წაიკითხე, თუ რას ურჩევენ ვარკვლავები დღეს ზოდიაქოს ნიშნებს, ასევე შეამოწმე შენი ყოველდღიური, საერთო და ფინანსური ჰოროსკოპი. ყოველდღიური ჰოროსკოპი ( 8 ივლისი )

ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 ივლისი

საქმის შესრულებისას აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე – დაიმახსოვრეთ დეტალები მნიშვნელოვანია. წვრილმანების როლი განსაკუთრებით დიდია, როდესაც საქმე ეხება ოფისს, მედიკამენტებს, დიეტას, შოპინგს და რემონტს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს შეიძლება მცირე გართულებები გქონდეთ სამსახურში. ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთოთ უფროსებთან ურთიერთობაზე. იყავით პოზიტიურები და თავი შეიკავეთ კოლეგების კრიტიკისგან.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კარგი იქნება საოჯახო და პირადი საქმეების მოგვარება, ასევე საუბარი ბავშვებთან, ახლო ადამიანებთან, ნათესავებთან და მეუღლეებთან. მარტოხელა კუროსათვის დღეს პაემნებისათვის შესაფერისი დროა.

ფინანსური ჰოროსკოპი

დარღვევები ის არის რასაც თავი უნდა აარიდოთ. დარწმუნდით, რომ გადადგმულ ნაბიჯებს ცუდი შედეგები არ მოყვება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

გელოდებათ საოჯახო საქმეები: შინაური ცხოველების მოვლა და ბავშვების აღზრდა. საბედნიეროდ, დღეს კარგი დღე გექნებათ. კარგი დღეა ოჯახის წევრებთან სასაუბროთ და სახლიდან ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის გამორიცხული საოფისე ან კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობა. საქმიანობის შესრულებისას ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოების ნორმებს და წესების დაცვას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 ივლისი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეიდან იწყება თქვენი აღმავლობა, ასტროლოგიური გავლენები ისევ მოგანიჭებენ დიდ ენერგიას. დიდი სურვილი გექნებათ საკუთარი გრძნობების და ნიჭის დემონსტრირების, ასევე, ოჯახის ან მეგობრებისადმი თქვენი ძალაუფლების დამტკიცების.

ფინანსური ჰოროსკოპი

კირჩხიბის ასტროლოგები ურჩევენ, რომ დიპლომატია გამოავლინონ ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობისას. გახსოვდეთ, რომ სხვისი ინტერესებისა და მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე ვერ შეძლებთ დადებით შედეგის მიღწევას.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ლომებს მოუწევთ ოჯახის წევრების ჩართვა ბიზნესში, რათა იზრუნონ უსაფრთხოების დაცვაზე. დღეს ლომებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და საკუთარ გრძნობებზე, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეორენახევარს, გაამხნევეთ ის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ლომისთვის დღეს ყველაფერი შეიძლება გართულდეს. მთავარი მიზეზი ცოდნის და გამოცდილების ნაკლებობა იქნება. გამოიყენეთ ეს დრო ახალი უნარების შესაძენად. შეეცადეთ არ აიღოთ ზედმეტად რთული სამუშაო, რადგან თქვენი კვალიფიკაცია შეიძლება არ იყოს საკმარისი.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 ივლისი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შეძლებთ კონცენტრირებას საკუთარ თავზე, სხვა დანარჩენი დღეს უბრალოდ სისულელე იქნება. სასურველია, რომ რომანტიკული ურთიერთობები დაიწყოთ დილიდან, შეყვარებულ ქალწულს ინტუიცია მინიშნებებს მისცემს.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს უამრავ მოულოდნელობას გადააწყდებით. ფრთხილად იყავით სხვისი ფულის გამოყენებისას, ნუ ჩადებთ მას სარისკო წარმოებაში.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმთან ვიზიტი შეამციროთ. ოჯახში და სამსახურში ყველაფერი კარგად გექნებათ. შედარებით ცუდი დღე გექნებათ სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ განასხვავოთ სერიოზული მომხმარებლები ცნობისმოყვარე მომხმარებლებისგან. თავი შეიკავეთ საჯარო განცხადებებისა და სარეკლამო საქმიანობისგან.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მორიელებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სიტუაცია მის სასარგებლოდ შემოაბრუნონ. ასტროლოგები გირჩევენ დაესწროთ ოჯახურ შეხვედრას: დღეს განხილული ნიუანსები მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის. არ შეგეშინდეთ მცირე გაურკვევლობების.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელებისათვის დღეს შეიძლება გართულდეს კავშირების გაფართოება. დროს ნუ გაიყვანთ ზედმეთ საუბრებში, დააფასეთ სამუშაო დრო. კოლეგების კრიტიკამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს, სასიყვარულო ურთიერთობები მშვილდოსნებისთვის ჩიხში შევა – მოგიწევთ რთული არჩევნის გაკეთება. მაგალითად, მოგიწევთ არჩევნის გაკეთება კარიერასა და სასიყვარულო ურთიერთობებს შორის.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს შეიძლება გქონდეთ ზედმეტად დიდი ფინანსური ხარჯები. გაგიჭირდებათ ფულის მარტივად შოვნა.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

საოჯახო საქმეები შემდეგი დღისთვის გადადეთ, ყურადღება გაამახვილეთ კარიერაზე. კარგი იქნება, თუ შეისწავლით სამედიცინო, კულინარიულ და სხვა პრაქტიკულ სპეციალობებს. ვარსკვლავები თხის რქებს სასიყვარულო დიალოგის წარმართვაში დაეხმარებიან. 

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს მოუწოდებენ შეასრულონ თავიანთი მიმდინარე საქმები და არ დამატებითი სამუშაო. საუკეთესო დღე იქნება მშენებლების და ვებ დიზაინერებისათვის.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

ენერგია მიმართეთ საოჯახო საქმეებისკენ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მეუღლეები გაანებივროთ და გაუკეთოთ პატარა საჩუქრები – ეს თქვენს ურთიერთობებს დაალაგებს. საღამოს მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულისთვის, ეს დღე შეიძლება იყოს ძალიან მძიმე და პრობლემური. მთავარი პრობლემა იქნება არასაჭირო ან ცრუ ინფორმაცია.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

თევზებს მშვენიერი დღე აქვთ კავშირების გაფართოებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ეძებოთ თანამოაზრეები და გაერთიანდეთ მათთან. მათთან ერთად შეგიძლიათ უფრო მეტის მიღწევა, ვიდრე მარტო. ბიზნესმენებს მოუწოდებენ იფიქრონ თავიანთი პროექტების განვითარებაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს – საქმე ლაპარაკის ნაცვლად. შეიძლება რთული იყოს კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციას აითვისებთ ზედმეტად ნელი ტემპით.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 ივლისი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე