წაიკითხე, თუ რას ურჩევენ ვარკვლავები დღეს ზოდიაქოს ნიშნებს, ასევე შეამოწმე შენი ყოველდღიური, საერთო და ფინანსური ჰოროსკოპი. ყოველდღიური ჰოროსკოპი ( 6 ივლისი )

ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 6 ივლისი

დილიდან იქნებით ენერგიულები და მოაგვარებთ რთულ საქმეებს. საქმის შესრულებისას აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე – დაიმახსოვრეთ დეტალები მნიშვნელოვანია. წვრილმანების როლი განსაკუთრებით დიდია, როდესაც საქმე ეხება ოფისს, მედიკამენტებს, დიეტას, შოპინგს და სახლის რემონტს. აღადგინეთ ურთიერთობა მეორენახევართან.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაგიძნელდებათ წარსულში დაწყებული საქმიანობის გაგრძელება. დღეს არასასურველია ბანკიდან სესხის აღება.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კარგი იქნება საოჯახო და პირადი საქმეების მოგვარება, ასევე საუბარი ბავშვებთან, ახლო ადამიანებთან, ნათესავებთან და მეუღლეებთან. მარტოხელა კუროსთვის დღეს პაემნებისათვის შესაფერისი დროა. თუ პირისპირ შეხვედრა შეუძლებელია, სასიამოვნო კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს დისტანციურად. საუბრის განმავლობაში, ახალი რომანტიკული გეგმები წარმოიქმნება.

ფინანსური ჰოროსკოპი

კუროს დღეს კოლეგებთან ურთიერთობაში დიდი პრობლემები ელოდება. შეიძლება მოგიწიოთ კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა, ასტროლოგები სიმშვიდის და მოთმინების შენარჩუნებას გთხოვენ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მოგიწიოთ დასრულებული სამუშაოს ხელახლა შესრულება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ტყუპები საოჯახო პრობლემების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ. თქვენ გელოდებათ საოჯახო საქმეები: დასუფთავება, მცირე რემონტი, სადილის მომზადება, შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვების აღზრდა. საბედნიეროდ, დღე ხელს უწყობს ასეთი მოვალეობების შესრულებას. კარგი დღეა ოჯახის წევრებთან სასაუბროთ და სახლიდან ნებისმიერი სამსახურეობრივი სამუშაოს შესასრულებლად. დღეს შეყვარებულ ტყუპებს განტვირთვა და მეორენახევრისგან ყურადღება სჭირდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპები, რომლებიც მუშაობენ მომსახურების სფეროში, ტურიზმის და გართობის ინდუსტრიაში, ფრთხილად უნდა იყვნენ მომხმარებლებთან ურთიერთობისას. საღამოს ნუ გადაცვლით ვალუტას, ასევე თავი შეიკავეთ ვალის აღებისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 6 ივლისი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეიდან იწყება თქვენი აღმავლობა, ასტროლოგიური გავლენები ისევ მოგანიჭებენ ულევ ენერგიას და ძალას. დიდი სურვილი გექნებათ საკუთარი გრძნობების და ნიჭის დემონსტრირების, ასევე, ოჯახის ან მეგობრებისადმი თქვენი ძალაუფლების დამტკიცების. დღეს ვარსკვლავები ხელს შეგიწყობენ სასიყვარულო ურთიერთობებში.

ფინანსური ჰოროსკოპი

დაგეგმილი სამუშაოს დროულად დასრულება შეუძლებელი იქნება. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელი იქნება ოფისის თანამშრომლებისთვის, რომლებიც კომპიუტერულ მოწყობილობებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანარჩუნებლად, შექმენით მნიშვნელოვანი ფაილების სარეზერვო ასლი.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

რუტინული საქმიანობა შეიცვლება ახალი, რაიმე ინოვაციური საქმიანობით. ლომებს მოუწევთ ოჯახის წევრების ჩართვა ბიზნესში, რათა იზრუნონ მომსახურებისა და უსაფრთხოების დაცვაზე. დღეს ლომებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და საკუთარ გრძნობებზე, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეორენახევარს, გაამხნევეთ და გააბედნიერეთ ის. მარტოხელა ლომებმა არ გადადგათ სავალალო ნაბიჯები – ნუ აჩქარდებით.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს არასასურველია საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა. ნებისმიერ წამს შეიძლება, რომ შეფერხება მოხდეს – მაგალითად, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრა შეიძლება ჩაიშალოს. განსაკუთრებით ცუდი დღეა მათთვის, ვისაც მრავალ ადამიანთან კონტაქტი უწევს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 6 ივლისი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღე კარგია მსუბუქი შოპინგის და მცირე ხარჯებისთვის. კარგი იქნება დიეტის და სწორი კვების დაწყება: თქვენ შეძლებთ კონცენტრირებას საკუთარ თავზე, სხვა დანარჩენი დღეს უბრალოდ უაზრობა იქნება. სასურველია, რომ რომანტიკული ურთიერთობები დაიწყოთ დილიდან, შეყვარებულ ქალწულს ინტუიცია მინიშნებებს მისცემს. სასიყვარულო ურთიერთობებისათვის არაჩვეულებრივი დღეა, მარტოხელა ქალწულებიც ბევრს მიაღწევენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

სწავლაში წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ, მასალის ათვისება არ გაგიჭირდებათ. უპირატესობა მიანიჭეთ საქმიანობას რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით, სხვა დანარჩენი უკან გადადეთ.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს სასწორი უფრო პრაქტიკული გახდება და ფიქრს დაიწყებს, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვისთვის სარგებლიანობაზეც. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმთან ვიზიტი შეწყვიტოთ. ოჯახში და სამსახურში ყველაფერი კარგად გექნებათ. შედარებით ცუდი დღე გექნებათ სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ, გაგიჭირდებათ შეყვარებულებთან და მეუღლეებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ფინანსური ჰოროსკოპი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ რისკებს. არასასურველია სამუშაოს შესრულება მყარი გარანტიების გარეშე. ეს განსაკუთრებით ეხება ცვლაში მომუშავეებს, რომლებიც შრომითი ხელშეკრულებით მუშაობენ დამსაქმებელთან. ფრთხილად იყავით ტექნიკურ აღჭურვილობასთან მუშაობისას – შესაძლებელია დაზიანება.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მორიელებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სიტუაცია მის სასარგებლოდ შემოაბრუნონ. ასტროლოგები გირჩევენ დაესწროთ ოჯახურ შეხვედრას: დღეს განხილული ნიუანსები მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის. არ შეგეშინდეთ მცირე გაურკვევლობების: დღეს ინტრიგები სიამოვნებს მოგანიჭებენ და თქვენს სასარგებლოდ წარიმართება. მეორენახევრები დაგაფასებენ იმაზე მეტად ვიდრე აქამდე იყო და გვერდს აგიბამენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელებს შეიძლება მოუწიოს მუშაობა შეზღუდვებისა და დაბრკოლებების პირობებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფინანსური კეთილდღეობის გაუარესებით ან სხვა ადამიანების წინაშე ვალდებულებებით.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

გაგიძნელდებათ სასურველი შედეგების მიღწევა და მიღებული შედეგების შენარჩუნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ფულს, საშიშ და სარისკო საქმიანობას. დღეს, სასიყვარულო ურთიერთობები მშვილდოსნისთვის ჩიხში შევა – მოგიწევთ რთული არჩევნის გაკეთება. მაგალითად, მოგიწევთ არჩევნის გაკეთება კარიერასა და სასიყვარულო ურთიერთობებს შორის. კარგი იქნება თუ დაგეგმავთ მოგზაურობას სამომავლოდ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსანმა, საქმიანობაში შეიძლება შეიტანოს ცვლილებები. შეიძლება მოგიწიოთ ზედმეტი მუშაობა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. არ არის გამორიცხული კომპიუტერის გაუმართაობა.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თხის რქას კომუნიკაცია სიამოვნებას მიანიჭებს, დიალოგი მეგობრებთან, უცხოელებთან და კოლეგებთან კარგი იქნება. საოჯახო საქმეები შემდეგი დღისთვის გადადეთ, ყურადღება გაამახვილეთ კარიერაზე. კარგი იქნება, თუ შეისწავლით სამედიცინო, კულინარიულ და სხვა პრაქტიკულ სპეციალობებს. ვარსკვლავები თხის რქებს სასიყვარულო დიალოგის წარმართვაში დაეხმარებიან. სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაფერი კარგად გექნებათ. მარტოხელა თხის რქებო ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან კონტაქტის დროს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება შემოგთავაზონ ძველ სამსახურში დაბრუნება – იმ თანამდებობაზე, რომელიც ადრე გქონდათ. არახელსაყრელი დროა სტუდენტებისთვის, რომლებსაც ახალი სფეროების შესწავლა უწევთ. საქმიანი ვიზიტების დროს შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებიც არევენ თქვენს გეგმებს.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მერწყულმა არ უნდა წამოიწყოს ახალი საქმე: შეიძლება დაიბნეთ და თავი ვერ გაართვათ საქმიანობას. დღევანდელი ენერგია მიმართეთ საოჯახო საქმეებისკენ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მეუღლეები გაანებივროთ და გაუკეთოთ პატარა საჩუქრები – ეს თქვენს ურთიერთობებს დაალაგებს. საღამოს მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება, არ დაშორდეთ მეორენახევრებს – აწონდაწონეთ ყველაფერი კარგად. მარტოხელა მერწყულები ახდენენ საკუთარ სურვილებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ცუდი დღე იქნება სარეკლამო საქმიანობისთვის, ბიზნესი დაარეკლამეთ მომდევნო დღეებში. თქვენთვის ადვილი არ იქნება სასერთიფიკატო გამოცდების ჩაბარება. დაგისვამენ კითხვას იმ სფეროდან, რომელშიც კვალიფიკაციაც არ გაქვთ.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღე დაიწყება ენერგიულად, ყოველგვარი სირთულეების გარეშე. თევზებს დიდხანს არ მოუწევთ თანამოსაუბრის ძებნა, რადგან ისინი თავად დაგიკავშირდებიან. კარგი პერიოდია საქმიანი მოლაპარაკებების დასაწყებად, ბიზნესის გასავითარებლად. მოვლენების ზოგადი მიმდინარეობა ხელს შეუწყობს ენერგიის მატებას. თქვენ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგიწევთ შესაფერისი სიტყვების ძებნა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად, მეორენახევრებთან ურთიერთობები ჰარმონიული იქნება. მარტოხელა თევზებო, კარგი იქნება თუ შემოთავაზებას გამოემხაურებით დაუყონებლივ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თევზებში ეს დღე შეიძლება ასოცირდეს ბიზნესის და შემოსავლების მატებასთან. თუ საკუთარ ბიზნესს ფლობთ, მაშინ დღევანდელი დღე გამოიყენეთ თანამშრომლების ასაყვანად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 6 ივლისი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე