ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 სექტემბერი

უკეთესი იქნება გამოხვიდეთ გარშემომყოფების ზეგავლენიდან – ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, მანიპულირება მოახდინონ თქვენით. სასიყვარულო ურთიერთობებში გამოიჩინეთ გულისხმიერება და ენდეთ მეორენახევრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – თუ თქვენ, მოიწონებთ საყვარელი ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ მას ამცნობთ, დიდი შანსია ურთიერთობები უფრო გაამყაროთ და გააძლიეროთ. მარტოხელა ვერძები მიაღწევენ თავიანთ მიზანს

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დღეა ხარჯების ოპტიმიზაციისთვის.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კუროსთვის გასაგები გახდება წარსულისა და აწმყოს მნიშვნელობა მის ცხოვრებაში – თუ ეჭვი გეპარებათ, მიიღებთ საიმედო ცნობას 24 საათის განმავლობაში. სასიყვარულო ურთიერთობებში დააკმაყოფილებთ თქვენი საყვარელი ადამიანის მოლოდინებს – მეორენახევარი თქვენ მიგიჩნევთ იდეალურ პარტნიორად. მარტოხელა კუროს ელის სიურპრიზი

ფინანსური ჰოროსკოპი

მოუსმინეთ, თუ რას გთავაზობენ თქვენი პარტნიორები.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

თუ დღევანდელ დღეს სხვასთან ფლირტის დაუძლეველი სურვილი გაგიჩნდებათ, შეეცადეთ არ გადააჭარბოთ ზღვარს – წინააღმდეგ შემთხვევაში, გექნებათ არაპროგნოზირებადი შედეგები, გელით კომპლიქტი მეორენახევართან. მშვენიერი დღეა იმ ტყუპებისთვის, რომლებსაც აქვთ ტექნიკური შემოქმედების ნიჭი, უყვართ საგამომგონებლო, რაციონალიზაციისა და საინჟინრო საქმიანობით დაკავება.

ფინანსური ჰოროსკოპი

ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინც ფიზიკური შრომით არის დაკავებული.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 სექტემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღე შეგახსენებთ საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს – ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ დაივიწყონ გლობალური პრობლემები და დრო მშვიდ დასვენებას დაუთმონ. სასიყვარულო ურთიერთობებში უგემრიელესი ვახშამი და თქვენი მზრუნველობა საყვარელ ადამიანს კარგ ხასიათზე დააყენებს – თუ ისევ მარტო ხართ, შეეცადეთ შეწყვიტოთ ილუზიებში ცხოვრება.

ფინანსური ჰოროსკოპი

ურთიერთობა უფროსებთან დაგილაგდებათ, გექნებათ შემოსავლიანი დღე – მუშაკები შეძლებენ თავიანთი შემოსავლის გაზრდას.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები გირჩევენ თავიდან აიცილოთ მისტიკაში ჩაღრმავება, რადგან ნებისმიერ საიდუმლოებას აქვს ახსნა. ამ დღის ასტროლოგიური გავლენა, სასიყვარულო ურთიერთობებში დამოუკიდებლობის სურვილისკენ გიბიძგებთ – ამის მიუხედავად, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ბოროტად თქვენი პარტნიორის მოთმინება, თორემ განშორება გარდაუვალი იქნება. დღეს მარტოხელა ლომებისთვის ნებადართულია ნებისმიერი ახირება, თაყვანისმცემლები სიამოვნებით შეასრულებენ თითოეულს.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დროა მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობს, დისტანციურად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 სექტემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ქალწული გარშემორტყმული იქნება ბურუსით, რაც ხელს შეუწყობს გონების გაფანტვას – იმ ადგილებში, სადაც თქვენ სუსტი ხართ (მაგალითად, დახვეწილი ემოციების არეალში), მეგობრები ან გარემოებები ხელს შეგიწყობენ. სასიყვარულო ურთიერთობებში პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია ამბობს, რომ თქვენი ურთიერთობა ნორმალიზდება, თუ ცოტა ხნით დაივიწყებთ განსხვავებებს და ერთობლივ საქმიანობას ეწევით – მარტოხელა ქალწულები მიიღებენ კომპლიმენტებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაითვალისწინეთ, რომ არ განახორციელოთ კოლექტიურ პროექტებში ინვესტიციები.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს სასწორი ადვილად უმკლავდება დარჩენილ დავალებას ან პროფესიულ მოვალეობას – სასარგებლო ინფორმაცია დროულად მოვა თქვენთან საიდუმლო არხებით. დაგეგმილი მკურნალობის პროცედურები წარმატებით დასრულდება – სირთულეები უფრო სავარაუდოა იმ სასწორისთვის, ვინც ვერ ამყარებდა კონტაქტს გარემოსთან და არ ჰქონდა დრო, რომ სწორი ხალხის ნდობა და სიმპათია მოეპოვებინა. სასიყვარულო ურთიერთობაში მეორენახევართან გელით ჰარმონიული დღე, აუსრულეთ მას ყველა სურვილი – თუ კვლავ მარტო ხართ, სიყვარულში გამოტყდომა იმ ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანია მოგწონდათ, სასიამოვნო ემოციების ქარიშხალს მოგიტანთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ ჩამორჩებით გრაფიკს, უფროსებმა შეიძლება შეგახსენონ თქვენი ვალდებულებების შესრულება – იზრდება მომგებიანობა საქმიანობებთან დაკავშირებით.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ეს დღე მორიელებს სულიერ სტაბილურობას ანიჭებს – ვარსკვლავები გირჩევენ, შეისვენოთ, რადგან ხვალ ისევ შრომაში იქნებით. არაფერი არ დაუმალოთ საყვარელ ადამიანს, იყავით გულწრფელები და არ მიაყენოთ ტკივილი თქვენს მეორენახევარს – მარტოხელებმა პარტნიორის ნაადრევი შეფასებებისგან თავი შეიკავეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დროა მათთვის, ვინც სტაჟირებას გადის

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მშვილდოსნებმა უკეთესი იქნება შეინარჩუნოთ სახლში მშვიდობა და ჰარმონიულობა – ვარსკვლავები გირჩევენ ხვალისთვის გადადოთ ნებისმიერი რთული სამუშაო. ამ დღეს ადვილია ოჯახთან ურთიერთობა, შეგიძლიათ მოაგვაროთ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია დეტალებში ჩაღმავება. თუ თქვენს საყვარელ ადამიანს არ შეუსრულებთ თხოვნებს, შეეცადეთ ეს რაც შეიძლება უფრო ტაქტიანად გააკეთოთ და მიეცით პირობა, რომ უახლოეს მომავალში შეუსრულებთ სურვილებს. მარტოხელა მშვილდოსნებს ელით რომანტიკული თავგადასავალი და მიიღებთ ულევ პოზიტივს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსნის დღევანდელ დღეს მშვიდი და სტაბილური არ შეიძლება ეწოდოს – თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ფინანსურ გარიგებებთან, მაშინ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული ტექნიკური ხარვეზები და უბედური შემთხვევები, ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვისაც შემოსავლის რამდენიმე დამატებითი წყარო აქვს.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

ურთიერთობის მშვიდობიანი ეტაპი კარგია ინტიმური შეხვედრებისთვის, კონფიდენციალური საუბრებისთვის – ამ დღის ასტროლოგიური გავლენა თხის რქებს გრძნობების გამოვლენის თავშეკავებისკენ უბიძგებს, ეს ხელს არ შეგიშლით მაქსიმალური მზრუნველობა გამოავლინოთ საყვარელი ადამიანის მიმართ. თუ ახლა მარტო ხართ, გადადგით გაბედული ნაბიჯი და წადით პაემანზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეძლებთ მიმდინარე საკითხების წარმატებით გადაწყვეტას.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

ღირს უფრო მსუბუქად მოექცეთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს, წადით გონივრულ დათმობებზე. სასიყვარულო ურთიერთობებში, თქვენს მეორენახევართან მიმართებაში გაუგებრობები შეიძლება გარკვეულწილად გაზვიადებული იყოს, თქვენ გექნებათ საერთო მოსაზრებები მაგრამ განსხვავებული ფორმულირებით.

ფინანსური ჰოროსკოპი

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ ღირებული ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სწორად მოახდინოთ რეაგირება. თქვენს მიერ ჩატარებულ სარეკლამო აქტივობებს პოზიტიური შეფასებები ექნება.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

თქვენ არ გამოიჩენთ ინიციატივას, მაგრამ შეძლებთ დახვეწილად მართოთ საუბარი სწორი მიმართულებით. შეეცადეთ თავი აარიდოთ კრიტიკას და გამოიტანოთ დასკვნები იმისგან, რასაც დღეს თქვენი საყვარელი ადამიანი გეუბნებათ – წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს შორის ნდობა ძალიან შეირყევა.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი პერიოდია მარკეტინგული ბაზრის კვლევისთვის, ბიზნეს გეოგრაფიის გაფართოების უფრო მომგებიანი ვარიანტების მოსაძებნად. თავი შეიკავეთ ვალუტის გადახურდავებისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 სექტემბერი

მინდა მივიღო ყოველდღიური ჰოროსკოპი და გავეცნო ახალ პოსტებს

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე