ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 სექტემბერი

დაიცავით ოფიციალური დისციპლინა, რათა არ მოხდეს აურზაური. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ბევრი ვერძი მოიპოვებს თავიანთი საყვარელი ადამიანისგან დიდ პატივისცემას, თუ ისინი პრობლემებს თავად გაუმკლავდებიან. მარტოხელა ვერძი ერთ ადამიანში იპოვის მეგობარს და ასევე სიყვარულს. არ გაიხედოთ სხვისკენ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს, არ უღალატოთ საყვარელ ადამიანს. დღეს, დღის მეორე ნახევარში იქნებით ქაოტურები, ბევრი ფიქრი მოგივათ თავში და უმჯობესი იქნება არ აყვეთ ფიქრებს. დატოვეთ ყველაფერი ისე როგორც არის. საღამო მარტო გაატარეთ, ისერინეთ და იფიქრეთ ცხოვრებაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს მკაცრად არასასურველია თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება. არავითარ შემთხვევაში არ ითამაშოთ კაზინოში. თუ აიღებთ სესხს, აიღეთ მხოლდ ოჯახობრივი საჭიროების შემთხვევაში. სამსახურებში დაწინაურება ელით მხოლოდ, მოტივირებულ ვერძებს. ფინანსურად გექნებათ ნორმალური დღე.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კუროს ექნება რამოდენიმე სახის გაუგებრობა, ესენია : სასიყვარულო, ფინანსური და სხვა გაუგებრობები. თქვენს ურთიერთობებში გასარკვევად მოძებნეთ მიზეზი, თუ რატომ ჩხუბობთ ბოლო დროს. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, სიმშვიდე დღეს ისაა რაც ყველაზე ძალიან გამოგადგებათ ჩხუბებისგან თავის არიდებაში. კურო მოითხოვს ადამიანებისა და სიტუაციების ობიექტურ შეფასებას. თუ გექნებათ საშუალება, სამსახურიდან გაეთავისუფლეთ და წადით მარტო სასეირნოთ. გაიცანით ახალი ადამიანები, ეს მოაგვარებს თქვენს პრობლემებს. საღამოს შეგიძლიათ მოდუნების მიზნით მიიღოთ ალკოჰოლი.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ შეაფასოთ კოლეგები არა მათი პირადი თვისებებით, არამედ, პირველ რიგში, მათი პროფესიონალური თვისებებით. რთული იქნება კოლეგებთან საერთო ენის პოვნა. არ აღელვდეთ და იყავით მშვიდათ. ნუ გაერევით ფინანსურ გაუგებრობებში არ მოახდინოთ ინვესტირება ფინანსურ პირამიდებში. დღის ბოლოს შეიძლება გაიგოთ სასიხარულო ამბავი რაც სამსახურს უკავშირდება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ტყუპების პირადი იღბალი შეზღუდულია. ნუ ითამაშებთ ტოტალიზატორს ან კაზინოს, ერიდეთ აზარტულ თამაშებს. სასიყვარულო კუთხით უმჯობესი იქნება, თუ თქვენს შეყვარებულს გადაუშლით გულს და ყველაფერზე ესაუბრებით. მარტოხელა ტყუპები სიამოვნებით უპასუხებენ საპირისპირო სქესის შეთავაზებას, რომ ერთად გაატარონ დრო. დაეხმარეთ ოჯახის წევრებს, არ თქვათ უარი დახმარებაზე – თქვენ დღეს მათ ძალიან დასჭირდებით. არ შეიძინოთ ტექნიკა. საღამო გაატარეთ მეგობრებთან ერთად.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპებს არასახარბიელო დღე აქვთ სარეკლამო ღონისძიებების ჩატარების, სპეკულაციური გარიგების დადების, ვალუტის გაცვლისა და ბიზნესის წამოწყევისთვის. უპირატესობა მიანიჭეთ ტრადიციულ საქმიანობას და მიმდინარე საქმეებს. თავი შეიკავეთ, ფინანსური სპეკულაციისა და ვალუტის გაცვლისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 სექტემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია ამბობს, რომ ამ დღეს კირჩხიბებს სურთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ. მთავარია, რომ მასში ყველანაირი გრძნობის ჩრდილებიც კი აისახოს. თუ თქვენ ჯერ კიდევ თქვენი სიყვარულის ძიებაში ხართ, იოცნებეთ თქვენი მომავალი პარტნიორი სულ მალე გამოჩნდება, მაგრამ ამავე დროს ნუ ააგებთ ცაში კოშკებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ გნებავთ რაიმე პროექტის ან სამუშაოს დასრულება, ამის გაკეთება დღეს პრობლემური იქნება. შეიძლება მოულოდნელი გართულებების წინაშე აღმოჩნდეთ. სამუშაო პირობები შეიძლება გაუარესდეს.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ელგაშლილობა დღეს სავსებით გამართლებულია, იყავით ხელგაშლილები და დაეხმარეთ ხალხს ფინანსურად. თქვენი მეორე ნახევარი სიამოვნებით დაუჭერს მხარს თქვენს ინიციატივებს. კომპლექსების ნაკლებობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას, სასურველ შედეგებს მოუტანს მარტოხელა ლომებს. საუკეთესო დღეა განათლების მისაღებად, წაიკითეთ წიგნები ან აკეთეთ უბრალოდ ის რაც თქვენ გსურთ. დღის მეორე ნახევარში ნუ აყვებით ემოციებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ლომებს არასასურველი დღე აქვთ, საქმიანი კონტაქტებისა და შეთანხმებების მისაღწევად. თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 სექტემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ქალწულები, კარგ ტალღაზე არიან და ადვილად იჭერენ თავს. ეს ეხება არა მხოლოდ მიმდინარე საქმეებში შეცდომების გამოსწორებას, არამედ უფრო სერიოზულ ამბებს. შესაძლებელია, რომ საყვარელი ადამიანის განწყობა დღეს გარკვეულწილად საეჭვო იყოს. მარტო ხელა ქალწულებისთვის კი დრევანდელი დღე ნამდვილი აღმოჩენა იქნება, თქვენ შეხვდებით თქვენს მომავალ მეორე ნახევარს. საღამოს არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ მწვანე ტანისამოსი. გაერთეთ და იმხიარულეთ მეგობრებთან ერთად.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს არ გექნებათ კარგი ფინანსური სასრგებელი, სამსახურში ნუ ილაპარაკებთ ბევრს და ნუ გამოიჩენთ ინიციატივებს.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს სასწორებს გაუმართლათ ისეთ სფეროებში, რომლებიც არ უკავშირდება საჯაროობას. მაგალითად, ოჯახურ ცხოვრებაში, ბიზნესის დახურულ ნაწილში, პირადი ჯანმრთელობის, ყოველდღიური ცხოვრების ან ქველმოქმედების სფეროში. უმჯობესია, ცოტა ხნით დამალოთ თქვენი ამბიციები. ღირს სახლში ან მარტოობაში ყოფნა, თუკი ავად ხართ. დღეს თქვენ გაიგებთ, დამაინტრიგებელ დეტალებს თქვენი მეორე ნახევარის წარსულზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ წამოიწყოთ ახალი პროექტები, გაუმკლავდით ძველ ან მიმდინარე პროექტებს. უპირატესობა მიანიჭეთ იმ შემთხვევებს, რომელთა გადაწყვეტას დიდი დრო არ სჭირდება. დღეს თქვენ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლოთ პროდუქტიულად მუშაობა იმ საკითხებში, რომლებიც მოითხოვს სიღრმისეულ შესწავლას.

ჰოროსკოპის გამოწერა

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მორიელის მთავარი სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ გექნებათ რწმენა, თქვენი თავის რწმენა. წარსულის სირთულეების დაძლევა დაგეხმარებათ იმაში, რომ დღეს იყოთ ძლიერები. ყველა მორიელი დღეს ვერ იქნება ლიდერი. არ ილაპარაკოთ ბევრი საკუთარ გრძნობებზე, არ ისაუბროთ თქვენს მეორე ნახევარზე და თქვენს ურთიერთობებზე ბევრი. მარტოხელა მორიელი ყველანაირი შესაძლო გზით შეეცდება თავი დააღწიოს მარტოობას.

ფინანსური ჰოროსკოპი

ნახევრად რაღაცის გაკეთება საერთოდ არაფრის გაკეთებაა. ამოირჩიეთ ერთი საქმე და მიჰყევით მას. ფინანსურად შემოსავლიანი დღე გექნებათ. არ მიეკაროთ აზარტულ თამაშებს.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

გელით გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანთან, ნებისმიერ შემოთავაზებაზე არ თქვათ უარი. თუ ახლა მარტო ხართ, მიყევით თქვენი ინტუიციის ხმას. დღეს მშვილდოსანი შეიძლება ბევრად უფრო პროდუქტიული გახდეს, თუ უფრო ყურადღებით მოუსმენს მომხმარებელთა ან ბიზნეს პარტნიორების მოსაზრებებს. დღეს მიაღწევთ თქვენს მიზნებს, მთავარი უარი თქვათ გართობაზე და იყოთ მოტივირებულები. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. კარგია თუ განაახლებთ ავეჯს ოფისში ან სახლში, ამით მიიღებთ ახალ ემოციებს. რაც უფრო მეტ ადამიანს დაეხმარებით, მით უფრო მეტად დაფასებული იქნებით დღევანდელ დღეს. საღამოს გაისეირნეთ აუცილებლად ან იშოპინგეთ მსუბუქად.

ფინანსური ჰოროსკოპი

ნუ ჩაერევით მოკლევადიან პროექტებში, ეს თქვენ არაფერს მოგცემთ. არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს. წარმატებული დღე ექნებათ პროგრამისტებს და ციფრული მიმართულებით მომუშავე მშვილდოსნებს.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღე მისცემს თხის რქებს, საკუთარ თავსა და პროფესიულ ფასეულობებში თავდაჯერებულობას, დაეხმარება შეფასების, პირადი ავტორიტეტისა და მნიშვნელოვანი პრივილეგიების აღდგენაში. რთულ ვითარებაში შესაძლებელი გახდება დამცავი ჯავშნის შექმნა. ძველი ცოდნა და კავშირი გავლენიან მეგობრებთან, მათ შორის უცხოელებთან, დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. ბევრი თხის რქა იფიქრებს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მიხედავს ოჯახის წევრებსაც. ვარსკვლავები დღეს თხის რქებს ურჩევენ თავი შეიკავონ ძალადობრივი ინიციატივებისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს რთული იქნება მიზნების მიღწევა, თუმცა გელოდებათ ფინანსურად მშვიდი და სტაბილური დღე.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

თუ გეშინია, რომ შენს საყვარელ ადამიანს არ სურს მოისმინოს თქვენი გრძნობების შესახებ, მაშინ შიშები უშედეგოა. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ თქვენი პარტნიორი არასოდეს ყოფილა ასე მგრძნობიარე თქვენთან. მარტოხელა მერწყულს ამ დღეს არ სურს მარტოობა, ამიტომ დღეს თუ იაქტიურებთ გექნებათ შანსი იპოვნოთ თქვენი გულისსწორი. მერწყულს არასასურველი დღე ექნება საქმიანი კონტაქტებისა და მოგზაურობისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსურად აქტიური დღე გელით, მიიღებთ შემოსავლებს ბევრი მხირდან. კარგი სწავლა განათლების მიღება. დღეს გელით პრემია. არ გარისკოთ და არ ჩადოთ ფული საეჭვო პროექტებში, რადგან დღეს ვერ შეძლებთ ყველაფრის გათვითცნობიერებას.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თევზები და თქვენი კოლეგები წარმატებით გადალახავთ ნებისმიერ აურზაურს. დღე კარგია პირობის და შეთანხმებების დასადგენად. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღეს თქვენ გაწუხებთ დანაკლისები რომლებიც დაგაკლდათ წარსულში. მარტოხელა თევზებმა არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ შემოთავაზება, გარიგების შესახებ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით თავი შეიკავეთ, საბანკო გადასახადებისა და საკრედიტო ბარათებით შესყიდვებისგან. არ არის საუკეთესო დრო კოლექტიურ პროექტებში ინვესტიციისთვის. დღის მეორე ნახევარში, დარწმუნდით, რომ დაასრულეთ თქვენ მიერ დაწყებული საქმე და არ დატოვოთ ხვალინდელი დღისთვის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

საინტერესო ბლოგი

ჰოროსკოპის გამოწერა

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 28 სექტემბერი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე