ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 თებერვალი

მარტოხელები სოციალური ქსელების საშუალებით იპოვნით პოტენციურ მეუღლეებს. მეგობრები კარგ და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ, თქვენ შეიძლება იპოვონ ნამდვილი სიყვარული. სამსახურის მერე აუცილებლად მიდით სახლში – მოეფერეთ ოჯახს და მოესიყვარულეთ მეუღლეს. საუკეთესო დღეა ქალაქში სასეირნოდ და სურათების გადასაღებად.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვერძს საკმაოდ დატვირთული დღე აქვს, ბიზნეს პარტნიორებმა შეიძლება დაარღვიონ სახელშეკრულებო ვალდებულებები. შესაძლოა გარემოებები გაუარესდეს და მათთან ადაპტაცია უფრო რთული გახდეს.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღე საუკეთესოა ნდობა დაკარგულ ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენისთვის – თქვენ აუცილებლად შეძლებთ ნდობის მოპოვებას. მარტოხელა კურო შეცვლის საკუთარ ცხოვრებას და მას ელოდება ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელიც აუცილებლად სასიყვარულო ურთიერთობში გადაიზრდება. დღეს თქვენ გექნებათ ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი სექსი რომელიც პრობლემებს დაგავიწყებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ თქვენ გაქვთ არჩევანი, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ მარტივ სამუშაოს, რომელშიც დიდი გამოცდილება გაქვთ.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ტყუპებისთვის დღე ჰარმონიულად დაიწყება, დაგავიწყდებათ პრობლემები სამსახურში და სრულიად ამოისუნთქებთ პრობლემებისგან. საღამოს ყველაფერი შეიცვლება და მოვლენები უკუღმა დატრიალდება, გაგიჭირდებათ ხალხთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. მარტოხელა ტყუპებო მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კავშირს, არასდროს ენდოთ უცხო ადამიანს რადგან არ იცით ის ვინ არის. საუკეთესო დღეა კარგა ხნის უნახავი მეგობრების მოსანახულებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ყველაზე მეტად რისკის ქვეშ იმყოფებიან ისინი, ვინც დაკავებულები არიან საქონლის საბითუმო შესყიდვებით, გადაყიდვის მიზნით. დღეს განხორციელებული შესყიდვები შეიძლება არალეგალური აღმოჩნდეს და პრობლემები შეგექმნათ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 თებერვალი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კირჩხიბებო ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. დღევანდელი დღე თქვენს კეთილდღეობაზე იმოქმედებს, მიიღებთ საჩუქრებს და კომპლიმენტებს. საღამოს წარმატება ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბებს. საუკეთესო დღეა ფლირტისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

თავი შეიკავეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისგან. ფრთხილად წაიკითხეთ ხელმოსაწერად გამზადებული კონტრაქტები – არსებობს პირობები, რომლებიც თქვენთვის მიუღებელი იქნება.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ლომებო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ოჯახს, ოჯახი წმინდაა და თქვენ ეს უნდა გაანალიზოთ. მარტოხელა ლომები იპოვნიან გულისსწორს – თქვენს გვერდზე გაჩნდება ადამიანი რომელიც გვერდში დაგიდგებათ ნებისმიერ სიტუაციაში. საუკეთესო დღეა მეგობრების მოსანახულებლად და მათთან ერთად მოსალხენად, იქეიფეთ იმხიარულეთ და ატარეთ დრო.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის მთავარი სირთულე გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება იქნება, რომელიც ფინანსურ არასტაბილურობას გამოიწვევს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 თებერვალი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულებისთვის დღე შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს, ნუ ეტყვით საყვედურებს გარშემომყოფებს. საუკეთესო დღეა ბავშვებთან სათამაშოთ ან მათთან ერთად სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად. სიყვარულში პრობლემები დამთავრდება, თქვენ და თქვენს მეუღლეს ახლიდან შეგიყვარდებათ ერთმანეთი. მარტოხელა ქალწულებმა კი გამოიჩინეთ მეტი ყურადღება პოტენციური პარტნიორის მიმართ. საუკეთესო დღეა მეგობრების მოსანახულებლად, მხოლოდ ნუ მიეტანებით ალკოჰოლს!.

ფინანსური ჰოროსკოპი

ქალწულები დღეს ზედმეტად ემოციურები იქნებიან ფულის ხარჯვისას. ამან შეიძლება ბიუჯეტის დისბალანსი გამოიწვიოს. ბიზნესმენებმა არ უნდა აიღოთ სესხები – ეს მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებო კარგი იქნება თუ დაძლევთ სიმორცხვეს და გათამამდებით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ მიეტანებით ალკოჰოლს და არ დაარღვიოთ დიეტა. ასევე კარგი იქნება თუ არ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. მარტოხელებმა გამოიჩინეთ სითამამე და დაივიწყეთ მორცხვობა. საუკეთესო დღეა სპორტული და ჯანსაღი აქტივობებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის საუკეთესო დღე პროექტების დასასრულებლად. მშენებლებს შეიძლება ტექნიკური სირთულეები ჰქონდეთ.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

პირად ცხოვრებაში მორიელებს სერიოზული ცვლილებები ელოდებათ. თქვენ შეძლებთ დიდი ხნის აუსრულებელი ოცნებების ასრულებას, დაგეგმავთ მოგზაურობას და მოახდენთ ბიუჯეტის სწორად მობილიზებას. საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს და მეორენახევრებს ბოლომდე მოუსმინეთ, ნუ გააწყვეტინებთ სიტყვას. მარტოხლები გათამამდით, მოიკრიბეთ ძალები და გადადგით რთული ნაბიჯები – უკან დატოვეთ სიმორცხვე, ეს თქვენ აღარ გჭირდებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელის ვარსკვლავებს ურჩევენ, რომ ღიად იმოქმედონ და თავიდან აიცილონ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტი. ბიზნეს მოგზაურობა და ვაჭრობა შეიძლება გართულდეს.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე საინტერესო შეხვედრებს გპირდებათ, მერე რა რომ კვირა დღეა – თქვენ გაიცნობთ ახალ, პოტენციურ დამსაქმებელს. შეყვარებული მშვილდოსანი ბევრჯერ შეხვდება დაბრკოლებას პირად ცხოვრებაში. საუკეთესო დღეა ბუნებაში ფოტოსესიისთვის, აიღეთ ფოტოაპარატი და გადით გარეთ. მეტი პოზიტივისთვის ჩაიცვით ლურჯი ან იასამნისფერი მაისური.

ფინანსური ჰოროსკოპი

უპირატესობა მიანიჭეთ ინდივიდუალურ სამუშაოს – კოლექტიური მუშაობა ნაკლებად ეფექტური იქნება. არ გააკეთოთ ისეთი რამ, რამაც შეიძლება გაზარდოს რისკები და შექმნას არასტაბილურობა თქვენს სამუშაო რიტმში.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

სამწუხაროდ შეიძლება მოხვდეთ ჩიხში საიდანაც სწორი დასკვნების გაკეთება გაგიჭირდებათ, არ აყვეთ ნეგატიურ ემოციებს. თქვენს პირად ცხოვრებაში პერსპექტიული ეტაპი დაიწყება, დაიწყება ეტაპი როდესაც ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გამოგივათ. მარტოხელა თხის რქები შეიძლება შეხვდეთ ყოფილ თაყვანისმცემელს ან სხვა თვალით შეხედავთ მეგობარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებისთვის უკეთესია, რომ არ იოცნებონ კარიერულ წინსვლაზე და მაღალ თანამდებობაზე. შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად დაუკავშირდეთ უფროსებს.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დილით სიმშვიდე და ჰარმონიულობა სუფევს თქვენს შინაგან სამყაროში. არავის მისცეთ თქვენი აურის და ხასიათის გაფუჭების უფლება. ნუ იქნებით ეგოისტები და არ დაიშუროთ ფული მეუღლისთვის. საუკეთესო დღეა საყავრელ ადამიანთან განსამარტოვებლად, მოეფერეთ ერთმანეთს და მოესიყვარულეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ნუ ეძებთ იმ მეთოდებს, სადაც სამართლებრივი მეთოდები არ მუშაობს.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ ინიციატივების გამოვლენისგან.  მარტოხელა თევზებს ჩამოუყალიბდებათ კარგი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან. ყველაფერი ცუდი ქარს გაატანეთ და დაივიწყეთ – გაუღეთ კარები ახალ, უფრო მნიშვნელოვან ეტაპს თქვენს ცხოვრებაში. საუკეთესო დღე საკუთარი თავის მოსაწესრიგებლად – წადით სილამაზის სალონში, ჩაიტარეთ პროცედურები და მოემზადეთ ხვალინდელი სამუშაო დღისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ყველაფერი უნდა გააკეთოთ ტექნიკური ავარიების შესამცირებლად. ფინანსური მდგომარეობა ზოგიერთ თევზს გაუუმჯობესდება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 თებერვალი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე