ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 29 იანვარი

ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ მშვიდად იყვნენ და ნუ მოიშლიან ნერვებს წვრილმან გაუგებრობებზე. მეორენახევართან ურთიერთობის დროს შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ შეეწინააღმდეგოთ მას. ასე კამათს აარიდებთ თავს. მარტოხელებს გამოგივათ ყველაფერი რაც ჩაფიქრებული გქონდათ. საუკეთესო დღეა დისკუსიებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

მივლინებები და მოკლე მოგზაურობები არ არის რეკომენდებული. ფინანსურად შემოსავლიანი დღე გექნებათ, შეივსება ბიუჯეტი.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

მსუბუქი კონფლიქტი არის მოსალოდნელი საყვარელ ადამიანებთან. დაუთმეთ მათ მეტი დრო რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გაუგებრობები. ყურადღება გაამახვილეთ საყვარელი ადამიანის სურვილებზე და აუსრულეთ მას შეძლებისდაგვარად. დღეს თქვენ დაგჭირდებათ მეგობრებთან საუბარი, რათა განთავისუფლდეთ სტრესისგან და დაიცალოთ ნეგატიური ენერგიებისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

საკმაოდ რთული დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. ასევე, საფონდო ბირჟაზე თამაში არ იქნება წარმატებული.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელ დღეს გადადეთ ყველაფერი და მთელი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. არავის მისცეთ უფლება გამოგიყენოთ და საკუთარ საქმეებში მოგიხმაროთ. საყვარელ ადამიანთან განიხილეთ ინტიმური დეტალები, სიყვარულში ყველაფერი კარგად გექნებათ. მარტოხელებმა არ ენდოთ ყველას ვინც სოციალურ ქსელში მოგწერთ. კარგი დღეა მასწავლებლების, ჟურნალისტების, თარჯიმნებისა და რეპეტიტორებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფულის შოვნა დიდ შრომას მოითხოვს. ნუ გადადებ ხვალამდე იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლია დღეს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 29 იანვარი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანებთან და ნათესავებთან კარგი ურთიერთობები შეიძლება გადაიზარდოს კომფლიქტში. დღეს გექნებათ კომფლიქტური დღე, ერიდეთ აგრესიის გამოხატვას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს შეგაშინებთ ცვლილებების, ცვლილებები გამოწვეული იქნება ერთფეროვნი ურთიერთობის გამო.

ფინანსური ჰოროსკოპი

ასტროლოგები ურჩევენ კირჩხიბებს, იყვნენ გონივრულები ფინანსების ხარჯვის დროს.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

არ მოატყუოთ საყვარელი ადამიანები და არ შელახოთ სასიყვარულო ურთიერთობა. მეორენახევარს თქვენი გვერდში დგომა სჭირდება. ოჯახის წევრები გაგიკეთებენ სიურპრიზებს. მარტოხელები უარს ნუ იტყვით პაემანზე, იქნებ ის სხვანაირია და არ გავს სხვებს. საუკეთესო დღეა ოჯახური შეკრებების, ნათესავების მონახულების და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ სესხი. არ ითამაშოთ აზარტული თამაშები.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 29 იანვარი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

გექნებათ სურვილი რომ მეტი გაიგოთ საყვარელი ადამიანის შესახებ. გაგიძლიერდებათ ცნობისმოყვარეობა. არ შეაწუხოთ მეორენახევარი ზედმეტი კითხვებით, მას თქვენ უყვარხართ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მაშინ დატკბით თავისუფლებით. კარგი დღეა დავიწყებული მეგობრების მონახულებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

რთული დღე იქნება პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად. დაეცემა ფინანსების შემოდინების ნაკადიც.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

ორიენტირებულები იქნებით საკუთარ მომავალზე, კარიერის გაუმჯობესებაზე. საქმე როდესაც სიყვარულს ეხება, სასწორი იაზროვნებს შემოქმედებითად და პროგრესულად. ესაუბრეთ თქვენს მეორე ნახევარს მომავალზე გადაუშალეთ მას გული, რადგან სტაბილურ და ბედნიერ წყვილებში ბევრს საუბრობენ ერთობლივ მომავალზე. მარტოხელა სასწორებმა გაანებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ ის რისი შეძენათ დიდი ხანია გსურდათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დაიცავით დისტანცია ოჯახსა და სამსახურს შორის, რადგან საყვარელ ადამიანს შეუძლია ხელი შეგიშალოთ მუშაობის დროს.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

არ ენდოთ უცნობ ადამიანებს, ეს ხელს შეგიშლით დასახული მიზნისკენ სწრაფვაში. მეორე ნახევართან კარგი ურთიერთობის დამყარება გაგიძნელდებათ, ეს დღევანდელი ასტროლოგიური მოვლენების გამო იქნება გამოწვეული. ასტროლოგები გირჩევენ დაისვენოთ და გათავისუფლდეთ ცუდი ემოციებისგან. მარტოხელა მორიელებმა დაუჯერეთ მეგობრებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელებისათვის ეს დღე შეიძლება ასოცირდეს გეგმების და მუშაობის რიტმის დარღვევასთან.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მარტოხელა მშვილდსონები, განსაკუთრებით პოპულარულები იქნებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. პლანეტების განლაგებს გამო თქვენი მიმზიდველობა გაიზრდება. მიუხედავად თქვენი ნიჭის და კომუნიკაბელურობისა, მშვილდოსანს შეიძლება არ ჰქონდეს სასაუბრო უნარ-ჩვევები რომანტიკული ურთიერთობის განვითარებისათვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

შესაძლოა, რომ ზოგიერთი კლიენტი უკმაყოფილო იყოს თქვენი მუშაობით და დაიწყოს აგრესიული ქცევა.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

გადადეთ ფინანსური ოპერაციები: არსებობს შეცდომის დაშვების დიდი რისკი. არასასურველია ტელეფონების და მისი აქსესუარების ბავშვებისთვის შეძენა. არ იყოთ ეჭვიანები და არ მოაწყოთ სკანდალები, ეცადეთ დაიმშვიდოთ ნერვები. მარტოხელებმა ყურადღება გაამახვილეთ ჩაცმულობაზე და შეიცვალეთ იმიჯი.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქები შეძლებენ გარემოსთან ადაპტირებას. საუკეთესო დღეა ახალ სამსახურში თავის წარმოსაჩენად.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

გუშინდელი მოვლენების შემდეგ, მრავალი მერწყულისთვის სასარგებლო იქნება საკუთარი თავის უკეთესად შეცნობა. ამავე დროს, ახლა არ ღირს სწრაფი დასკვნების გაკეთება. გამოავლინეთ მეტი სითბო და სიყვარული მეორენახევრების მიმართ. მარტოხელებო გაგიჭირდებათ პოტენციურ პარტნიორთან ურთერთობა. საუკეთესო დღეა შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყებად.

ფინანსური ჰოროსკოპი

მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მისაღებად ნუ გადადებთ საქმის შესრულებას ხვალამდე, გააკეთეთ ყველაფერი წინასწარ.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

თუ საყვარელმა ადამიანმა გაწყენინათ არ მიიტანოთ ეს გულთან ახლოს, ყველაფერი ჩაივლის და თავის ადგილას დადგება. პატივი ეცით ერთმანეთის პრეტენზიებს და უკმაყოფილებებს. ოჯახური ურთიერთობები გაუმჯობესდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უკეთესობისკენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

იყავით ფრთხილად, არ დაკარგოთ ფინანსები. უძრავი ქონების შეძენის წინ კარგად აწონდაწონეთ ყველაფერი.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 29 იანვარი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე