ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 29 აგვისტო

დღეს მკაცრი რეალობა კვლავ გამოიჩენს თავს ვერძის ცხოვრებაში და შეაფერხებს მათ საქმიანობას – ბევრ ვერძს მოუწევს აგოს პასუხი წარსული შეცდომების გამო ( დაპირებების არ შესრულება , ფატალური შეცდომების და არასწორედ გაკეთებული არჩევნის გამო ) . თუ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა, გაჩუქათ საჩუქარი ან გაგიკეთათ სიურპრიზი და თქვენს ეს არ მოგეწონათ – ეცადეთ, რომ არ შეიმჩნიოთ რათა არ გაუტეხოთ მას გული. დააფასეთ მეორენახევრის ძალისხმევა და ნუ იქნებით აგრესიულები, ხოლო მარტოხელა ვერძს ექნება შანსი დაიწყოს ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია მოსწონს. საქმიანობაში დღის მეორე ნახევარი ძალზე შედეგიანი იქნება მიმდინარე სამუშაოსთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები ვერძებს ურჩევენ, რომ დილით უფრო აქტიურად ითანამშრომლონ კოლეგებთან – ეს საშუალებას მოგცემთ, გქონდეთ წინსვლა თქვენს პროექტებში. კარგი ურთიერთობა გექნებათ უფროსებთან, ნუ წამოიწყებთ ახალ ბიზნესს.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე კუროებს შეახსენებს თავდაცვის და უსაფრთხოების აუცილებლობას – გაზრდილია დაზიანებების მიღების რისკი, ასევე მომატებულია ჩხუბის, დაბრკოლებების ალბათობა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კონფლიქტი და გაუგებრობა არ აყვეთ ადამიანებს კამათში, არ გამოავლინოთ აგრესია და იყავით მეტად ლოიალურები. სასიყვარულო ურთიერთობებში ვარსკვალვები გირჩევენ, რომ არ აყვეთ ცუდ განწყობას – შეეცადეთ დაივიწყოთ, თქვენს მეორენახევართან დაკავშირებული ცუდი მოგონებები. თუ ახლა მარტოხელა ხართ, სასიყვარულო ურთიერთობის მაცდური პერსპექტივა გექნებათ. დღის დასაწყისში შეიძლება შემოგთავაზონ სამსახური, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ერთგულებასა და სანდოობას.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ თქვენ ლიდერის პოზიციაზე ხართ, მაშინ კარგი ამბები გელით – დღის მეორე ნახევარში წარმატება ელის იმას, ვინც ქსელური მარკეტინგით არის დაკავებული და ამ დროის განმავლობაში დაგეგმეს სარეკლამო ღონისძიებები.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

თუ ადრე ტყუპები პრაქტიკულები და ფრთხილები იყვნენ, დღეს ტყუპებს არაფრის ეშინიათ – პროფესიული გამოცდილება დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გადაჭრაში. დღეს უნდა გახსოვდეთ, რომ ზედმეტად არ დახარჯოთ ენერგიები, ასევე ქაოსი და დამატებითი აურზაური საზიანოა – როგორც კი შეასრულებთ ყველა საქმეს, უმჯობესი იქნება გამოიყენოთ “ნაცრისფერი ქვის” მეთოდი, არ მიიზიდოთ ყურადღება. სასიყვარულო საკითხებში არ დააჩქაროთ მოვლენების განვითარება და არ აიძულოთ თქვენს მეორენახევარს იმის გაკეთება, რაც მას არ სურს – დაელოდეთ, როდესაც ის მზად იქნება და ტექნიკურად დაეხმარეთ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. მიზანშეწონილი იქნება, რომ მარტოხელა ტყუპები ფრთხილად იყვნენ ურთიერთობებში. საღამოს კარგი იქნება განტვირთვის მიზნით შოპინგი, სეირნობა ან ქალაქგარეთ გასვლა

ფინანსური ჰოროსკოპი

დილა გამოიყენეთ კოლეგებთან გამოცდილების გასაზიარებლად და პროფესიული ცოდნის გასაუმჯობესებლად – პერსპექტიული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ ინტერნეტი. გაძლიერდება თქვენი ბიზნესის რეპუტაცია, შუადღე ხელსაყრელია მათთვის, ვისი საქმიანობაც უკავშირდება უძრავ ქონებას

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 29 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ცხოვრება კირჩხიბებს საზღვრებს შეუქმნის, გაგიჭირდებათ ყველაფრის მარტივად მოგვარება, განხორციელება და შეფერხდება თქვენი ოცნებების ასრულება – საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს, ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ თავი შეიკავონ ცნობისმოყვარეობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. რადგან ინფორმაცია რომელსაც მიიღებთ თქვენი მეორენახევრის შესახებ ყალბი აღმოჩნდება – თუ ამჟამად მარტოხელა ხართ, დღეს თქვენი დღეა გადადგით გაბედული ნაბიჯი და გამოტყდით სიყვარულში.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის დასაწყისში, განავითარეთ ფინანსურ გარიგებები – შეგიძლიათ სესხის აღება მცირე დროით. შუადღეს გელით სიურპრიზი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მნიშვნელოვნად გააფართოვოთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები ურჩევენ ლომს, რომ ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დააყენონ – ჩივილების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დღეს დაგხვდებათ ბარიერი საქმეების შესრულებისას და ამის ფონზე გაგიაქტიურდებათ დაუმთავრებელი საქმეების კომპლექსი – კარგი იქნება მატერიალური და გონებრივი რესურსების დაზოგვა, ასევე შეეცადეთ არ იჩხუბოთ ქვეშევრდომებთან და თანაშემწეებთან. საყვარელ ადამიანთან გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი და გამოუტყდით მას სიყვარულში კიდევ ერთხელ – მარტოხელა ლომი აიცილებს თავიდან მოწყენილობას და შემოიტანს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას. შესაფერისი დროა დიეტებისთვის

ფინანსური ჰოროსკოპი

გაუწიეთ რეკლამირება თქვენს პროდუქტებსა და მომსახურებას – შუადღე საშუალებას მოგცემთ მკვეთრად გაზარდოთ პროდუქტიულობა და შემოსავალი, თქვენ მიიღებთ მომგებიან შეკვეთებს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 29 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე ქალწულებს გაგახსენებთ წარსულს, სადაც დაბრუნება თქვენ ძალიან არ გინდათ – შეიძლება შეგაწუხოთ იმედგაცრუებამ, ნუ აყვებით ფიქრებს ან თუ იფიქრებთ იფიქრეთ მომავალზე!. სასიყვარულო ურთიერთობებში უმჯობესი იქნება, თუ შეწყვიტავთ თქვენი მეორენახევრის კონტროლს – თქვენი და საყვარელი ადამიანის დამოუკიდებლობა და თავისუფლება მხოლოდ გააძლიერებს ურთიერთობას, ხოლო პარტნიორის დამორჩილების მცდელობა კი გაართულებს. მარტოხელა ქალწული დილემის წინაშე დგას, თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი ყოფილი შეყვარებული ან ადამიანი რომელიც ახლახანს გაიცანით.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეგიძლიათ გააუმჯობესოთ მუშაობის მეთოდები და დატესტოთ ტექნოლოგიური ინოვაციები – შუადღე ხელს შეუწყობს ინდ მეწარმეებს თავიანთი ინიციატივების გამოვლენაში.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ბევრი სასწორი არაკომფორტულად იგრძნობს თავს საკუთარ სახლში, ოფისში, ოჯახში ან უცხო გარემოში – ნეგატიური შემთხვევების რისკი გაიზრდება, მოსალოდნელია ( ჩხუბი, დანაკარგები, ავარია, წარუმატებლობა ). თუ იგრძენით ემოციური გაუცხოება საყვარელი ადამიანის მხრიდან, ნუ აჩქარდებით და ნუ ინერვიულებთ – ორივეს გჭირდებათ განმარტოვება და ერთმანეთისგან ცოტხახნით დასვენება. მარტოხელა სასწორი დაგეგმავს მოგზაურობას, სადაც გაიცნობს უამრავ ადამიანს – არის სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბების მაღალი ალბათობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

ალბათ მოგთხოვენ ავადმყოფი კოლეგის შეცვლას, დღის საათებში სასწორებს კარგად წაუვათ მომსახურების სფეროსთან დაკავშირებული საქმეები – გაიზრდება მომხმარებელთა შემოდინება, შეკვეთები უფრო მომგებიანი იქნება.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შესაძლებელია, რომ მორიელი დღეს მახეში გაებას – არ ენდოთ უცხო ადამიანებს და ეჭვისთვალით უყურეთ დღევანდელ მოვლენებს, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ თქვენ შემთხვევით შეხვდებით ყოფილ შეყვარებულს ან მეუღლეს, ეს შეხვედრა დაგეხმარებათ გაიგოთ ძველ და ახალ პარტნიორებს შორის განსხვავებები და გააცნობიეროთ მათთან ურთიერთობის პლიუსები/მინუსები. მარტოხელა მორიელებს ელით რომანტიკული თავგადასავალი – დღეს დილით მორიელები შეძლებენ, მარტივად და სწრაფად დაასრულონ ის საქმე, რაც გუშინ ვერ შეძლეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშენებლებს შეეძლებათ წარმატებით დაასრულონ მუშაობა ობიექტებზე და გადასცეს ისინი მომხმარებლებს – შუადღე ხელს შეუწყობს ბიზნესპარტნიორობის დამყარებას და გაფართოებას.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსანს დღე აიძულებს იყოს რეალისიტი და ქონდეს ცინიკური დამოკიდებულება ყველაფერზე – ბევრი მშვილდოსანი საფრთხის პირისპირ აღმოჩნდება. გაიზრდება ნივთების დაზიანების და დაკარგვის რისკი – ვარსკვლავები არ გირჩევენ ყიდვასა და გაყიდვასა ან გაცვლას, ისინი გირჩევენ თქვენი დანაზოგის შენარჩუნებას და დაცვას. სასიყვარულო ურთიერთობებში მშვილდოსნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენდობოდეს მეორენახევარს – არ შეიტანოთ ეჭვი თქვენი მეორენახევრის ერთგულებაში და გაფანტეთ ყველანაირი ეჭვები გონებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი მიადგება თქვენს ურთიერთობას. თუ ამჟამად მარტოხელა ხართ, საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი განზრახვები

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე ხელსაყრელია ბიზნესის თითქმის ყველა ტიპის საქმიანობისთვის – დაისახეთ მიზანი და თამამად იარეთ წინ.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე თხისრქებს მოუტანს კეთილდღეობის გაუარესებას, მიიღებთ დარტყმას საყვარელი ადამიანებისგან, მოსალოდნელია მარცხი საქმეებში და ჯანმრთელობის გაურესება – უნდა შეამციროთ აქტივობა მინიმუმამდე და გაიძლიეროთ რწმენა, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. საგანგებო სიტუაციებში (მაგალითად, თავდასხმის დროს), თქვენი მოქმედებები უნდა იყოს ზუსტი, სწრაფი და უსაფრთხო თქვენთვის – თქვენი გამოცდილება ან თვითგადარჩენის ინსტიქტი გიკარნახებთ სწორ ტაქტიკას. სასიყვარულო ურთიერთობებში ეცადეთ უყურადღებობით არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი, რადგან მისთვის თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ – მარტოხელა თხის რქებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის, სადაც უფრო მეტს შეიტყობთ თქვენი ღირსების შესახებ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილის საათებში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა ყველაზე მომგებიანი იქნება, ინტერიერის დიზაინერები მიიღებენ მომგებიან შეკვეთებს – ფინანსურად შემოსავლიანი დღე გექნებათ ( ეხება ყველა თხის რქას )

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მერწყულისთვის არც თუ ისე ნათელი დღე იქნება, არის რისკი იყოთ დამოკიდებული ვინმეზე ან რამეზე, ჩავარდეთ დეპრესიაში, თავი იჩინოს ქრონიკულმა დაავადებებმა ან აღმოჩნდეთ მახეში, საიდანაც ძალისხმევისა და თავგანწირვის გარეშე ვერ გამოხვალთ – პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს, წარსულში დაშვებული შეცდომა. საყვარელ ადამიანთან იგრძნობთ დაღლილობას და ერთფეროვნებას – თუ ვერ დამალავთ თქვენს ემოციებს, შესაძლებელია გამოიწვიოთ კონფლიქტი. მარტოხელა მერწყული გარშემომყოფებით უკმაყოფილო იქნება

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე ხელს შეუწყობს ფინანსური ვალდებულებებისა და დავალიანების საკითხების მოგვარებას.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელ დღეს გექნებათ პესიმისტური შეხედულება მომავალზე, მაგრამ ბოლომდე არ დაკარგავთ იმედებს – შეიძლება ისევ განიცადოთ ნაცნობი იმედგაცრუება. მნიშვნელოვანია თავი შეიკავოთ იმპულსური და დესტრუქციული მოქმედებებისგან. სასიყვარულო ურთიერთობებში თევზები დარწმუნდებიან მეორენახევრის ერთგულებაში – თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, იმოქმედეთ უფრო აქტიურად . . .

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება შემოგთავაზოთ ორმაგი ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესასრულებლად – შუადღე ხელს შეუწყობს პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 29 აგვისტო

2020 წლის ფინანსური ჰოროსკოპი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე