წაიკითხე, თუ რას ურჩევენ ვარკვლავები დღეს ზოდიაქოს ნიშნებს, ასევე შეამოწმე შენი ყოველდღიური, საერთო და ფინანსური ჰოროსკოპი. ყოველდღიური ჰოროსკოპი ( 30 ივნისი )

ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 ივნისი

დღეს ვერძმა შეიძლება გაწყვიტოს მეუღლესთან ურთიერთობა. ყველაფერი მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაივლის – ხვალ აღარც კი გაახსენდებათ ჩხუბის შესახებ. მარტოხელა ვერძებო, ასტროლოგები გირჩევენ რომ დაანებოთ ყოფილზე ფიქრს თავი.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსურ საკითხებში იქნებით უიღბლოები, უმჯობესია გადადოთ რიცხვებთან მუშაობა მომდევნო დღისთვის. თქვენში გაიზრდება ფულის ხარჯვის სურვილი, ეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი ხარჯები. არ არის საუკეთესო დრო ინვესტიციების, ფინანსური სპეკულაციების და რეკლამირებისთვის.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელ დღეს დაამძიმებს თქვენი სტრესული მდგომარეობა – კარგი იქნება თუ დაიკიდებთ ყველას აზრს და განახორციელებთ საკუთარს. მარტოხელა კუროებო სიყვარულის ძიებაში წარუმატებლობები გელით. ძალიან კარგი დღეა თავისუფლად ყოფნისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

კუროსთვის დღეს შეიძლება ასოცირდეს წარუმატებელ ინიციატივებთან. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკება და შუამავლის როლი დავების მოგვარებისას. ბიზნესმენებს მეტი ამბიცია უნდა ჰქონდეთ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

სირთულეების მიუხედავად, კარგი დღე გექნებათ. სასიყვარულო ურთიერთობებში დაიწყება პოზიტიური პერიოდი, თქვენ გადალახავთ ყველა სირთულეს და დაიწყებთ ოჯახურ ცხოვრებაზე ფიქრს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება საკმარისად ყურადღებიანი არ იყოთ ციფრებთან მუშაობის დროს – ხშირად გადაამოწმეთ საკუთარი თავი შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 ივნისი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

გაგიმართლებთ ოჯახურ ცხოვრებაში, უცბად ჩამოვარდება ჰარმონია – ეს ის ჰარმონიულობა იქნება რომელსაც ასე ნატრობდით. შეყვარებულებთან არ გამოავლინოთ ამბიციები, ჯობს მათ დაემორჩილოთ. საუკეთესო დღეა მარტოხელა კირჩხიბებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

კირჩხიბები დღეს სავარაუდოდ ვერ მიიღებენ დაპირებულ პრემიას ან ჯილდოს დამქირავებლისგან. თქვენი დამოკიდებულება ფინანსებთან შეიძლება ზედმეტად ემოციური იყოს. ბიზნესმენებისთვის ადვილი არ იქნება ინვესტორების მოზიდვა.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

აუცილებლად გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდოდათ, ლომებო თქვენთვის მომგებიანი იქნება საქმიანობა რომელიც გიყვართ და ნერვებს არ გიშლით. მარტოხელებო, მიყევით ინტუიციის ხმას, სიყვარულში დაძაბულობა გაქრება და ჰარმონია დაისადგურებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის საუკეთესო დღე გამოცდებისთვის, გასაუბრებისთვის და ახალი იდეების რეალიზებისათვის. წარუმატებლობის შემთხვევაში შეეცადეთ იყოთ მშვიდად და რაციონალურად შეხედოთ ყველაფერს. თავი შეიკავეთ საჯარო განცხადებებისა და მარკეტინგული საქმიანობისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 ივნისი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულებო სირთულეებთან ჭიდილი უფრო ძლიერებს გაგხდით. მარტოხელა ქალწულები შეეცდებიან პარტნიორის გულის მოგებას, ასტროლოგები გირჩევენ – იყოთ გულღიები და ალალები, არ დაუმალოთ თქვენს შესახებ პოტენციურ მეორენახევარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ არ დათანხმდეთ არაოფიციალურ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს. შეკვეთების დასრულებამდე აუცილებლად მოითხოვეთ გამომუშავებული თანხა.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

აუცილებლად მოინახულეთ ოჯახის წევრები, დღეს მათთან საუბარი და ფუსფუსი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ყურადღება დაუთმეთ ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. მარტოხელებმა დააფასეთ პიროვნება, რომელიც თქვენზე ზრუნავს და თქვენი გულის მოგებას ცდილობს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესის მხრივ რთული დღე გელოდებათ – ფაქტია, რომ გარემოებები ხშირად შეიძლება შეიცვალოს და თქვენ ყოველ ჯერზე მოგიწევთ მუშაობის ახლიდან დაწყება.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

იქნებით მიზანდასახულები და დაიცავთ საკუთარ ინტერესებს. დღეს, ყველანაირი რისკი გამართლებული იქნება, არ გაუშვათ ხელიდან შანსი – რომელსაც ეს დღე გიბოძებთ. მეუღლე მგრძნობიარე იქნება თქვენს მიმართ, თქვენი სიყვარული გაძლიერდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელებისთვის დღეს ადვილი არ იქნება გუნდური საქმიანობა, ეცადეთ სამუშაო მარტომ შეასრულოთ. შეიძლება მოგიწიოთ არაერთი კრიტიკის მოსმენა თქვენი მისამართით.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ საკუთარ აზრებს არ გამოხატავთ, დაინდეთ გარშემომყოფები არ განრისხდეთ და ნუ ეჩხუბებით ყველას ვინც გზაზე გადაგეღობებათ. მშვილდოსნები წარმატებით გადალახავენ აურზაურს და ოჯახურ დრამებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსნისთვის, რომელიც მივლინებაში იმყოფება, ეს დღე შეიძლება უწყვეტი დაბრკოლების კურსს დაემსგავსოს. შეიძლება გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდეთ და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს პროდუქტიულობას.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ ოჯახის წევრებთან საერთო ენას გამონახავთ, ეს დაგემხარებათ პრობლემების მოგვარებაში. დღეს სამსახურში მონოტონური დღე გექნებათ – იქნებით ავტოპილოტზე. სასიყვარულო ურთიერთობები უკანა ფლანგზე გადაინაცვლებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

უმჯობესია არ აიღოთ პასუხისმგებლობა სხვისი ფულის მართვაზე, ეს ეხება ბურალტრებს და ფინანსური ინსტიტუტების თანამშრომლებს. ასევე არასასურველია ფულის სესხება და სესხის გაცემა – პრობლემური იქნება ამ თანხის დაბრუნება.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

სამსახურში ნუ მოდუნდებით, არ დაუთმოთ ასპარეზი სხვებს – კვირას მოგიწევთ სირთულეებთან გამკლავება, გაიმარჯვებს ის ვინც ბოლომდე იბრძოლებს (არავის დააჩაგვრინოთ თავი). საუკეთესო დღეა ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად და მოსალხენად.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულებს დღეს გაუჭირდებათ ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკება და მომხმარებლის მომსახურება. ფაქტია, რომ ახლა რთულია თქვენთან ურთიერთობა – ეს ყველაფერი ასტროლოგიური გავლენებით იქნება გამოწვეული. გაუგებრობამ შეიძლება გამოიწვიოს აურზაური და კონფლიქტური სიტუაციები კოლეგებთან.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

ოჯახური ცხოვრება თევზების ფსიქიკას შელახავს, სამსახურში წასულებს შეიძლება არც კი მოგინდეთ სახლში დაბრუნება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, სიმშვიდე დღეს ისაა რაც ყველაზე მეტად გამოგადგებათ. ძალიან კარგი დღეა მეგობრებთან ერთად გართობისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ოფისში მომუშავე თევზებს შეიძლება შეექმნათ დაბრკოლებები. არ გექნებათ საკმარისი ცოდნა გარკვეული საკითხების გადასაჭრელად. ასევე ამ დღეს, სტუდენტებს არ გაუჭირდებათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 30 ივნისი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე