ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 31 იანვარი

დილით შეგიძლიათ გააკეთოთ საქმის ძირითადი ან რთული ნაწილი, ხოლო დარჩენილი დრო დაუთმოთ სასიამოვნო წვრილმანების შესრულებას, რომელიც სიამოვნებას მოგღვრით. სასიყვარულო ურთიერთობები გაგიუმჯობესდებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე რთული იქნება პარტნიორულ ურთიერთობებში.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

არ ეჩხუბოთ საყვარელ ადამიანს და მოაგვარეთ პრობლემები. კუროებო საუკეთესო დღეა ბავშვებთან კომუნიკაციისათვის, ასევე კარგი იქნება თუ გაერთობით მათთან ერთად. მარტოხელებმა უფრო ფართოდ გაახილეთ თვალები.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ გაუზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენზე ზემდგომებს.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

შეისვენეთ, მოეშვით და დაისვენეთ. ეს დრო გამოიყენეთ მაქსიმალურად დასვენებისთვის. მეუღლე თქვენს მიმართ გამოიჩენს მზრუნველობას, დააფასეთ ეს ყველაფერი და ნუ იქნებით ეგოისტები. კარგი დღეა განსატვირთად, მიიღეთ მცირეოდენი ალკოჰოლი და გაანალიზეთ წინა დღეების მარცხი.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ აიღოთ ხანგრძლივი სესხი და მნიშვნელოვანი საქმეები არ გადადოთ მომდევნო დღისთვის.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 31 იანვარი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები მეორენახევრებთან. ცხოვრებაში გადადგამთ დიდ ნაბიჯებს უკეთესი მომავლისკენ.  წარსულს ჩაბარდება ნეგატივი და შეივსებით პოზიტივით. კირჩხიბებო გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობაც. საუკეთესო დღეა დასასვენებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

საოჯახო საქმეებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ ფინანსების მობილიზებაში.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

საქმეებში სასურველია, რომ გამოიჩინოთ მეტი სიზუსტე და თანმიმდევრულობა. მოაწესრიგეთ ფინანსური საქმეები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეტალები. გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანის სურვილები. მარტოხელა ლომებო მომატებული ემოციურობა შეანელებს მეორე ნახევრის პოვნის პროცესს.

ფინანსური ჰოროსკოპი

არასასურველია სამუშაო შეხვედრების, ვიზიტების დაგეგმვა და გამოცდილების გაზიარება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 31 იანვარი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შრომატევადი საქმეები აუცილებლად შეასრულეთ დილით. უმჯობესია არ იყოთ მშვიდად, მოაგვარეთ ძირითადი საქმეები . მეორენახევართან ურთიერთობა მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. საუკეთესო დღეა მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად, ასევე დასვენებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ პრობლემებს და მშვიდად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები. 

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასურველია თავიდან აიცილოთ სტრესი და ზედმეტი უსიამოვნებები. დღეს უმჯობესია განმარტოვდეთ და იყოთ მარტო. უმჯობესია დაისვენოთ, იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე ან მოემზადოთ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. კარგი დღეა ავია ბილეთების შესაძენად.

ფინანსური ჰოროსკოპი

ქსელური მარკეტინგის კონსულტანტები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ ახალი მომხმარებლების და აბონენტების მოზიდვას.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები, მორიელებს მეუღლეებთან შეცდომების გაანალიზებას ურჩევენ. ორივე მზად იქნებით რომ შეინარჩუნოთ კავშირი, მაგრამ თუ არ გამოვიდა უმჯობესი იქნება დარჩეთ მეგობრებად. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება დაშორება და რაც უფრო დიდხანს გაწელავთ, მით უფრო მტკივნეული იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება. მარტოხელა მორიელებმა არ უნდა დაივიწყოთ საკუთარი თავი, მიაქციეთ ყურადღება იმიჯს და ახალი ურთიერთობებიც არ დააყოვნებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ოფისის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები შეიძლება გაუარესდეს.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსნისთვის დღეს არ იქნება ყველაზე პროდუქტიული დღე. გზაზე წააწყდებით სირთულეებს რომლის მოგვარება არც თუ ისე მარტივი იქნება. მარტოხელა მშვილდოსნები ლაღად და ჰარმონიულად იურთიერთებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. მეორე ნახევრებთან იდეალური ურთიერთობა გექნებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

რთული დღე იქნება, ეს განსაკუთრებით შეიძლება შეეხოს სოციალურ მუშაკებს, გამყიდველებს, შუამავლებს, კონსულტანტებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებისთვის კარგი დღეა, მაგრამ არ უნდა ელოდოთ დიდ გამარჯვებებს. სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით ფრთხილად, არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი თქვენი ეგოიზმის გამო. მარტოხელებმა მოინახულეთ ყოფილი შეყვარებულები, დაამყარეთ მათთან კონტაქტი და განიხილეთ წარსული შეცდომები.

ფინანსური ჰოროსკოპი

საოჯახო ბიზნესი ახალ ეტაპზე გადავა და კარგ შემოსავლებს მოგიტანთ.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები მერწყულს ურჩევენ ყურადღება მიაქციონ ნებისმიერ შეუსაბამობას და გაითვალისწინონ ისინი. აკონტროლეთ ბიუჯეტი და ხარჯეთ ფული გამოზომილად. საყვარელ ადამიანთან პრობლემები მალე მოგვარდება. სიყვარული ახალ ეტაპზე გადავა.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულებო უმჯობესია საქმიანი შეხვედრების გადადება.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

მეუღლეებთან შეიძლება თავი იჩინოს პრობლემებმა. რაც, ძირითადად განპირობებული იქნება თქვენი შინაგანი არეულობის გამო. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. მარტოხელებმა არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბანკირები, ბუღალტრები და მოლარეები ფრთხილად უნდა მოეკიდონ ციფრებს – აქ შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 31 იანვარი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე