ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 იანვარი

საღამოს, დასვენების ნაცვლად, ვერძს მოუწევს სამუშაოზე (ფინანსებზე) ფიქრი. სასიყვარულო ურთიერთობებში, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. კარგი ურთიერთობა გექნებათ მეორენახევრებთან. მარტოხელებისთვის კი ბრწყინვალე დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. საუკეთესო დღეა შინაური ცხოველების გასასეირნებლად და მოვლისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის მეორე ნახევარში იგრძნობთ არასტაბილურობას. ეს გამოწვეული იქნება გარემოების მოულოდნელი ცვლილებით. მოსალოდნელია ტექნიკური და ფინანსური ხარვეზები.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

მეუღლესთან ურთიერთობაში შეიძლება გაჩნდეს ბზარები და არ დაუშვათ რომ ეს ბზარი გაფართვოდეს. სასწრაფოდ დაფიქრდით ყველაფერზე და დაუბრუნდით ჰარმონიას. მარტოხელები ყველანაირ მიზანს მიაღწევენ. ხასიათზე მოსასვლელად დაკავდით სპორტით. საუკეთესო დღეა დაკარგული მეგობრების მოსანახულებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

ნაშუადღევს უარყოფითი ტენდენციები გამძაფრდება. დღეს არასასურველია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღის ძირითადი ნაწილი დაუთმეთ სახლს, ოჯახს, პირად ცხოვრებას და ყოველდღიურ მოვალეობებს. საუკეთესო დროა სახლში ცვლილებების და განახლებების შესატანად. თუ ნაჩხუბარი იყავით შეყვარებულთან, გაიგეთ რა იყო ამის რეალური მიზეზი და შეურიგდით მას.

ფინანსური ჰოროსკოპი

ახალი ინფორმაციის ათვისება და დამახსოვრება გაგიჭირდებათ. უპირველეს ყოვლისა, ამას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესზე.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 იანვარი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ პირად ცხოვრებაში შეიტანთ ცვლილებებს. საყვარელ ადამიანებს აღარ დაუთმოთ და გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც გინდათ. სიყვარულში ფოკუსირება მოახდინე ურთიერთობაზე, როგორც ასეთი და ნაკლებად გაამახვილეთ ყურადღება დეტალების სისწორეზე. მარტოხელები გაბედნიერდებიან!!!

ფინანსური ჰოროსკოპი

იყავით მზად ნებისმიერი მოულოდნელი მოვლენისთვის. არ არის რეკომენდებული სადეპოზიტო ანგარიშებიდან თანხის ნაჩქარევად გატანა და ვალუტის გადახურდავება.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

შუადღისას უმჯობესია ყურადღება გავამახვილოთ საყიდლებზე. ლომები კარგად გაუმკლავდებიან სირთულეებს და მიაღწევენ სასურველ შედეგებს. საყვარელი ადამიანი იქნება ბედნიერი იმიტომ, რომ თქვენ არსებობთ. მარტოხელებმა ჩაიხედეთ გულში და საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, გჭირდებათ თუ არა ესეთი ურთიერთობა ? საუკეთესო დღეა ბავშვებთან კომუნიკაციისათვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში მოსალოდნელია გართულებები.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 იანვარი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

თუ, ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ და არ გწვევიათ სიყვარული, მაშინ ხელიდან არ გაუშვათ დღევანდელი შესაძლებლობა. მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას. დღეს ქალწულები დაიწყებენ გრძნობებით, საჭიროებებით და ჩვევებით ხელმძღვანელობას. საკუთარ თავში თავდაჯერებულობა დადებითად აისახება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე. თქვენი წყალობით შენარჩუნდება ურთიერთობაში ჰარმონია. მარტოხელა ქალწულებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ არ გადადონ დაგეგმილი პაემნები, მაგრამ თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

დაუშვებთ შეცდომებს ჩვეულებრივზე მეტად და ეს გამოიწვევს დიდი დროის დაკარგვას პრობლემების მოგვარებაში.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები, ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. მეორე ნახევარი გაგებით მოეკიდება თქვენს პრობლემებს და მის მოგვარებაში მოგეხმარებათ. დღეს კარგი იქნება ცოდნის გაღრმავება, გაიარეთ ონლაინ კურსები და აიღეთ სერთიფიკატები. საღამოს გაისეირნეთ მარტომ – ეს ძალიან დაგემხარებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები სასწორებს ურჩევენ, მაქსიმალურად შეეცადონ ფინანსური რესურსების შენარჩუნებას. ფაქტია, რომ დღეს მატერიალური ზარალის ალბათობა გაიზრდება. 

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე წარსულს გაგახსენებთ, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებთან. პოზიტიური ნოსტალგიის ერთ-ერთი მიზეზი ძველი მეგობრის ნახვა და მასთან საუბარი იქნება. კარგი იქნება თუ განმარტოვდებით საყვარელ ადამიანთან და სანთლის შუქზე რომანტიკულ ვახშამს მოიწყობთ. მარტოხელებმა იფიქრეთ ყოფილ მეუღლეებზე, შეყვარებულებზე და ეცადეთ აღადგინოთ მათთან ურთიერთობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენს საქმიანობას შეიძლება დაბრკოლება შეექმნას. ნუ გააკეთებ იმას, რასაც არავინ გთხოვს – ინიციატივა არ იქნება წარმატებული. 

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

საყვარელ ადამიანებთან მშვილდოსნებს მოემატებათ მოვალეობის გრძნობა. გადაწყვეტილების მიღებისას, თქვენი პარტნიორის ინტერესებით იხელმძღვანელეთ. კარგი დღეა განსატვირთად, მეგობრების მოსანახულებლად და დასალევად. გამოიყენეთ დღევანდელი დღე გართობისთვის, დღეს ხომ შაბათია.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსების დაგეგმარების დროს შეიძლება შეცდომა დაუშვათ და გახდეთ ტყუილის მსხვერპლი. არ ენდოთ უცნობ ადამიანებს, არ განახორციელოთ ინვესტიცია საეჭვო კრიპტოვალუტაზე.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

არ დაკარგოთ არცერთი წუთი და წამი, დატკბით თქვენი მეორენახევრით და იბედნიერეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში გაგიმართლებთ, ეს დღე იქნება მნიშვნელოვანი თქვენი ურთიერთობებისთვის. დღევანდელი მოვლენები მოგანიჭებთ ახალ გამოცდილებას და შეგიქმნით ახალ წარმოდგენებს თქვენს საყვარელ ადამიანზე. კარგი იქნება თუ მარტოხელები შეურიგდებიან ყოფილ შეყვარებულებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსებზე და სამსახურზე ფიქრი დაიწყეთ ორშაბათიდან.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მერწყულებო ვარკსვლავები გირჩევენ არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, იხელმძღვანელეთ მხოლოდ პრაქტიკიდან გამომდინარე. სიყვარულში ყველაფერი კარგად გექნებათ და მარტოხელებო თქვენ აღმოაჩენთ ადამიანს, ვისთანაც სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ. საუკეთესო დღეა ონლაინ შოპინგისათვის, მოიძიეთ ფასდაკლების ვაუჩერები სხვადასხვა საიტებზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ გამოიჩინოთ ინიციატივები საქმიანობის დროს და დაუჯერეთ თქვენზე ზემდგომებს.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

გაზრდილი კომუნიკაბელურობის გამო თევზები იგრძნობენ მიზიდულობას უცხო ადამიანების მიმართ. სიყვარულში ყველაფერი კარგად გექნებათ და არ გაამწვავოთ სიტუაციები ზედმეტი გამოხტომებით. მეორენახევარი არ შეჭამოთ უაზრო კითხვებით, ეს მას გააღიზიანებს. ეცადეთ რომ არ გასცეთ დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ, მოგიწევთ ყველაფრის შესრულება.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას, არ უნდა დაეყრდნოთ ინტუიციას, მინიშნებებს – ასე შეიძლება მოტყუვდეთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 იანვარი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე