ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 მარტი

დილით გექნებათ ულევი შესაძლებლობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არ გამოამჟღავნოთ ნეგატიური იმპულსები. მარტოხელებმა პოტენციური პარტნიორები დაპატიჟეთ სამთო-სათხილამურო კურორტზე. იღბლის მოსაზიდად ჩაიცვით სტაფილოსფერი შარვალი.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ შეგეშინდეთ ცვლილებების. საქმე იმაშია, რომ სამუშაოზე არასტაბილური მდგომარეობა ახალ შესაძლებლობებს შეგიქმნით. მთავარია, შეძლოთ სწრაფი რეაგირება და გამოიყენოთ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

კუროებო – მეუღლესთან მოიწყენთ, მოიფიქრეთ რაიმე საინტერესო და გაუკეთეთ სიურპრიზი, გაიმხიარულეთ თავები. მარტოხელებმა გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები. საუკეთესო დღეა დაგროვილი ფულის სწორედ ინვესტირებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ამ დღეს კურომ შეიძლება დიდი ფული ვერ გამოიმუშავოს, მაგრამ უახლოეს მომავალში შეძლებთ შემოსავლის გაზრდას. კარგი დღეა კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებისთვის.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

არ წახვიდეთ სილამაზის სალონში, ასევე ცუდი იქნება ტანსაცმლის და კოსმეტიკის შეძენა – მოუფრთხილდით ოჯახის ბიუჯეტს. მეგობრებთან შესარიგებლად გადადგით პირველი ნაბიჯები, ნუ დაელოდებით მათ გამოხმაურებას. ტყუპებო გექნებათ განათლების მიღების სურვილი. მარტოხელებმა გაანებივრეთ საკუთარ თავი.

ფინანსური ჰოროსკოპი

თავისუფალი დრო გამოიყენეთ პროფესიული ცოდნის გასაუმჯობესებლად. სტუდენტები წარმატებით ისწავლიან. საუკეთესო დრო ნებისმიერი საქმიანობისთვის იქნება დღის მეორე ნახევარში.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 მარტი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

ასტროლოგების აზრით კირჩხიბებისთვის ემოციური დღე იქნება. მეუღლე დაგიმტკიცებთ საკუთარ ერთგულებას. სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაფერი დალაგდება. მარტოხელა კირჩხიბებო ნუ ენდობით უცხო ადამიანებს, არ დაიმატოთ ისინი სოციალურ ქსელებში.

ფინანსური ჰოროსკოპი

დილით, ბანკის თანამშრომლებმა, მოლარეებმა და ბუღალტერებმა შეიძლება დაუშვან შეცდომები ციფრებთან მუშაობისას. შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილოთ სხვებს, დაიცავით საკუთარი შეხედულებები და იმოქმედეთ ისე როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორედ. საღამოს მეგობრები დაგირღვევენ მეუღლესთნ ჰარმონიას. მარტოხელებმა გადადგით პირველი ნაბიჯი, კარგი იქნება თუ ამას დღეს გააკეთებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

უმჯობესი იქნება მოლაპარაკებები დღის ბოლომდე გადადოთ. შეეცადეთ იყოთ ტაქტიანი და არ შელახოთ სხვისი პიროვნება თქვენი კრიტიკით.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 მარტი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

სავარაუდოთ პრობლემები გექნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახში ან სამსახურში. ქალწულისთვის საყვარელი ადამიანი მნიშვნელოვანი გახდება. საუკეთესო დღეა ბიზნესის დასაგეგმად – სულ მალე თქვენი ოცნება ახდება და დაიწყებთ საქმიანობას, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

გთხოვთ, მოითმინოთ და განაგრძოთ თქვენი პროფესიული მოვალეობების შესრულება. დღის ბოლოს დადებითი შედეგი ნამდვილად იქნება.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ დაკარგულ ავტორიტეტს დაიბრუნებთ, იმოქმედეთ მიზანმიმართულად. შეიძლება გქონდეთ ფინანსური სირთულეები მაგრამ, არ აყვეთ ემოციებს, აკონტროლოეთ საკუთარი თავი და იყავით ძლიერები. მეუღლესთან სასწორი იქნება ჰარმონიით აღსავსე.

ფინანსური ჰოროსკოპი

სასწორებს ურჩევენ, რომ განაგრძონ პროფესიული თვისებების გაუმჯობესება. პირველ რიგში ეს ეხება მათი ცოდნის გაფართოებასა და გაღრმავებას. შეიძლება მთელი დღის განმავლობაში მკაცრ კითხვებზე პასუხის გაცემა მოგიწიოთ. კარგი დროა სასერტიფიკატო გამოცდების ჩასაბარებლად.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში ყურადღება გამახვილეთ დეტალებზე. კარგი იქნება თუ გაანალიზებთ ურთიერთობებს მეუღლეებთან. მარტოხელა მორიელებო დღეს ვიზუალურად შეგაფასებენ. საღამოს დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და ოჯახს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელებს კარგი დღე აქვთ თავიანთი შედეგების შესაჯამებლად. თქვენ შეძლებთ გაანალიზოთ თქვენი საქმიანობის წარმატების ხარისხი და გააკეთოთ თქვენთვის საჭირო დასკვნები მომავლისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ბიუჯეტის ანალიზს. 

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

საყვარელ ადამიანთან გექნებათ დაძაბული ურთიერთობა, არ იქნებით კმაყოფილი მეუღლესთან კომუნიკაციით. მარტოხელებს გაგიჭირდებათ კონტაქტის დამყარება (განსაკუთრებით თუ პოტენციური პარტნიორი ეჭვიანია). საუკეთესო შედეგებისთვის ჩაიცვით ნარინჯისფერი მაისური.

ფინანსური ჰოროსკოპი

ინფორმაცია, რომელსაც ისმენთ, არ იქნება შემთხვევითი – მასში ნახავთ მინიშნებებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.  უმჯობესია დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები დღის ბოლოს ან საღამოს.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

ნებისმიერი წვრილმანი შეიძლება გადაიქცეს სერიოზულ პრობლემად. პრობლემები გექნებათ საყვარელ ადამიანებთანაც. გაგიჭირდებათ მეუღლესთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ერთმანეთში არ აგერიოთ მეგობრობა და სიყვარული.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს თქვენ ზედმეტად ემოციური იქნებით ფულისა და მატერიალური ფასეულობების თემაზე. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება დღის ბოლოს გაუმჯობესდეს, ამიტომ უმჯობესია ძირითადი ხარჯები და შესყიდვები ამ დროისთვის გადადოთ.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას, არ გადადოთ პაემნები და მარტოხელებო ნუ იქნებით ამბიციურები. საუკეთესო დღეა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად. მერწყულებს სიყვარულში სტაბილური დღე ექნებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეგიძლიათ გააგრძელოთ პროექტები, რომლებიც პირადად თქვენ წამოიწყეთ.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დილით გააკეთეთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე, რადგან ყოველი საათის განმავლობაში ენთუზიაზმის გრძნობა დაიკლებს. თქვენ არ იქნება მზად რომანტიკული თავგადასავლებისთვის. საუკეთესო დღეა მარტოხელა თევზებისთვის, დღეს ყველა თქვენი ოცნება ახდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის ბოლოს მუშაობის ტემპი დაჩქარდება და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 8 მარტი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე