ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 4 აპრილი

დღევანდელი დღე შესანიშნავია ვერძებისთვის, რომლებიც ეძებენ მეორენახევრებს ვებსაიტების საშუალებით. ურთიერთობებთან დაკავშირბით მეგობრები სასარგებლო რჩევებს მოგცემენ და გაითვალისწინეთ აუცილებლად. მარტოხელებმა შეიძლება იპოვნოთ ნამდვილი სიყვარული.

ფინანსური ჰოროსკოპი

ჯობია ყველა მნიშვნელოვანი საქმე შუადღისთვის გადადოთ. ასევე კარგი დროა საგადასახადო და სხვა ფინანსური ვალდებულებების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ ბანკს მიმართოთ სესხის მისაღებად.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

კუროებო შეყვარებულებთან და მეუღლეებთან მოაგვარეთ პრობლემები, გაანალიზეთ რატომ ხდება ასე და მომავალში იგივე შეცდომები აღარ დაუშვათ. პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ თქვენი მეთოდები, კარგი დღეა ნდობა დაკარგულ ადამიანებთან კონტაქტისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენი ურთიერთობები კლიენტებთან კარგად ვითარდება. სტუდენტებს მოუწოდებენ გამოცდების ჩაბარებას დღის მეორე ნახევარში.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღე ჰარმონიულად დაიწყება, საღამოს ვითარება შეიცვლება და მოვლენები უკუღმა წარიმართება – იქნებით ფეთქებადები. არ შეეცადოთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რადგან ეს ვერ გამოიღებს შედეგებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

უპირატესობა მიანიჭეთ ინტელექტუალურ საქმიანობას. გამოიყენეთ თქვენი დრო რაციონალურად. უფროსებთან და კოლეგებთან ურთიერთობა არ იქნება კონსტრუქციული.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 4 აპრილი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

არ იყოთ მოუთმენლები, არ აჩქარდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, ეს თქვენს კეთილდღეობაზეც იმოქმედებს. მაგრამ, საღამოს წარმატება ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბებს. ასევე, დღის განმავლობაში გაითვალისწინეთ შეყვარებულების აზრი.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე ხელსაყრელია სწავლის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დააფსეთ თქვენს გვერდში მყოფი ადამიანები და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ოჯახს. იყავით გულწრფელები, მეუღლეს არ დაუმალოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ. მარტოხელა ლომები მიაღწევენ სასურველ შედეგებს, თქვენს გვერდზე გაჩნდება ადამიანი რომელიც დაგაფასებთ და გვერდში დაგიდგებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ყველაფერი არ წავა ისე, როგორც შენ გინდა – არ უნდა ინერვიულო. ფულადი გზავნილები შეიძლება შემოვიდეს თქვენს საბანკო ანგარიშებზე. შეიძლება გაიზარდოს შემოსავალი.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 4 აპრილი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს რთული დღე გექნებათ, როგორც სამსახურში ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია გაუგებრობები, პრობლემების გადაჭრა კი მოითხოვს დიდ ენერგიას და ძალისხმევას. არ დანებდეთ, ვარკსვლავები თქვენს მხარეს არიან.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს, თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები სავარაუდოდ არ იქნება დაფასებული. შუადღე კარგი დროა სწავლის, საქმიანი კონტაქტების, მოგზაურობისა და დოკუმენტებთან მუშაობისთვის.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

აუცილებლად მიაქციეთ ჯანმრთელობას ყურადღება, ჩივილების შემთხვევაში მიდით ექიმთან. საყვარელ ადამიანთან გრძნობები განსხვავებული ხასიათით გამოხატეთ, არ დაივიწყოთ ის რომ მას უყვარხართ და მისთვის ყველაზე სასურველი ადამიანი ბრძანდებით დედამიწაზე. მარტოხელა სასწორებმა გამოიჩინეთ სითამამე.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილის საათებში სასწორი გაუმკლავდება მცირე დაბრკოლებებს – ეს განსაკუთრებით ეხება იმ საქმიანობას, რომელიც დასრულების პროცესშია. კარგი დროა ინვესტიციებისა და დიდი შესყიდვებისთვის.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

თუ მეუღლე გაბრაზებულია თქვენზე და გაკრიტიკებთ, უმჯობესი იქნება ბოლომდე მოუსმინოთ მას. არ გამოხატოთ აგრესია და არ აფეთქდეთ. მარტოხელა მორიელებმა გამოიჩინეთ ენთუზიაზმი და არ დანებდეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღისას გაძლიერებულია თქვენი შემოქმედებითი და ინტელექტუალური შესაძლებლობები, რაც სასარგებლო გავლენას მოახდენს არასტანდარტული ამოცანების გადაჭრაზე.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ცხოვრებაში არ შეგეშინდეთ ცვლილებების, ყველაფერი კარგისკენ და უკეთესობისკენ შეიცვლება. ასტროლოგი გირჩევთ რომ გამოავლინოთ თქვენი ძლიერი მახარეები. მარტოხელა მშვილდოსანს მოუნდება მეუღლესთან შერიგება.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსანმა დილით შეიძლება განიცადოს ფინანსური ზარალი – სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის შედეგად. ფოკუსირება მოახდინეთ სამუშაოს შესრულებაზე და არ გადადოთ არაფერი.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

საღამო გაცილებით ჰარმონიული და პერსპექტიული იქნება, ვიდრე დილა. თხის რქების სასიყვარულო ცხოვრებაში, ახალი, უფრო პერსპექტიული ეტაპი მიმდინარეობს. საღამო ოჯახურ გარემოში გატარეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის დასაწყისში თხის რქებს შეიძლება გაუჭირდეთ მიმდინარე საქმის შესრულება და კოლეგებთან ურთიერთობა. თავი შეიკავეთ კრიტიკული შენიშვნებისგან – წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ მოუსმინოთ თქვენს მისამართით საპასუხო კრიტიკას.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღის პირველი ნახევარი მშვიდი იქნება. შუადღეს მნიშვნელოვანია კოლეგებთან, ასისტენტებთან და კლიენტებთან ურთიერთობა. კარგი იქნება მათთან ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება. საყვარელ ადამიანთან ნუ იქნებით ეგოისტები, გაითვალისწინეთ როგორც თქვენი ასევე მისი სურვილები

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენ შეიძლება გადაუჭრელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ და თქვენი არსებული კვალიფიკაცია არ იყოს საკმარისი. შუადღე ხელს უწყობს ინტელექტუალურ სამუშაოს – შემოსავლის გაზრდა შეგიძლიათ პროფესიული ცოდნის წყალობით.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დილიდანვე მოაგვარეთ რუტინული საქმიანობა. საღამოს, მიიღებთ სასიამოვნო ინფორმაციას, საყვარელ ადამიანი გაგაბედნიერებთ. ძალიან კარგი დღეა ახალი ბიზნესის წამოსაწყებად.

ფინანსური ჰოროსკოპი

დრის განმავლობაში შეიძლება გადააწყდეთ კომპიუტერულ და საოფისე ტექნიკის გაუმართაობას. შუადღე ხელს უწყობს მივლინებებს. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 4 აპრილი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე