ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 თებერვალი

დღეს იქნებით კრეატიულები, გადაჭრით პრობლემებს არასტანდარტულად. თუ მეუღლემ გაწყენინათ არ მიიტანოთ ეს გულთან ახლოს, ყველაფერი ჩაივლის და ურთიერთობებიც დალაგდება. პატივი ეცით ერთმანეთს – არ მიაყენოთ შეურაცყოფა მეორენახევარს. ოჯახში ურთიერთობები გაუმჯობესდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება უკეთესობისკენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

რთულ პრობლემებს მოაგვარებთ მარტივად.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

კუროებისთვის სასარგებლო იქნება საკუთარი თავის შეცნობა. ენდეთ საკუთარ გრძნობებს და ინტუიციას, ასე დღევანდელ დღეს გაგიმართლებთ და მიაღწევთ სასურველ შედეგებს. საქმიანობაში, ახლა არ ღირს სწრაფი დასკვნების გამოტანა. მარტოხელა კუროებო გაგიჭირდებათ პოტენციურ პარტნიორთან ურთერთობა. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყებად.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე არახელსაყრელია კოლექტიური საქმიანობისთვის. კუროს ხელსაყრელი დღე ექნება მომხმარებლებთან კონტაქტისთვის.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

იყავით თავშეკავებულები და აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ განახორციელოთ ფინანსური ოპერაციები: არსებობს შეცდომის დაშვების რისკი. თავშეკავება გამოიჩინეთ ინტიმურ საკითხებში, ხოლო მეორენახევრებთან არ იყოთ ეჭვიანები და არ მოაწყოთ სკანდალები. მარტოხელა ტყუპებს ელოდებათ უხერხული სიტუაციები.

ფინანსური ჰოროსკოპი

ნებისმიერ საქმიანობაში დეტალებს მიაქციეთ ყურადღება. ეს საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ მაღალ ხარისხს და დროულად შეასრულოთ დაგეგმილი სამუშაოები. რთულ საკითხებში შეგიძლიათ ენდოთ კოლეგების რჩევებს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 თებერვალი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კირჩხიბებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობა. მეორენახევრებთან სრული ჰარმონია და აბსოლუტური იდილია ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად თქვენი კომუნიკაბელურობისა, კირჩხიბს შეიძლება არ ჰქონდეს სასაუბრო უნარ-ჩვევები რომანტიკული ურთიერთობის განვითარებისათვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ გააუმჯობესოთ მუშაობის სტილი და მეთოდები.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

არ ენდოთ უცხო ადამიანებს, ეს ხელს შეგიშლით მიზნისკენ სწრაფვაში. დღევანდელი ასტროლოგიური მოვლენების გამო, მეორე ნახევართან კარგი ურთიერთობის დამყარება გაგიძნელდებათ. ასტროლოგები გირჩევენ დაისვენოთ და გათავისუფლდეთ ცუდი ემოციებისგან. მარტოხელა ლომებმა დაუჯერეთ მეგობრებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ლომებს ურჩევენ ყურადღება გაამახვილონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე და არ გააკეთონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება მატერიალური და ფინანსური ზარალის რისკი გაზარდოს. რეკომენდებულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დაგეგმვა და დასრულება დღის პირველ ნახევარში.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 თებერვალი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ქალწულები შეძლებენ სიყვარულში ინიციატივების აღებას და გააუმჯობესებენ ურთიერთობებს მეორენახევრებთან. სასიყვარულო ურთიერთობებში, ქალწული იაზროვნებს პროგრესულად. ესაუბრეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, რადგან სტაბილურ და ბედნიერ წყვილებში ბევრს საუბრობენ ერთობლივ მომავალზე. მარტოხელა ქალწულებმა გაანებივრეთ საკუთარი თავი, იყიდეთ ის რისი ყიდვაც დიდი ხანია გსურდათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

კარგი დროა საქმიანი ვიზიტებისთვის, შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისათვის. დღეს მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს ზოგიერთი სახელშეკრულებო ვალდებულება.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

მოგინდებათ საყვარელი ადამიანის შესახებ მეტის ცოდნა. არ შეაწუხოთ საყვარელი ადამიანი ზედმეტი კითხვებით, მას თქვენ უყვარხართ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მაშინ ვარსკვლავები გირჩევენ რომ პაემანი გადადოთ – გარემოება ან განწყობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს ღონისძიების მიზანს. კარგი დღეა დავიწყებული მეგობრების მონახულებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით დაეცემა ფინანსების შემოდინების ნაკადი. შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ შემოსავლის გაზრდასა და სამუშაოს წარმატებით დასრულებაში.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელ დღეს მორიელები იქნებიან ცეცხლოვანები. მორიელის სექსუალურ ქარიზმას ვერავინ გაუძლებს. ოჯახის წევრები გაგიკეთებენ სიურპრიზებს და მეორენახევრები დიდ პატივისცემას გამოხატავენ თქვენს მიმართ. მარტოხელა მორიელები უარს ნუ იტყვით პაემანზე, იქნებ ის არ გავს სხვებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ თავი შეიკავოთ ექსპერიმენტებისგან და ფინანსური რისკებისგან მთელი დღის განმავლობაში.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობები შეიძლება გადაიზარდოს კომფლიქტში. გექნებათ კომფლიქტური დღე, ერიდეთ აგრესიის გამოხატვას. საყვარელ ადამიანთან ცვლილებები გამოწვეული იქნება ერთფეროვნი ურთიერთობის გამო.

ფინანსური ჰოროსკოპი

ასტროლოგები ურჩევენ მშვილდოსნებს, იყვნენ გონივრულები ფინანსების ხარჯვის დროს. კარგი დროა დამატებითი ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს მოსაძებნად.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

გადადეთ ყველაფერი და მთელი დღე დაუთმეთ საკუთარ თავს. არავის მისცეთ უფლება პირად საქმეებში მოგიხმაროთ. საყვარელ ადამიანთან არ განიხილოთ ინტიმური დეტალები, სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაფერი კარგად გექნებათ. მარტოხელა თხის რქები არ ენდოთ ყველას ვინც სოციალურ ქსელში მოგწერთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მოემზადეთ დამატებითი პროფესიული ცოდნის მისაღებად. ჯობია თავი შეიკავოთ საქმიანი შეხვედრებისგან.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

გაგეხსნებათ ბიზნეს ტვინი, მოგაფიქრდებათ მრავალი კარგი ბიზნეს იდეა – საქმიანობას შეუდექით დღესვე. ყურადღება გაამახვილეთ ოჯახის წევრების სურვილებზე და აუსრულეთ მათ სურვილები შეძლებისდაგვარად. საღამოს დაგჭირდებათ მეგობრებთან საუბარი, რათა განთავისუფლდეთ სტრესისგან და დაიცალოთ ნეგატიური ენერგიებისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულებო – რაც უფრო მშვიდი და შეუმჩნეველი იქნებით, მით უფრო ეფექტური იქნება ეს დღე.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღე კარგია სტაბილური წყვილებისთვის: მოსალოდნელია დიდძალი წარმატების მიღწევა. გაგიჭირდებათ თქვენზე ასაკით უმცროს ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის ჩამოყალიბება. ასტროლოგები თევზებს ურჩევენ მშვიდად იყვნენ და ნუ მოიშლიან ნერვებს წვრილმანებზე. მარტოხელა თევზებს გამოგივათ ყველაფერი რაც ჩაფიქრებული გქონდათ. კარგი დღეა დისკუსიებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ინიციატივების მიღების დრო არ არის. კომუნიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ცოდნის დონე. არ იჩქაროთ ახალი ბიზნესის წამოწყება – ჯერ კარგად მოემზადეთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 თებერვალი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე