ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 იანვარი

კომფორტი აქციეთ თქვენს პრიორიტეტად, საღამოს დაისვენეთ და დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. გამოამჟღავნეთ სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელებმა არ დაკარგოთ იმედები, საღამოს მეგობრები მოინახულეთ და გაცვალეთ აზრები.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს შეიძლება ასოცირდეს ფინანსურ არასტაბილურობასთან.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

ყურადღება მიაქციეთ ოჯახს, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე და იფიქრეთ მათ ჯანმრთელობაზე. გექნებათ სიყვარულით აღსავსე დღე – იქნებით ჰარმონიულები. საუკეთესო დღეა თვითშეფასების ასამაღლებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

გექნებათ რთული დღე, არ დაივიწყოთ პრინციპი – ”კლიენტი ყოველთვის მართალია”. მთელი დღის განმავლობაში იგრძნობთ არასტაბილურობას.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ადამიანებთან ურთიერთობის დროს უნდა გამოიყენოთ მთელი თქვენი ნიჭი, რათა გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. მარტოხელა ტყუპებო მაქსიმალურად ყურადღებით იყავით ურთიერთობებისას. საუკეთესო დღეა საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

განსაკუთრებით გაუჭირდება მათ, ვინც დაკავშირებულია ვაჭრობასთან, ტრანსპორტთან, ექსპორტ – იმპორტის ოპერაციებთან, კონსულტაციებთან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 იანვარი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

პლანეტების ამჟამინდელი პოზიციიდან გამომდინარე დღეს იქნებით ეჭვიანები, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ მოთოკოთ ნერვები და ტყუილად არ დაადანაშაულოთ თქვენი მეუღლე. არ უსმინოთ ბოღმიან ადამიანებს, ასევე არ წამოეგოთ მათ პროვოკაციებზე. მარტოხელა კირჩხიბებმა გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და უცნობს პაემანზე არ გაყვეთ. საუკეთესო დღეა საჩუქრები საყიდლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

კირჩხიბებს გაუჭირდებათ ფულის შენარჩუნება – ყოველთვის შეიძლება არსებობდეს დანაზოგის დახარჯვის მიზეზი.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

მოგზაურობისთვის არ არის საუკეთესო დღე. უარყოფითი ენერგიების გამო მოსალოდნელია მცირე კამათი ოჯახში. მარტოხელა ლომებს ელით კარგი ნაცნობობა. შეყვარებული ლომების გარშემო ვითარება მწვავე და არაპროგნოზირებადი იქნება.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღეს უარყოფითი ენერგიები გაიზრდება და უფრო და უფრო გაგიჭირდებათ ბიზნეს საკითხების მოგვარება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 იანვარი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულის ცხოვრებაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ გარემოზე, რომელშიც ისინი აღმოჩნდებიან. თქვენში მოიმატებს სექსუალური ენერგია. სიყვარულში, გექნებათ ჰარმონიული დღე. მარტოხელა ქალწულებს ახალი ნაცნობობა დღეს გაულამაზებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ქალწულებს შეიძლება ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფინანსური სირთულეები. შეეცადეთ მშვიდად მიიყვანოთ დაწყებული სამუშაო ბოლომდე.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორი მიხვდება, რომ საყვარელ ადამიანთან მოწყენილია და მასთან ერთად გართობა უნდა. ერთად მოიფიქრეთ გართობის საუკეთესო ვარიანტები. არ უნდა შეგეშინდეთ ცვლილებების და მოვლენების სწრაფი განვითარების. მარტოხელა სასწორებმა გამოხატეთ ემოციები და აგრძნობინეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს რომ მოგწონთ ის.

ფინანსური ჰოროსკოპი

სასწორის შემოსავალი დღეს შეიძლება შემცირდეს, ან საერთოდ ნეგატიურ ზოლზე გადავიდეს.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

პრობლემების მოგვარებაში საყვარელი ადამიანები და ოჯახის წევრები დაგეხმარებიან. მორიელებო მეორენახევრებთან, განიხილეთ პრობლემები და წერტილი დაუსვით კომფლიქტებს. მარტოხელებო შეიძლება მიდრეკილი იყოთ დაუმორჩილებლობისა და სიჯიუტისკენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

გზაზე დაგხვდებათ სირთულეები, ფრთხილად იყავით სამშენებლო სამუშაოების დროს.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ასტროლოგები გირჩევენ, რომ იყოთ რეალისტები და იფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე. კარგი იქნება თუ გაამყარებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. მარტოხელა მშვილდოსნებმა იზრუნეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. საუკეთესო დღეა ბავშვების მოსანახულებლად და მათთან ერთად გართობისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენთვის შეიძლება ძალიან მწვავე იყოს საქმიანი კავშირების შენარჩუნების საკითხი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ზარალი.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

იქნებით ქაოტურები და შეგეცვლებათ გეგმები, რამაც შეიძლება თქვენი უკმაყოფილება გამოიწვიოს.საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ყველაფერი ნორმალურად იქნება, შეეცადეთ თქვენი დაბნეულობის გამო არ აწყენინოთ მას. თუ მარტოხელა ხართ, განაგრძეთ ძიება.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს დღეს ძალიან დაძაბული დღე აქვთ. არ არის რეკომენდებული სესხის გაცემა, ასევე თავად სესხის აღება.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

იქნებით ინერტულები და დაგეზარებათ ყველაფერი. დღევანდელი დღის ატმოსფერო წარსულში გადაგისვრით. კარგი იქნება თუ გაუმკლავდებით მავნე ჩვევებს და არაჯანსაღ სურვილებს. ვარსკვლავები საყვარელ ადამიანთან ერთად, მყუდრო გარემოში კარგ დასვენებას გპირდებიან. საუკეთესო დღეა ნათესავების მოსანახულებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის მეორე ნახევარი ყველაზე ინტენსიური იქნება.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც თვენ გსურთ. დიდი ალბათობაა ახალ გარემოში აირიოთ და მოვლენებზე კონტროლი დაკარგოთ. არ იყოთ მოუთმენლები. სიყვარულში გექნებათ ჰარმონიული დღე, მაგრამ ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მარტოხელებმა რეალისტურად შეაფასეთ სიტუაცია. ასევე, დღეს პრობლემები შეიძლება წარმოიშვას კეთილდღეობის გაუარესების გამო.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაგიჭირდებათ ახალი ინფორმაციის ათვისება და დამახსოვრება. პირველ რიგში, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბიზნეს კონტაქტებზე და ვაჭრობაზე.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი ყოველდღიური ჰოროსკოპი 28 იანვარი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე