loading…

ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 6 სექტემბერი

დღეს ვერძებს არ უნდა ეშინოდეთ მომავლის, პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია მიიღოთ რაციონალური ზომები. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი მეორენახევართან, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას დადგება – თუ თქვენ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, დღეს საუკეთესო დროა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. არასასურველი დღეა გუნდური მუშაობისთვის, გექნებათ კოლეგებთან უთანხმოება უმნიშვნელო საკითებზე

ფინანსური ჰოროსკოპი

საქმიანობაში შეეცადეთ თავად მოაგვაროთ ძირითადი საკითხები, არავის მოუსმინოთ და გადაწყვეტილებები მიიღეთ თავად

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

შიშისა და დეპრესიის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში და სპორტით დაკავება – შეიძნეთ აბონიმენტი სატრენაჟორო დარბაზში, ვარჯიშს შეუდექით დღესვე. ვარსკვლავები კუროებს ურჩევენ, რომ თამამად დაგეგმოთ მომავალი თქვენს მეორენახევართან დაკავშირებით – დაოჯახდით, დღეს შექმნილ ოჯახს დიდხანს შეინარჩუნებთ. მარტოხელა კუროები იოცნებებენ კარგ ურთიერთობებზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დროა ბიზნესის დასაწყებათ ( გარდა სპეკულაციური საქმიანობისა ) – სამსახურში შექებას დაიმსახურებთ და მოსალოდნელია შემსოავლის ზრდა.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

მნიშვნელოვანია არ დაკარგოთ შინაგანი სიმშვიდე, დაემორჩილეთ წესებს. სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრი ტყუპი მიხვდება, თუ რაოდენ ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი ყავთ მათ გვერდში – პირველ რიგში თქვენს მეორენახევარს დააფასებთ მზრუნველობის და ყურადღებიანობის გამო. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, გაიხსენეთ წარსული და გადადგით დაფიქრებული ნაბიჯი – იქნებ სულაც არ ღირს ყოფილთან შერიგება?

ფინანსური ჰოროსკოპი

იზრდება ტექნიკური გაუმართაობების და დაზიანებების რისკი- სამსახურში გაითვალისწინეთ ინსტრუქციები, სადაც აღწერილია უსაფრთხოების წესები.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 6 სექტემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ, რომ კონცენტრირდნენ თავიანთ მატერიალურ საკითხებზე – მოახდინეთ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და აღრიცხეთ ხარჯები. პლანეტების დღევანდელი მდგომარეობა ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში უნდა შეიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები – სასიყვარულო ურთიერთობებში გადადგით გაბედული ნაბიჯი და განახორციელეთ ის, რისი გაკეთებაც დიდიხანია გსურთ. თუ არ გყავთ მეორე ნახევარი, მაშინ შეიცვალეთ იმიჯი – რაც დაუყონებლივ შედეგებს მოგიტანთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ცუდი დღეა ბიზნესის დასაწყებად, ყველა იდეა და გეგმა შემოინახეთ შემდეგი დღისთვის.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესი იქნება, რომ ლომებმა არ დახარჯოთ ძვირფასი დრო არაფრისმომცემ საუბრებზე – ნუ გაფლანგავთ დროსა და ენერგიას უინტერესო ხალხზე. დღე შესაფერისია სერიოზული თემების და საკითხების განსახილველად – ასევე კარგი დროა მოლაპარაკებების, გეგმების, შეფასებების, გამოთვლების და ინსტრუქციების განხორციელებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით დამთმობები, მაქსიმალურად გაითვალისწინეთ თქვენი მეორენახევრის რჩევა-დარიგებები – მარტოხელა ლომი გაუმკლავდება ყველა სირთულეს და მიაღწევს სასურველ შედეგს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ლომისთვის საუკეთესო დღე არ არის დოკუმენტებთან სამუშაოდ, მოისმინეთ ახლო ადამიანების რჩევები – არ ჩადოთ ყველა კვერცხი ერთ კალათაში, ნუ განახორციელებთ საეჭვო შესყიდვებს და არ წამოიწყოთ სპეკულაციური ბიზნესი

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 6 სექტემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები ქალწულებს ეუბნებიან, რომ ნებისმიერ მოვლენას აქვს ორი მხარე (დადებითი და უარყოფითი) – ასე, რომ ნუ აღელვდებით თქვენი მეორენახევრის მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუ ჯერ კიდევ არ გწვევიათ სიყვარული, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე მოგცემთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესში ქალწული შეიძლება მოულოდნელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს – არ არის გამორიცხული ტექნიკის გაფუჭება, რომლის აღმოფხვრასაც დიდი დრო დასჭირდება

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებს ექნებათ კარგი სამუშაო დღე და იქნებიან – ბრწყინვალე მასწავლებლები, მკვლევარები, მწერლები, თარჯიმნები და სხვა… დღევანდელ დღეს კარგი იქნება ცოდნისა და განათლების გაღრმავება, გაიარეთ ონლაინ კურსები და აიღეთ სერთიფიკატები. სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენს მეორენახევარს აუცილებლად უნდა მოუსმინოთ, იგი მოგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის დაძლევაში – საერთო ჯამში გექნებათ ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს საყვარელ ადამიანთან. ხოლო მარტოხელა სასწორებმა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ მიიღოთ ყველასგან შემოთავაზება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს შეიძლება მოულოდნელი გართულებები წარმოიშვას იმ სასწორებისთვის, რომლებიც სასტუმროს და სათამაშო ბიზნესთან არიან დაკავშირებული

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები მორიელებისგან ელოდებიან პრაქტიკულობას და გააზრებულ ნაბიჯებს, საქმიანობაში არ ღირს აჩქარება. აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ჯანმრთელობაზე, თუ გტკივათ რაიმე მიმართეთ ექიმს – მოსალოდნელია მცირე პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ. სასიყვარულო ურთიერთობებში გელოდებათ შედარებით რთული დღე – თუ თქვენ, დღევანდელ დღეს, მოგიწევთ რომანტიკული ვახშმის გადადება თქვენი ინიციატივით, მაშინ მოემზადეთ რთული ახსნა-განმარტებისთვის, პირველივე ჯერზე ვერ აუხსნით პარტნიორს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს მორიელს, შეიძლება გაუჭირდეს სამუშაო კოლექტივში კოლეგებთან ურთიერთობა

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსნებმა, აუცილებლად შეაფასეთ საკუთარი თავი ობიექტურად და ნუ გექნებათ ზედმეტი წარმოდგენები. მეორენახევართან მიმართებაში, სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრ მშვილდოსანს გაუჩნდება მოვალეობის გრძნობა – გასაკვირი არ იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში, თქვენი პარტნიორის ინტერესებით იხელმძღვანელებთ. მარტოხელა მშვილდოსნებმა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პირად ცხოვრებას – სპეკულაციური საქმიანობები მომგებიანი იქნება თქვენთვის…

ფინანსური ჰოროსკოპი

რთული დღე ექნებათ ონლაინ მომუშავე მშვილდოსნებს ( სოც.მედია, მარკეტინგი, ვებმასტერი, ვებდიზაინერი, ფრილანსერი).

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები თხისრქებს ურჩევენ, რომ უფრო ხშირად იფიქრონ უსაფრთხოებაზე – გამოიჩინეთ სიფრთხილე. სასურველია შეადგინოთ ბიუჯეტი – ასევე მოაწესრიგეთ საბუთები და დაიცავით დისციპლინა. სასიყვარულო ურთიერთობებში დღევანდელი დღე ბევრი თხისრქისთვის შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღევანდელი მოვლენები მოგაწვდით ახალ გამოცდილებას და ახალ წარმოდგენებს თქვენს მეორენახევარზე – თუ მარტოხელა ხართ, უმჯობესი იქნება ყოფილთან შერიგება.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსურად აქტიური დღე გელით, მოსალოდნელია დაწინაურება ან თანხის მიღება პრემიის სახით.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

არავითარ შემთხვევაში არ გადუხვიოთ გზიდან და არ ეცადოთ სიახლეების დანერგვას, ეს შეგმატებთ სითამამეს. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში არ უნდა აჩვენოთ თქვენი მაქსიმალური შესაძლებლობები და არ გამოავლინოთ ნიჭი მკაფიოდ – რადგან ამით შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენი მეორენახევრის თვითშეფასებას. მარტოხელა მერწყული შეხვდება ადამიანს, რომელთანაც იპოვნის სულიერ სიმშვიდეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

იყავით ყურადღებით, არ განახორციელოთ ინვესტიციები ბუნდოვან საქმეებში.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თევზებმა უმჯობესია პრიორიტეტები განსაზღვროთ და შეუდგეთ საქმის განხორციელებას. შესაფერისი დღეა უფროსებთან საუბრისთვის, ექიმთან კონსულტაციისთვის,დოკუმენტებთან მუშაობისთვის, ბიუროკრატიული საკითხების გადასაჭრელად და ოფიციალურ ორგანოებთან ვიზიტებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს პირად ცხოვრებას და თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას – თუმცა, ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება. მარტოხელა თევზი იგრძნობს მიზიდულობას უჩვეულო პროფესიის ადამიანების მიმართ.

ფინანსური ჰოროსკოპი

გააკონტროლეთ თქვენი ბიუჯეტი და ხარჯეთ მხოლოდ საჭიროების შესაბამისად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 6 სექტემბერი

მინდა მივიღო ყოველდღიური ჰოროსკოპი და გავეცნო ახალ პოსტებს

გაიცანით, ზოდიაქოს 4 ენერგეტიკული ვამპირი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე