ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 7 ნოემბერი

ვერძებს გზაზე დახვდებათ დაბრკოლება, არ აჩქარდეთ და შეეცადეთ რაციონალურად გადაჭრათ პრობლემები. აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში, დაფიქრდით იმაზე თუ რა გრძნობები გაკავშირებთ თქვენს საყვარელ ადამიანთან. მარტოხელა ვერძი იქნება მიმზიდველი და არ მოაკლდება ყურადღება გარშემომყოფებისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

საერთო ჯამში გექნებათ შემოსავლიანი დღე.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

თუ თქვენი მეორენახევარი დეპრესიაშია, ყველანაირი ძალისხმევით სცადეთ მისი დახმარება – მას თქვენ სჭირდებით, გამოავლინეთ სითბო და ალერსი მის მიმართ. მარტოხელა კურო იმედგაცრუებული იქნება გარშემო განვითარებული მოვლენების გამო.

ფინანსური ჰოროსკოპი

წარმატებული დღე ელით იმ კუროებს, რომლებიც ონლაინ – ინტენრეტის საშუალებით მუშაობენ.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ტყუპები იფიქრებენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან – ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიტუაციას უფრო რეალისტურად შეხედოთ და არ გადაეშვათ ფანტაზიებში. თუ მარტოხელა ხართ იზრუნეთ თქვენს იმიჯზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ისეთი ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სახსრების დაკარგვა.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 7 ნოემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

მეგობრები მხარს დაუჭერენ ბევრ თქვენს იდეას, მათი წყალობით შეგიძლიათ შესანიშნავი შედეგის მიღწევა. ზედმეტი ძალისხმევის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს – არ არის გამორიცხული თავის ტკივილი, უძილობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

ცუდი დღეა მოლაპარაკებების და ხელშეკრულების გაფორმებისთვის.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

რთული იქნება გარემოებების გათვალისწინება, თუ მთლიანად არ ენდობით თქვენს პარტნიორს – საყვარელი ადამიანის ძალისხმევა მაქსიმალურად შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას. მარტოხელა ლომებმა გადადგით ნაბიჯი, ეს თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს, შეეცადეთ თავი შეიკავოთ კოლეგების კრიტიკისგან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 7 ნოემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს გააცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია თქვენი მეორენახევარი თქვენთვის – გექნებათ ჰარმონიული ურთიერთობა, უმჯობესი იქნება თუ მოიწყობთ რომანტიკულ გარემოს და დატკბებით ერთმანეთით.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს, სასტუმროსა და რესტორნების მენეჯერებს შეიძლება გაუგებრობები ჰქონდეთ მომხმარებლებთან.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ნებისმიერი საქმიანობა მოითხოვს უფრო სერიოზულ მიდგომას ვიდრე ჩვეულებრივ. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე – დაელოდეთ გარემოებების ხელსაყრელ დამთხვევას, მაშინ სასურველი შედეგის მიღწევა ბევრად უფრო ადვილი იქნება.

ფინანსური ჰოროსკოპი

სასწორებო – ფინანსურად აქტიური დღე გექნებათ – მოსალოდნელია ხელფასის მატება.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

არ მოუსმინოთ ვინმეს რჩევებს, შეეცადეთ თავად გაერკვიოთ საკითებში. ხშირად თქვენი იდეები იმდენად წარმატებულია, რომ გარშემომყოფები თავად შემოგთავაზებენ დახმარებას თქვენი გეგმების შესრულებაში.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსურ საკითხებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება არა მხოლოდ საკუთარ ფულს, არამედ ოჯახის სახსრებს ან ნათესავების ქონებას.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მარტოხელა მშვილდოსანი შეიძლება ზედმეტად კრიტიკული იყოს პოტენციური პარტნიორების მიმართ. არ არის საუკეთესო დღე საგანმანათლებლო მასალების (წიგნების, პროგრამების) შესაძენად.

ფინანსური ჰოროსკოპი

ხარჯები შეიძლება გაიზარდოს და თქვენ ბიუჯეტის გადაჭარბების რისკი გაქვთ.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თუ ჯერ კიდევ არ გწვევიათ სიყვარული, არ დანებდეთ და არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს. შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და არ არის გამორიცხული შეხვედრები ძველ ნაცნობებთან, რომელზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობდი.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებო – ფინანსურად შემოსავლიანი დღე გელოდებათ.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თქვენ მოგიწევთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან, რადგან მას თქვენი ყურადღება, სითბო და ალერსი აკლია – დაისვენეთ ერთად, სადმე ყველასგან შორს – მარტოხელა მერწყულს გაუმართლებს ურთიერთობებში.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესმენები უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან/

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები ურჩევენ თევზებს, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად წავიდნენ ბუნებაში ან სამოგზაუროდ და აქტიურად გაატარონ თავისუფალი დრო – თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, საინტერესო შეხვედრა გაიძულებთ დაივიწყოთ წარსული წარუმატებლობები და მომავლის იმედს მოგცემთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თევზებო – ზოგიერთი გარემოება შეიძლება შეიცვალოს და მოგიწიოთ ამ დღისთვის თქვენი გეგმების კორექტირება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 7 ნოემბერი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე