში, მეორე ნახევარი აღიარებს, რომ მართალი ხარ. მარტოხელა ვერძს ექნება კარგი შესაძლებლობები მოხიბლოს მისთვის შესაფერისი კანდიდატი. საღამოს კარგი იქნება საყიდლებზე წასვლა, იყიდეთ ყველაფერი რაც გსურთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები ვერძებს ურჩევენ გაუმკლავდნენ გრძელვადიან პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ იურიდიულ დოკუმენტებს. ონლაინ მაღაზიებში შოპინგი წარმატებული იქნება – შეიძლება შეიძინოთ საქონელი დიდი ფასდაკლებით.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღესდღეობით ვარსკვლავები კურსს ურჩევენ, რომ არ იყვნენ ყურადღების ცენტრში – წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაუშვებთ შეცდომებს, რომლის გამოსწორება არც თუ ისე მარტივი იქნება. კარგი დროა ვარჯიშისთვის, დაკავდით აქტიური სპორტით. თქვენს მეორენახევართან სიყვარულში გექნებათ სრული იდილია, საღამოს მოგიწევთ მიიღოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება – თუ კარგად გაართმევთ თავს, მაშინ ეს მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ურთიერთობას უკეთესობისკენ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, შეეცადეთ კონტაქტი დაამყაროთ ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ და აკვირდებით.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის დასაწყისში მიმდინარე საქმეები კარგად წარიმართება, მიზანშეწონილი იქნება დაგეგმოთ თქვენი საქმეები პრიორიტეტების გათვალისწინებით. დღის დანარჩენ ნაწილში კარგი იქნება საქმიანი შეხვედრებით დაკავება, ერთობლივი გეგმების განხილვა, მოლაპარაკება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

არ არის საუკეთესო დღე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის, ასევე კონკურენციისთვის: თქვენს მოწინააღმდეგეს უფრო გაუმართლებს, ვიდრე თქვენ. სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, შეძლებთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მარტოხელა ტყუპს შეუძლია ძველი ურთიერთობების აღდგენა, თქვენ დღეს შეძლებთ ყველაფერს რასაც მოისურვებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის დასაწყისში ტყუპებს კარგი დრო ექნებათ დაუკავშირდნენ ბიზნეს პარტნიორებს და განიხილონ მათთან ახალი იდეები.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 26 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კირჩხიბები ყურადღებით უნდა იყვნენ, განსაკუთრებით რუტინულ სამუშაოებში, სამედიცინო პროცედურებში, შინაური ცხოველების მოვლისას, კოლეგებთან, კლიენტებთან და უცხოელებთან კომუნიკაციისას. დღეს კარგად გააზრებული გეგმა არის თქვენი პირადი ცხოვრების წარმატების გასაღები, საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ კულტურულ ღონისძიებაზე წასვლა – ეს გააუმჯობესებს ორივეს განწყობას, რაც დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობაზე. მარტოხელებმა არ თქვათ მაცდურ წინადადებაზე უარი. დღეს თქვენ საქმიანობებში მაქსიმალურად გამოიყენებთ თქვენს ნიჭს და შესაძლებლობებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შესანიშნავი დროა თქვენი პროფესიული ცოდნის გასაუმჯობესებლად, კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენს პროფესიაში. თქვენ შეძლებთ შედარებით მარტივად იპოვნოთ სწორი პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე დაეხმარება ლომს, ფიზიკური და ინტელექტუალური ფორმის შენარჩუნებაში. საშუალება გექნებათ შეიმუშაოთ სასარგებლო უნარები, რაც უფრო აქტიური იქნებით მით უფრო მეტს მიაღწევთ. სასიყვარულო ურთიერთობებში თუ ატყობთ, რომ აღარ გაქვთ ის გრძნობა რაც ადრე გაკავშირებდათ თქვენს მეორე ნახევართან და თქვენს ერთობლივ მომავალსაც ბუნდოვნად ხედავთ, მაშინ უმჯობესი იქნება დაუყონებლივ დაილაპარაკოთ და გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი. მარტოხელები გაერკვევიან, თუ როგორ უნდა მიიპყრონ საპირისპირო სქესის ყურადღება.

ფინანსური ჰოროსკოპი

სასარგებლო იქნება ნათესავებთან თანამშრომლობა.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 26 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

გამოიყენეთ ეს დღე საქმიანი ვიზიტებისთვის და შეთანხმებების მისაღწევად ბიზნეს საკითხებში. დღეს საყვარელი ადამიანი მიხვდება, რომ თქვენი მოთხოვნილებები და მოლოდინები სწრაფად იზრდება – თუ ამ მომენტში პარტნიორი ვერ შეძლებს თქვენს დაკმაყოფილებას, ასწავლეთ თუ როგორ გააკეთოთ ეს. მარტოხელა ქალწულები მიხვდებიან, რომ ეს ბოლო შანსია და უნდა დაემორჩილონ ბედს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვაჭრობაში სასაქონლო-ფულის ბრუნვის ტემპი გაიზრდება, მოსალოდნელია დაწინაურება და ხელფასის მატება – ასევე წარმატება ელით სახლიდან ონლაინ მომუშავე ქალწულებს, რომლებიც მიიღებენ დიდ შეკვეთებს.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორი დღეს მოგზაურობისთვის უფრო ფრთხილად უნდა მოემზადოს ისე, რომ არ დაავიწყდეს საჭირო წვრილმანები. ვარსკვლავები დღეს სასწორებს ურჩევენ, რომ იყვნენ განსაკუთრებულად ყურადღებით სასიყვარულო ურთიერთობებში – დაუთმეთ დრო თქვენს მეორე ნახევარს და დაეხმარეთ მას პრობლემების გადაჭრაში. მარტოხელა სასწორი მიაღწევს საკუთარ მიზნებს, მხოლოდ მონდომებაა საჭირო – არ შეგეშინდეთ გამოწვევების. საქმიანობაში ორიენტირებული იყავით იმ ტიპის სამუშაოზე, რომელიც მოგცემთ ყველაზე მეტ ფინანსურ შემოსავალს. საღამო მეგობრულ გარემოში გაატარეთ, მიიღეთ მცირე დოზით ალკოჰოლი მოეშვით და განიტვირთეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ფული იქნება თქვენი მოქმედების მიზანი და მთავარი მამოტივებელი ძალა . კარგია ონლაინ საქმიანობით დაკავება – წარმატებულები იქნებიან ვებმასტერები, მარკეტერები, სოც.მედიის მუშაკები და სხვა. . .

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მორიელებო ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებში, არ განახორციელოთ ინვესტიციები საეჭვო საქმიანობებში – არ დაკავდეთ სპეკულაციური ბიზნესით და ნუ აიღებთ სესხს უცხოურ ვალუტაში. სასიყვარულო ურთიერთობებში მორიელებს სერიოზული პრობლემები ელოდება, ვარსკვლავები გირჩევენ გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. არ გამოიტანოთ ნაადრევი დასკვნები – თქვენი ურთიერთობის გადარჩენა არის შესაძლებელი, გამოსავალი მხოლოდ თქვენ ორმა უნდა იპოვნოთ. მარტოხელა მორიელებო დღეს სასიყვარულო ურთიერთობებში იქნებით უიღბლონი, ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ თავზე და თქვენს შეცდომებზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაუშვათ თქვენი საქმეები თქვენი პირადი კონტროლიდან. ინდივიდუალური მეწარმეები და თვითდასაქმებულები წარმატებით იმუშავებენ.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მშვილდოსანი იქნება ენერგიული და მოტივირებული, მაგრამ არა ძალიან პროდუქტიული. არსებობს შეცდომების, გაუგებრობის, პარტნიორთან უთანხმოების რისკი – დაიცავით დისციპლინა და იმუშავეთ გრაფიკის მიხედვით, ნუ ენდობით ყველას. რაც ხდება თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის, დატოვეთ საიდუმლოთ – არ მოახდინოთ თქვენი ურთიერთობების აფიშირება, წინააღმდეგ შემთხვევაში რთულ ვითარებაში აღმოჩნდებით. თუ ჯერ კიდევ არ გყავთ მეორენახევარი და ცდილობთ, რომ ვინმეს თავი შეაყვაროთ – მაშინ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ ეტაპზე უმჯობესია დატკბეთ თავისუფლებით და ნამდვილი სიყვარული თავისით გეწვევათ საჭირო დროს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის პირველ ნახევარში, ტიპურ მშვილდოსნებს წარმატებით შეეძლებათ იმუშაონ გუნდთან და კოლეგებთან ერთად – ერთობლივი ამოცანების გადაჭრაში.. წარმატებებს მიაღწევთ სპეკულაციურ ბიზნეს საქმიანობებში.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესია ჩვეულებრივ ბიზნესი წამოიწყოთ ინფორმაციის გარკვევით, მათ შორის მეორადი წყაროების შესწავლით. თქვენ შეიძლება მიგიზიდოთ ისეთმა თემებმა, როგორიცაა ფილოსოფია, მედიცინა, ტურიზმი, განათლება, ველური ბუნება, უცხო ენა და კულტურა. ზოგიერთი თხის რქისათვის სრული სიურპრიზი იქნება ყოფილი პარტნიორის მხრიდან სიყვარულის გამოცხადება – შეეცადეთ მიიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება. მარტოხელა თხის რქები იგრძნობენ თავდაჯერებულობის გაზრდას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

ფინანსური ჰოროსკოპი

გააცნობიერებთ, რომ წინა გეგმები არარეალისტური იყო და მათი განხორციელება შეუძლებელი იქნება. ასევე თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაამარტივოთ თქვენი მიზნის მიღწევის გზა – გამოეყავით ყოველდღიურ რუტინას და იმოქმედეთ არათანმიმდევრულად. მოსალოდნელია მოულოდნელი დაწინაურება და ხელფასის მატება სამუშაო სექტორში.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მერწყული ინარჩუნებს ცნობისმოყვარეობასა და საზრიანობას, ამან შეიძლება გაზარდოს ლტოლვა რაიმე ინოვაციური გამოგონებისთვის. შეიქმნება სათანადო ატმოსფერო – საარქივო მასალების შესწავლის, სამეცნიერო ნაშრომების განხილვის და ინოვაციური პროექტების შესწავლისთვის. მერწყულები დღეს მეორენახევართან ერთად სერიოზულად იფიქრებენ მომავალზე – თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს ისაა ვინც თქვენ გიყვართ, უმჯობესი იქნება არ შექმნათ ილუზიები და დაუყონებლივ მიიღოთ გადაწყვეტილება დაშორების შესახებ. მარტოხელა მერწყულები დააფასებენ ახალ გაცნობილის მცდელობებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულებს საშუალება ექნებათ აჩვენონ თავიანთი ორგანიზაციული უნარები. დღეს კომპანიების მფლობელები და ხელმძღვანელები წარმოუდგენელ მოგებას მიიღებენ. ქცევის ყველაზე წარმატებული სტილი იქნება გამბედაობა, ზეწოლა და უკომპრომისო დამოკიდებულება.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, რომ არ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება არაფერზე – უმჯობესია გამოიყენოთ ეს დღე თქვენი ჰორიზონტის გასაფართოებლად. ამ დღის ასტროლოგიური გავლენა ზოგიერთ თევზს აიძულებს შეინარჩუნოს მხიარული და პოზიტიური დამოკიდებულება მეორენახევართან. ეს დაგეხმარებათ გადალახოთ ზოგიერთ წინააღმდეგობა თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში – თუ ახლა მარტო ხართ, ნუ იქნებით ორაზროვანი თქვენს საქციელში.

ფინანსური ჰოროსკოპი

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადვოკატებს. ქონებრივი დავები წარმატებით წყდება – შესაძლებელია მეგობრული შეთანხმების მიღწევა.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 26 აგვისტო

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე