ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 აგვისტო

დღეს ვერძებმა უმჯობესია თქვენი პრიორიტეტები განსაზღვროთ და შეუდგეთ საქმის განხორციელებას – წარმატება მოითხოვს პრიორიტეტების გაანალიზებას. არ უნდა დაუშვათ ოჯახის, პროფესიული და სამოქალაქო ვალდებულებების უგულებელყოფა – მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმდეთ დეტალებზე მანამ სანამ მიიღებთ ზომებს. შესაფერისი დღეა უფროსებთან საუბრისთვის, ექიმთან კონსულტაციისთვის, შეხვედრებისთვის, დოკუმენტებთან მუშაობისთვის, ბიუროკრატიული საკითხების გადასაჭრელად, ოფიციალურ ორგანოებთან ვიზიტებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს პირად ცხოვრებას და თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას – თუმცა, ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება. მარტოხელა ვერძი იგრძნობს მიზიდულობას უჩვეულო პროფესიის ადამიანების მიმართ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მოგიწევთ რთულ პირობებში მუშაობა, თუ მოწყობილობა რომელთანაც მუშაობთ მოძველებულია – უმჯობესი იქნება ჩაანაცვლოთ ახლით, რადგან არ მოხდეს სამუშაოს შეფერხება. გარე გარემოებები თქვენს წარმატებას არ შეუწყობს ხელს, მოსალოდნელია ფინანსური ვარდნა – გააკონტროლეთ ბიუჯეტი და ხარჯეთ მხოლოდ საჭიროების შესაბამისად.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს, კუროსთვის მნიშვნელოვანია ნაცნობი გზით სიარული, რომელიც თქვენთან დაკავშირებულია სტაბილურობით – არავითარ შემთხვევაში არ გადუხვიოთ გზიდან და არ ეცადოთ სიახლეების დანერგვას, ეს დაგიცავთ ცუდი გარემოებებისგან და შეგმატებთ სითამამეს. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში არ უნდა აჩვენოთ თქვენი მაქსიმალური შესაძლებლობები და არ გამოავლინოთ ნიჭი მკაფიოდ – რადგან ამით შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენი მეორენახევრის თვითშეფასებას. მარტოხელა კურო შეხვდება ადამიანს, რომელთანაც იპოვნის სულიერ სიმშვიდეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შესაძლებელია, რომ შეცდომების დიდმა ნაწილმა გავლენა იქონიოს სამუშაო პირობების გაუარესებაზე – იყავით ყურადღებით და არ განახორციელოთ ინვესტიციები საეჭვო საქმეებში.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, რომ უფრო ხშირად იფიქრონ უსაფრთხოებაზე – იყავით წინდახედული და გამოიჩინეთ სიფრთხილე. სასურველია დაიანგარიშოთ თქვენი ფინანსები, დათვალოთ ხარჯები და შეადგინოთ ბიუჯეტი – ასევე მოაწესრიგეთ საბუთები და დაიცავით დისციპლინა. სასიყვარულო ურთიერთობებში დღევანდელი დღე ბევრი ტყუპისთვის შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღევანდელი მოვლენები მოგაწვდით ახალ გამოცდილებას და ახალ წარმოდგენებს თქვენს საყვარელ ადამიანზე – თუ თქვენ მარტოხელა ხართ, უმჯობესი იქნება ყოფილთან შერიგება. საქმიანობაში მოულოდნელი ცვლილებები გელით, რომელიც დაარღვევს მუშაობის ჩვეულ რიტმს.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენს წინაშე აღთქმული დაპირებები დარჩება შეუსრულებელი, რაც თქვენს გაბრაზებას გამოიწვევს – ეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი. ფინანსურად აქტიური დღე გელოდებათ, მოსალოდნელია დაწინაურება ან თანხის მიღება პრემიის სახით.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კირჩხიბებმა, აუცილებლად შეაფასეთ საკუთარი თავი ობიექტურად და ნუ გექნებათ ზედმეტი წარმოდგენები – ამან შეიძლება ცუდ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ. მეორენახევართან მიმართებაში, სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრ კირჩხიბს გაუჩნდება მოვალეობის გრძნობა – გასაკვირი არ იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში, თქვენი პარტნიორის ინტერესებით იხელმძღვანელებთ. მარტოხელა კირჩხიბებმა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პირად ცხოვრებას – ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღეს გაიცნობთ თქვენთვის შესაფერის ადამიანს, რომელთანაც ააწყობთ მომავალს. სპეკულაციური საქმიანობები ნამდვილად მომგებიანი იქნება თქვენთვის…

ფინანსური ჰოროსკოპი

სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, ბევრი კირჩხიბი განიცდის ზარალს – პირველ რიგში გავლენას იქონიებს მათზე, ვინც ბიზნესით არის დაკავებული. გაგიჭირდებათ სამუშაო გრაფიკის შენარჩუნება, რთული დღე ექნებათ ასევე ონლაინ მომუშავე კირჩხიბებს ( სოც.მედია, მარკეტინგი, ვებმასტერი, ვებდიზაინერი, ფრილანსერი).

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები ლომებისგან ელოდებიან პრაქტიკულობას და გააზრებულ ნაბიჯებს, საქმიანობაში არ ღირს აჩქარება. აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ჯანმრთელობაზე, თუ გაწუხებთ რაიმე მიმართეთ ექიმს – მოსალოდნელია მცირე პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ. სასიყვარულო ურთიერთობებში გელოდებათ შედარებით რთლი დღე – თუ თქვენ, დღევანდელ დღეს, მოგიწევთ რომანტიკული ვახშმის გადადება თქვენი ინიციატივით, მაშინ მოემზადეთ რთული ახსნა-განმარტებისთვის, პირველივე ჯერზე ვერ აუხსნით პარტნიორს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას. მარტოხელა ლომი სიამოვნებით მიიღებს გამოწვევებს საპირისპირო სქესის ადამიანისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ლომს, შეიძლება გაუჭირდეს სამუშაო კოლექტივში კოლეგებთან ურთიერთობა – მიზეზი შეიძლება იყოს თქვენი გაზრდილი კრიტიკულობა, შეეცადეთ უფრო ტოლერანტული იყოთ კოლეგების შეცდომების მიმართ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულებს ექნებათ კარგი სამუშაო დღე და იქნებიან – ბრწყინვალე კონსულტანტები, მასწავლებლები, მკვლევარები, პროგრამისტები, მწერლები, თარჯიმნები და სხვა… დღევანდელ დღეს კარგი იქნება ცოდნისა და განათლების გაღრმავება, გაიარეთ ონლაინ კურსები და აიღეთ სერთიფიკატები – სასერტიფიქატო კურსები. სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს მეორენახევარს აუცილებლად უნდა მოუსმინოთ, იგი მოგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის დაძლევაში – საერთო ჯამში გექნებათ ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს საყვარელ ადამიანთან. ხოლო მარტოხელა ქალწულებმა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ მიიღოთ ყველასგან შემოთავაზება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს შეიძლება მოულოდნელი გართულებები წარმოიშვას იმ ქალწულებისთვის, რომლებიც სასტუმროს, რესტორნის და სათამაშო ბიზნესთან არიან დაკავშირებული – მოგიწევთ, რომ გაუმკლავდეთ მომხმარებელთა არასათანადო ქცევას. არ განახორციელოთ სპეკულაციური ბიზნესი და ნუ ჩადებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში..

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესია უპირატესობა მიენიჭოთ ორგანიზაციულ, საყოფაცხოვრებო, ფინანსურ ან სამეცნიერო საკითხებს – კარგი დროა უძრავი ქონების დოკუმენტებთან სამუშაოდ, დაუკავშირდით მოიჯარეს ან სახლის მფლობელს, განიხილეთ გირაოს ან სხვადასხვა საკითხები. ვარსკვლავები სასწორს ეუბნებიან, რომ ნებისმიერ მოვლენას აქვს ორი მხარე (დადებითი და უარყოფითი) – ასე, რომ ნუ აღელვდებით თქვენი მეორენახევრის მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუ ჯერ კიდევ არ გწვევიათ სიყვარული, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე მოგცემთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესში სასწორი შეიძლება მოულოდნელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს – არ არის გამორიცხული ტექნიკის გაფუჭება, რომლის აღმოფხვრასაც დიდი დრო დასჭირდება – ასევე, შეიძლება თქვენს სამუშაო ადგილზე პირობები გაუარესდეს.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესი იქნება, რომ მორიელებმა არ დახარჯოთ ძვირფასი დრო არაფრისმომცემ საუბრებზე – ნუ გაფლანგავთ დროსა და ენერგიას უინტერესო ხალხზე. დღე შესაფერისია სერიოზული თემების და საკითხების განსახილველად – ასევე კარგი დროა მოლაპარაკებების, გეგმების, შეფასებების, გამოთვლების და ინსტრუქციების განხორციელებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით დამთმობები, მაქსიმალურად გაითვალისწინეთ თქვენი მეორენახევრის რჩევა-დარიგებები (მხოლოდ ასე შეინარჩუნებთ იდილიას ურთიერთობაში) – მარტოხელა მორიელი გაუმკლავდება ყველა სირთულეს და მიაღწევს სასურველ შედეგს, ის მაინც დაიპყრობს მის მიერ ამორჩეული ადამიანის გულს – კარგი დღე ელით ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით მომუშავე მორიელებს!

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს მორიელისთვის საუკეთესო დღე არ არის დოკუმენტებთან სამუშაოდ, მოისმინეთ ახლო ადამიანების რჩევები – არ ჩადოთ ყველა კვერცხი ერთ კალათაში, ნუ განახორციელებთ საეჭვო შესყიდვებს და არ წამოიწყოთ სპეკულაციური ბიზნესი ( ფინანსურად მდორე დღე გელოდებათ, ნაკლებად სავარაუდოა ხელფასის მატება და დაწინაურება )

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები მშვილდოსანს ურჩევენ, რომ კონცენტრირდნენ თავიანთ მატერიალურ საკითხებზე – მოახდინეთ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და აღრიცხეთ ხარჯები. პლანეტების დღევანდელი მდგომარეობა ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში უნდა შეიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები – სასიყვარულო ურთიერთობებში გადადგით გაბედული ნაბიჯი და განახორციელეთ ის, რისი გაკეთებაც დიდიხანია გსურთ. თუ არ გყავთ მეორე ნახევარი, მაშინ შეიცვალეთ იმიჯი – რაც დაუყონებლივ შედეგებს მოგიტანთ. კანონის დარღვევისთვის არ არის გამორიცხული, რომ დაჯარიმდეთ – შეეცადეთ არ დაარღვიოთ დისციპლინა.

ფინანსური ჰოროსკოპი

არასახარბიელო დროა სადიზაინერო სტუდიების, გამომცემლობების, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და იურისტებისთვის – ცუდი დღეა ბიზნესის დასაწყებად, ყველა იდეა და გეგმა შემოინახეთ შემდეგი დღისთვის.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

შეიძლება დაგჭირდეთ დოკუმენტების გამოყენება, რომლებიც ამტკიცებენ თქვენს სტატუსს, უფლებებს, განათლებას ან პროფესიულ კომპეტენციას – მნიშვნელოვანია არ დაკარგოთ შინაგანი სიმშვიდე, დაემორჩილეთ წესებს. სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრი თხის რქა მიხვდება, თუ რაოდენ ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი ყავთ მათ გვერდში – პირველ რიგში თქვენს მეორენახევარს დააფასებთ მზრუნველობის და ყურადღებიანობის გამო. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, გაიხსენეთ წარსული და გადადგით დაფიქრებული ნაბიჯი – იქნებ სულაც არ ღირს ყოფილთან შერიგება?

ფინანსური ჰოროსკოპი

იზრდება ტექნიკური გაუმართაობების და დაზიანებების რისკი- სამსახურში გაითვალისწინეთ ინსტრუქციები, სადაც აღწერილია უსაფრთხოების წესები. არასასურველია უფროსებთან კამათი, ნუ ჩაერევით მათ საქმიანობაში ! გექნებათ ფინანსურად არააქტიური დღე . . .

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

შიშისა და დეპრესიის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში და აქტიური სპორტით დაკავება – შეიძნეთ აბონიმენტი სატრენაჟორო დარბაზში, ვარჯიშს შეუდექით დღესვე. ვარსკვლავები მერწყულს ურჩევენ, რომ თამამად დაგეგმოთ მომავალი თქვენს მეორენახევართან დაკავშირებით – დაოჯახდით, დღეს შექმნილ ოჯახს დიდხანს შეინარჩუნებთ. მარტოხელა მერწყულები იოცნებებენ სრულყოფილ ურთიერთობებზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგად წავა ბიზნეს საქმიანობა, გაუმჯობესდება გაყიდვები – გამოგიჩნდებათ რამოდენიმე მსხვილი დამკვეთი. კარგი დროა ბიზნესის დასაწყებათ ( გარდა სპეკულაციური საქმიანობისა ) – სამსახურში შექებას დაიმსახურებთ და მოსალოდნელია შემსოავლის ზრდა.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თევზებს არ უნდა ეშინოდეთ მომავლის, პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია მიიღოთ რაციონალური ზომები. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი მეორენახევართან, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას დადგება – თუ თქვენ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, დღეს საუკეთესო დროა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. არასასურველი დღეა გუნდური მუშაობისთვის, გექნებათ კოლეგებთან უთანხმოება უმნიშვნელო საკითებზე – სასურველია საღამოს განტვირთვის მიზნით წახვიდეთ სტუმრად ახლობლებთან ან გაისეირნოთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე .

ფინანსური ჰოროსკოპი

საქმიანობაში შეეცადეთ თავად მოაგვაროთ ძირითადი საკითხები, არავის მოუსმინოთ და გადაწყვეტილებები მიიღეთ თავად – ფინანსურად შემოსავლიანი დღე გექნებათ, მიიღებთ შემოსავალს უცხოეთიდან

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 აგვისტო

გაიცანით, ზოდიაქოს 4 ენერგეტიკული ვამპირი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე