ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 27 სექტემბერი

ვერძებს, ვარსკვლავები გაფრთხილებენ დავის ან კონფლიქტის შესაძლებლობის შესახებ. არ მოიქცეთ აგრესიულად, აკონტროლეთ თქვენი გრძნობები. დღევანდელი დღე, საუკეთესო იქნება საქმიანი შეხვედრებისთვის. თქვენ თქვენს გაზრდილ ინტელექტს და პოტენციალს გააცნობიერებთ, შეძლებთ შეეჭიდოთ ნებისმიერ რთულ საქმეს ან წამოწყებას. დღევანდელი დღე, ასევე კარგია საქმიანი შეხვედრებისთვის, აქტუალური საკითხების განხილვისთვის. თქვენ შეძლებთ მრავალი საქმის მოგვარებას არსებული საქმიანი კავშირების გამოყენებით. საკმარისი იქნება, რომ ერთ ადამიანს დაურეკოთ ტელეფონზე და საქმეც მოგვარებული იქნება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ვერძებს აშკარად უმართლებთ, მოსალოდნელია დაწინაურება ან პრემია სამსახურში. ნუ გადადებთ საქმეებს ხვალისთვის, მაქსიმალურად იმუშავეთ დღეს. გაქვთ შესაძლებლობა, რომ ყველაზე ხელ ჩაქნეული საქმეებიდანაც რაღაც კარგი გამოიყვანოთ, ვარსკვლავები თქვენსკენ არიან.

ჰოროსკოპის გამოწერა

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

ამ დღეს აურზაური და ნერვიულობა უშედეგოა, მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს ჯანმრთელობას. გართულებები გელით ბიზნესში. თუ გსურთ ვინმესთან თანამშრომლობა ან ურთიერთობა, პირველ რიგში უნდა მოუსმინოთ მათ. დღე საუკეთესოა, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისთვის. თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ, რაიმის დაძალების მცდელობა, შეიძლება მწვავე კონფლიქტით დასრულდეს. მარტოხელა კუროებო, დატკბით თავისუფლებით, თავი შეიკავეთ სასიყვარულო ურთიერთობებისგან. უმჯობესი იქნება თუ განტვირთვის მიზნით ნახავთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ან მეგობარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, თქვენ შეძლებთ გაზარდოთ შრომის პროდუქტიულობა და შემოსავლების დონე. დღევანდელი დღე, უფრო იმ კუროებისთვის იქნება კარგი, ვინც დასაქმებულია და უჭირავს შედარებით დაბალი პოზიცია კომპანიაში. ამ შემთხვევაში გელით დაწინაურება და მოგეცემათ მეტად მაღალანაზღაურებადი და საინტერესო სამუშაო.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს, ტყუპების ნებისმიერი იდეა არც თუ ისე ცუდი იქნება, მაგრამ გარემოებები გაართულებს თქვენი იდეების განხორციელებას. პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია იმაზე მეტყველებს, რომ ტყუპებს შესაძლოა ცდუნება ჰქონდეთ, წამოიწყონ სამსახურში რომანი. არ არის გამორიცხული, რომ ამით ისინი ცდილობდნენ თქვენ გაგრიონ უცხო და საეჭვო ინტრიგებში. თუ თქვენ სიყვარულის ძიებაში ხართ, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ შემთხვევითი გაცნობები.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპები უნდა იყვნენ სკეპტიკურად განწყობილნი თავიანთი უფროსების დაპირებების მიმართ. საქმეში ვარსკვლავები გთხოვენ, რომ გაეყრდნოთ მხოლოდ თქვენს გამოცდილებას და საკუთარ თავს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 27 სექტემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

ამ ნიშნის წარმომადგენლებს, დღეს პრობლემები ექნებათ. ვარსკვლავები თქვენგან, დიპლომატიის გაზრდას მოელიან. მოსალოდნელია ჩხუბები,კამათი და დაშორება. უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებთ იმ აგრესიისგან რაც თქვენში ამდენ ხანს ილექებოდა. გაგიჭირდებათ ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება. თუ თქვენ ჯერ კიდევ მარტო ხართ, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ პარტნიორთან, თქვენს თავზე საუბარი და თქვენი ქცევების გამოვლენა. საუკეთესო დღეა განათლების მისაღებად, აიღეთ წიგნი და იკითხეთ მანამ სანამ არ მოგბეზრდებათ, განტვირთვისთვის დღეს საუკეთესო გამოსავალია. არ შეიძინოთ ტექნიკა, და არ დაკავდეთ საეჭვო საქმიანობით. ხვალიდან კირჩხიბებს ყველაფერი დაგილაგდებათ. დაგეგმეთ თქვენი მომავალი, თუ აპირებდით სამოგზაუროდ წასვლას, იყიდეთ ბილეთები დღესვე.

ფინანსური ჰოროსკოპი

ის კირჩხიბები, როლებიც წარმატებას მიაღწევენ ბიზნესში, იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ერთ პოზიციაზე, ერთ კომპანიაში მუშაობენ რამოდენიმე წელია.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ლომისთვის მნიშვნელოვანია, რომ იპოვოს (ან შექმნას) კომფორტის და ჰარმონიის კუნძული საკუთარი თავისთვის. დღეს აიცილებთ თავიდან ყველანაირ დაძაბულობას, მინიმუმამდე დაიყვანეთ საჩხუბარი სიტუაციები. დღევანდელ დღეს საუკეთესო იქნება მოგზაურობა, თუ გადაწყვეტთ მოგზაურობას მაშინ უკეთესად მოემზადეთ, რომ არ დაგრჩეთ არაფერი. საყვარელი ადამიანი ,დღეს იმედგაცრუებას არ მოგიტანთ, პირიქით ის გაგამხიარულებთ ყველანაირად და გვერდში დაგიდგებათ. ასევე თქვენი მეორე ნახევარი სრულად დააფასებს თქვენს დამსახურებებს. თუ თქვენ მარტოხელა ხართ, თქვენს ყოფილ სიყვარულს თქვენს შესახებ ბევრი დადებითი რამ გაახსენდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტიპიური ლომები ბევრად უფრო წარმატებული იქნებიან კონტრაქტებთან, მივლინებებში და ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებში. იზრდება კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი პრობლემების გადაჭრაში.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 27 სექტემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ქალწულები, უკეთესად დაეყრდნობიან არა საკუთარ თავს, არამედ მეგობრებისგან მიღებულ რჩევებს. დღეს გექნებათ ნაკლები ფინანსური ზარალი, დავები თქვენს მიმართ ფაქტიურად აღარ იარსებებს. არ არის საუკეთესო დღე გარიგებებისთვის. დარწმუნებული იქნებით სწორ არჩევანში. მარტოხელა ქალწული, სიყვარულის მწვავე გამოცხადებას ელოდება. თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი, ერთმანეთს პატივისცემით მოეპყრობით, რაც გაგიძლიერებთ სიყვარულს. საღამოს არ იფიქროთ ბევრი და მიენდეთ იღბალს. არ დაივიწყოთ ძველი მეგობრები.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ის ქალწულები მიაღწევენ წარმატებებს ბიზნესში, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ ამ ხსნის მანძილზე და იქცეოდნენ მიზანმიმართულად.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებისთვის არ იქნება ადვილი დღე, ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენს პირად მოთხოვნილებებზე. თუ ამ დღეს თქვენ, გადალახავთ ეჭვებს სასიყვარულო ურთიერთობებში, დარწუნდებით თქვენს მეორე ნახევარში და გათავისუფლდებით შეურაწმყოფელი ფიქრებისგან. მარტოხელა სასწორებს ვარკსვლავები ურჩევენ, რომ მეტი გულწრფელობა გამოხატონ სხვების მიმართ. დღეს ტიპიური სასწორი შეიძლება განწყობილი იყოს აქტიურად დამოუკიდებელი საქმიანობისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

საქმიანი ვიზიტები, კონტრაქტები სხვა ქვეყნებისა და რეგიონების ხალხთან წარმატებული იქნება.

ჰოროსკოპის გამოწერა

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მორიელი ამ დღეს ადვილად მოხვდება ხაფანგში, განსაკუთრებით სამსახურეობრივ და ბიზნეს სფეროებში. საშიშია ხელშეკრულების დადება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ჩივილების შემთხვევაში მიმართ ექიმს. არ ითამაშოთ აზარტული თამაშები. დღეს მორიელებისთვის შეიძლება იყოს სწორედ ის დღე, როდესაც თქვენ დარწმუნდებით თქვენი მეორე ნახევრის სულისკვეთებაში და თავდადებაში თქვენს მიმართ. შეეცადეთ გამოიჩინოთ თავშეკავება და ნახავთ თუ როგორ უყვარხართ თქვენს საყვარელ ადამიანს. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შანსი და შეხვდით იმ ადამიანს ვისზეც გული არც თუ ისე მიგდიოდათ აქამდე, რაიცით რახდება დღეს ხომ არასტანდარტული დღეა სასიყვარულო ურთიერთობებში.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ მოლაპარაკება აწარმოოთ, თქვენს კრედიტორებთან სესხის დაფარვის, გრაფიკის გადაანგარიშებისთვის.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მშვილდოსანს ერთგული აუდიტორია სჭირდება და თანამოაზრე პარტნიორები, რომელიც მნიშვნელოვანია მომავლისთვის. მოსალოდნელი იქნება ჩხუბი მეგობრებთან, ნათესავებთან, თანამემამულეებთან ან საჭირო ადამიანებთან (კრედიტორებთან, ინვესტორებთან). სიტუაციის განსამუხტად გამოიყენეთ, თქვენი შარმი და ქარიზმა. იყავით ლაღები, დაანახეთ ხალხს, რომ თქვენ გაგაჩნიათ თქვენი აზრი და მიყვებით (ასრულებთ) თქვენს გეგმას. ამ დღეს, თქვენ შეძლებთ მარტივად იპოვნოთ გამოსავალი, სასიყვარულო ურთიერთობებში. მარტო ხელა მშვილდოსნებს დღეს გამოუჩნდებათ იმედის ნაპერწკალი, რომ იპოვის მისი ოცნების მეორე ნახევარს. თქვენს გარშემო მომხდარმა ბევრმა ცვლილებამ საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების გახსნა.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს მშვილდოსანს არ დასჭირდება სამუშაოსა და კარიერაში განხორციელებული ცვლილებების დემონსტრირება. კარგი დღეა საქმიანი პარტნიორობის განვითარებისა და ბიზნესის გაძლიერებისათვის. დარწმუნდით, რომ გაიარეთ კონსულტაცია პარტნიორებთან, ხოლო ამის შემდეგ იმოქმედეთ.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებისთვის, ეს დღე ფეთქებადია. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ახლა უკვე ძნელია შეეჩვიოთ არამარტო ნეგატიურ, არამედ კარგ იმპულსებსაც. თქვენ უნდა დააწესოთ საზღვრები არა მხოლოდ თქვენი ძალაუფლებისადმი ლტოლვისთვის და შურისძიების სურვილისთვის, არამედ თქვენი შინაგანი სამყაროს და სამართლიანობის დასაცავად. ამ დღეს, ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, რომ პარტნიორთან განიხილონ წყვილში პასუხისმგებლობის განაწილების საკითხები. შესაძლოა, რომ სიტუაცია ორივეს აიძულებდეს ჩვეული როლების შეცვლას. მარტოხელა თხის რქებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პარტნიორს, რომელიც მათ ხასიათში ჯდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს აქვთ მშვენიერი დღე, საქმიანი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ბრძანებები შესრულდება ზუსტად და დროულად.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მერწყულისთვის, ამ დღის მრავალი სიტუაცია იმედისმომცემია, მაგრამ პრობლემების სიმრავლე შეიძლება შეიცავდეს ტექნიკურ, მორალურ, იდეოლოგიურ და სხვა გართულებებს. მიზანშეწონილია დაიცვათ კანონი, ხელშეკრულება და სხვის ტერიტორიაზე ქცევის წესები. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღეს ზოგიერთ მერწყულში ყველაზე ხელსაყრელი დროა ახალი ურთიერთობის წამოსაყებად. მარტოხელა მერწყული პოტენციურ პარტნიორს მისი ელეგანტურობით დაიპყრობს. საღამო ძველ ნაცნობებთან ერთად გაატარეთ. თუ ვინმემ დღეს გული გატკინათ, არ მიაქციოთ ყურადღება და დაივიწყეთ, ასე უკეთესი იქნება. ნუ იფიქრებთ წარსულზე. კარგი დროა სწავლა განათლებისთვის, გაიარეთ სასერტიფიკატო კურსები და გაიღრმავედ ცოდნა.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაიზრდება შემოქმედებითობა, უპირატესობა მიანიჭეთ იმ საქმიანობას, რომელიც გულისხმობს არასტანდარტულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნას, რომლისთვისაც წინასწარ ვერ იქნებით მომზადებული. თქვენ შეძლებთ კონკურსში წამყვანი პოზიციის მიღწევას. ფინანსურად გელით კარგი დღე, განახორციელებთ წარმატებულ ოპერაციებს.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თევზებისთვის კრიტიკული დღეა. უმჯობესი იქნება, ამ დღეს არ დაუკავშირდეთ შუამავლებს, არ მიმართოთ იურიდიულ, ტექნიკურ და სხვა სერვისებს. არ შეეხოთ მტკივნეულ თემებს, პარტნიორებთან ურთიერთობისას. იქნებით ლაღები, მეტად თავისუფლები ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას. დღევანდელი დღე მოგაგონებთ შორეულ წარსულს, მოგერიდებათ თქვენი აზრების გაზიარება საყვარელ ადამიანთან. დღეს თავი შეიკავეთ სხვის მიმართ საყვედურებისგან. საღამო გაატარეთ თბილ და წყნარ სიტუაციაში, არ იქნება ურიგო მსუბუქად ალკოჰოლის მიღება. ყველა დარდი და წყენა დაივიწყეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდოთ ბოღმა გულში.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღევანდელი კოსმოსის განლაგება გირჩევთ, რომ უზრუნველყოთ თქვენი ბიზნესის უსაფრთხოება. კარგი იქნება თუ დააზღვევთ საკუთარ ბიზნეს და შეცვლით პაროლებს ციფრულ ანგარიშებში, ასევე გააძლიერეთ დაცვა და შეცვალეთ საკეტებზე გასაღებები. მოსალოდნელია ჰაკერული თავდასხმები, თქვენს ელეკტრონულ საგადასახადო სისტემებზე, ამისათვის გააძლიერეთ დაცვა კომპიუტერში.

საინტერესო ბლოგი

ჰოროსკოპის გამოწერა

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 27 სექტემბერი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე