ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 აგვისტო

დღეს ვერძები შეძლებენ გარემოებების შეცვლას, იპოვნიან ენერგიის გამოყენების ახალ დანიშნულებას და დაიბრუნებენ სულიერ სიმშვიდეს – ჩიხიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ თავისუფლად ქმედება. რთულ სიტუაციებში ვერძებს მხარს დაუჭერენ მეგობრები – ასევე დღეს გაგიჭირდებათ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმარება. სასიყვარულო ურთიერთობებში ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გამოავლინოთ ორიგინალურობა – ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ გაითვალისწინეთ გარშემომყოფების შეფასებები და მოუსმინეთ მათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენი საქმიანობის პოპულარობა და ბიზნესის რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, მოიმატებს შეკვეთების რაოდენობა და შესაბამისად გაიზრდება ფინანსებიც.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს საქმიანობაში კუროებს ელოდებათ კარგი სიურპრიზი, შეიძლება მოახდინოთ გეგმების განახლება – ასევე შეიძლება შეგეცვალოთ ჩვევები, თავს იჩენს ახირებები და უცნაურობები. დღევანდელი დღე კარგია ცვლილებებისთვის! მოსალოდნელია, რომ შეგეცვლებათ დამოკიდებულება მეორე ნახევრის მიმართ – მარტოხელა კუროებს შეეცვლებათ გეგმები, საღამოს აღმოჩნდებიან რომანტიკულ გარემოში.

ფინანსური ჰოროსკოპი

ეს დღე ხელსაყრელი აღმოჩნდა ოფისის თანამშრომლებისთვის, განსაკუთრებით ბუღალტერებისთვის – თქვენ პრაქტიკულად არ დაუშვებთ შეცდომებს ციფრებთან მუშაობის დროს.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე, ტყუპებს მისცემს საშუალებას თავი დააღწიოს შინაგან თუ გარეგან პრობლემებს – უმჯობესი იქნება, რომ იმოქმედოთ არასტანდარტულად, მაგრამ რთულ სიტუაციებში სამეგობრო უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე ოჯახური კავშირები. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მყარია, მაშინ არ შეგეშინდებათ მოულოდნელი სიურპრიზების. ტყუპებს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ გაიხსენონ ბავშვობა და არ შეიზღუდონ თავი სპონტანურობაში – ეს თქვენ მოგანიჭებთ შინაგან თავისუფლებას და საშუალებას მოგცემთ უკეთესი ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ მეორენახევართან – მარტოხელა ტყუპებს შეუძლიათ დიდი ცვლილება შეიტანონ საკუთარ ცხოვრებაში.

ფინანსური ჰოროსკოპი

საქმიანი შეხვედრები დაგეგმეთ დილით – დღე ხელსაყრელია სავაჭრო მუშაკების, შუამავლების, კონსულტანტების და ავტომობილების მძღოლებისთვის. ნუ შეუშინდებით ბიზნესის წამოწყებას, ყველა საქმე კარგად წავა – გაიზრდება შემოსავლები.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს არ ღირს, რომ კირჩხიბებმა იარონ ძველი გზით – უმჯობესი იქნება იყოთ კომუნიკაბელურები და გააფართოვოთ სანაცნობო წრე. საქმეების მოგვარებისას რუტინული ნაბიჯები და სტანდარტული ხედვა არასასურველია. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღეს სიყვარულში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, კირჩხიბებს მოუწევთ სხვადასხვა ვარიანტების განხილვა – მარტოხელა კირჩხიბი კმაყოფილი იქნება დღევანდელი ნაცნობობით. დღე დადებითად წარიმართება იმ კირჩხიბებისთვის, რომლებსაც აქვთ შემოსავალი უძრავი ქონების რესურსის გამოყენებით.

ფინანსური ჰოროსკოპი

მოახდინეთ თქვენი ბიუჯეტის ანალიზი, ნუ წამოიწყებთ ახალ პროექტებს და არ ჩადოთ ფული სარისკო საქმეებში – შედარებით მომგებიანი შეიძლება იყოს სპეკულაციური ბიზნესი. ფინანსურად მდორე დღეა

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები ლომებს გარემოს შეცვლისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ბევრი ლომი ამისთვის მზად არ იქნება – შინაგანი არეულობის გამო, თქვენ შეიძლება ვერ გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები. იმისათვის, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში იყოთ წარმატებულები უნდა გამოიყურებოდეთ მიმზიდველად – მეორენახევარი აღფრთოვანებული იქნება თქვენი გარეგნობითა და მანერებით. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, გამოიჩინეთ ინტერესი და გაარკვიეთ თუ რას აფასებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ყველაზე მეტად ურთიერთობებში. დღეს შეიძლება წარმატებას მიაღწიონ იმ ლომებმა, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ და ეძებენ საიმედო ბიზნეს თანამშრომლობის დამყარებას.

ფინანსური ჰოროსკოპი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც თქვენზე უფროსი და გამოცდილია – ამ ადამიანებისგან ყველაზე მეტად ისარგებლებთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელ დღეს უმჯობესი იქნება, რომ ქალწულები დაკავდეთ რაიმე უჩვეულო საქმიანობით – დღეს ქალწული დაბნეულობის მაქსიმუმს მიაღწევს, ეს განსაკუთრებით შეეხებათ იმ ქალწულებს, რომლებიც პარალელურად ორ საქმიანობას შეეჭიდებიან. მოგიწევთ, რომ საყვარელ ადამიანს დაუმტკიცოთ თქვენი გადადგმული ნაბიჯების სისწორე, ნუ გაბრაზდებით თუ შედეგს ვერ მიაღწევთ – ცოტახანში, საყვარელი ადამიანი აღიარებს, რომ მართალი ხართ. მარტოხელა ქალწული მოხიბლავს მისთვის შესაფერის კანდიდატს – საღამო დაუთმეთ საკუთარ თავს, წადით საშოპინგოთ და იყიდეთ ყველაფერი რაც მოგწონთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები ქალწულებს ურჩევენ, რომ გაუმკლავდნენ გრძელვადიან ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემებს – ინვენტარის ყიდვა მაღაზიებში წარმატებული იქნება, შეიძლება იყიდოთ საქონელი დიდი ფასდაკლებით.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები სასწორებს ურჩევენ, რომ არ იყვნენ ყურადღების ეპიცენტრში – შესაძლოა თქვენ დაუშვათ შეცდომები, რომლის გამოსწორება არც თუ ისე მარტივი იქნება. კარგი დროა სპორტისთვის, დაკავდით აქტიური ვარჯიშებით. მეორენახევართან სასიყვარულო ურთიერთობებში გექნებათ სრული იდილია, საღამოს მოგიწევთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება – თუ კარგ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაშინ ეს მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ურთიერთობებს უკეთესობისკენ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, შეეცადეთ კონტაქტი დაამყაროთ ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

უკეთესი იქნება დაგეგმოთ თქვენი საქმეები პრიორიტეტების შესაბამისად – აწარმოეთ მოლაპარაკებები და დაკავდით საქმიანი შეხვედრებით, ასე განავითარებთ ბიზნესს.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მორიელები უნდა იყვნენ ყურადღებით, განსაკუთრებით რუტინულ საქმიანობებში, ცხოველების მოვლისას, მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან და უცხო ადამიანებთან კომუნიკაციისას – დღეს კარგად შედგენილი გეგმა იქნება თქვენი წარმატების საიდუმლო, საყვარელ ადამიანთან ერთად წადით კინოში – ეს გააუმჯობესებს ორივეს განწყობას, რაც დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობაზე. მარტოხელა მორიელებმა არ თქვათ უარი მაცდურ წინადადებაზე – დღეს საქმიანობებში მაქსიმალურად გამოიყენებთ ნიჭს და შესაძლებლობებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შესანიშნავი დროა ცოდნის გასაუმჯობესებლად, დაფიქრდით იმაზე, თუ რა შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენს პროფესიაში – შეძლებთ მარტივად იპოვნოთ სწორი პასუხები, თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსნებს გექნებათ საშინელი რეაქცია სხვა ადამიანების მოქმედებებზე, ვერავინ შეძლებს იყოს თქვენნაირი. გაითვალისწინეთ დრო, ცუდმა სიტყვებმა და უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს უბედურება – სავარაუდოდ, შეფერხდება ბიზნესის განვითარება და მოგივათ უთანხმოება კოლეგებთან. მშვილდოსნები დაფიქრდებიან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან – ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიტუაციას შეხედოთ რეალისტურად და არ გადაეშვათ ფანტაზიების მორევში. თუ მარტოხელა ხართ იზრუნეთ თქვენს იმიჯზე. ყურადღება მიაქციეთ სწავლას და კარიერის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

არასასურველია ანაბრების განთავსება ბანკებში და ინვესტიციების განხორციელება საშიშ პროექტებში.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

მიიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ. კარგი დღე იქნება პირადი ურთიერთობებისთვის – დღეს გაიაზრებთ, თუ რამდენად ძვირფასია თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის – გექნებათ სასწაული ურთიერთობა, უმჯობესი იქნება თუ მოიწყობთ რომანტიკულ გარემოს და ისადილებთ სანთლის შუქზე. მარტოხელა თხისრქა არ დაეყრდნობა იმპროვიზაციას და იმოქმედებს ჩვეული გეგმის მიხედვით.

ფინანსური ჰოროსკოპი

თავი შეიკავეთ ფინანსური გარიგებებისგან – დღის ბოლოს, სასტუმროსა და რესტორნების მენეჯერებს გაუგებრობა ექნებათ მომხმარებლებთან. გექნებათ შემოსავლიანი დღე, ჩაგერიცხებათ პრემია.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მერწყულებისთვის მოგვარდება ტრანსპორტირების და კომუნიკაციის პრობლემები – გარემო უფრო ადაპტური გახდება. დღეს საქმიანობა მოითხოვს უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას ვიდრე ადრე. შეინარჩუნეთ სიმშვიდე – დაელოდეთ გარემოებების საუკეთესო მდგომარეობას და სასურველი შედეგის მიღწევა ბევრად უფრო მარტივი გახდება. დღეს არის კარგი დღე, გააკეთებთ ბევრ კარგ საქმეს თქვენთვის და გარშემომყოფებისთვისაც. სასიყვარულო ურთიერთობებში, შეეცადეთ დააზუსტოთ თქვენი პარტნიორის პრიორიტეტები და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ – მარტოხელა მერწყულს მოულოდნელად ეწვევა სიყვარული.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ არ დაეყრდნოთ მეხსიერებას, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი ფაქტები ბლოკნოტში – დღის ბოლოს, საოფისე ტექნიკა შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე გაიძულებთ, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – თქვენი იდეები იმდენად წარმატებული იქნება, რომ გარშემომყოფები თვითონ შემოგთავაზებენ გვერდში დგომას თქვენი გეგმების შესასრულებლად. ზოგჯერ ძნელი იქნება წინასწარ განსაზღვროთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თქვენს მოქმედებებს – დააკვირდით სხვებს, შეისწავლეთ მათი მოქმედებები და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები – ასე თავიდან აიცილებთ შეცდომებს. სამუშაოების შესრულებისას, თევზებს შეიძლება ეწვიოთ გაუთვალისწინებელი სირთულეები – არ მოუსმინოთ სხვის რჩევებს, შეეცადეთ თავად აღმოფხვრათ პრობლემები.

ფინანსური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი თავად იპოვის შემოსავლის გაზრდის უნიკალურ საშუალებას. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ოჯახის სახსრებს ან ახლობლების ქონებას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 აგვისტო

მინდა მივიღო ყოველდღიური ჰოროსკოპი და გავეცნო ახალ პოსტებს

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე