ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 9 სექტემბერი

დღევანდელ დღეს გექნებათ პესიმისტური შეხედულება მომავალზე, მაგრამ ბოლომდე არ დაკარგავთ იმედებს – შეიძლება ისევ განიცადოთ ნაცნობი იმედგაცრუება. მნიშვნელოვანია თავი შეიკავოთ იმპულსური და დესტრუქციული მოქმედებებისგან. სასიყვარულო ურთიერთობებში ვერძები დარწმუნდებიან მეორენახევრის ერთგულებაში – თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, იმოქმედეთ უფრო აქტიურად . . .

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება შემოგთავაზოთ ორმაგი ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესასრულებლად –

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

კუროსთვის არც თუ ისე მშვენიერი დღე იქნება, არის რისკი იყოთ დამოკიდებული ვინმეზე ან რამეზე, ჩავარდეთ დეპრესიაში, თავი იჩინოს ქრონიკულმა დაავადებებმა ან აღმოჩნდეთ სხვის მახეში, საიდანაც ძალისხმევისა და თავგანწირვის გარეშე ვერ გამოხვალთ – პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს, წარსულში დაშვებული შეცდომა. საყვარელ ადამიანთან იგრძნობთ დაღლილობას და ერთფეროვნებას – თუ ვერ დამალავთ თქვენს ემოციებს, შესაძლებელია გამოიწვიოთ კონფლიქტი. მარტოხელა კურო გარშემომყოფებით უკმაყოფილო იქნება

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე ხელს შეუწყობს ფინანსური ვალდებულებებისა და დავალიანების საკითხების მოგვარებას.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე ტყუპებს მოუტანს მდგომარეობის გაუარესებას, მიიღებთ დარტყმებს საყვარელი ადამიანებისგან, მოსალოდნელია მარცხი საქმეებში და ჯანმრთელობის გაურესება – უნდა შეამციროთ აქტივობა მინიმუმამდე და არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. საგანგებო სიტუაციებში თქვენი მოქმედებები უნდა იყოს ზუსტი, სწრაფი და უსაფრთხო – თქვენი გამოცდილება ან თვითგადარჩენის ინსტიქტი გიკარნახებთ სწორ ტაქტიკას. სასიყვარულო ურთიერთობებში ეცადეთ უყურადღებობით არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი, რადგან მისთვის თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ – მარტოხელა ტყუპებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის, სადაც უფრო მეტს შეიტყობთ თქვენი ღირსების შესახებ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ინტერიერის დიზაინერები მიიღებენ მომგებიან შეკვეთებს – ფინანსურად შემოსავლიანი დღე გექნებათ ( ეხება ყველა ტყუპს )

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 9 სექტემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კირჩხიბს დღე აიძულებს იყოს რეალისიტი – ბევრი კირჩხიბი საფრთხის პირისპირ აღმოჩნდება. გაიზრდება ნივთების დაზიანების და დაკარგვის რისკი – ვარსკვლავები არ გირჩევენ ყიდვასა და გაყიდვასა, ისინი გირჩევენ თქვენი დანაზოგის შენარჩუნებას. სასიყვარულო ურთიერთობებში კირჩხიბისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენდობოდეს მეორენახევარს – არ შეიტანოთ ეჭვი თქვენი მეორენახევრის ერთგულებაში და წაშალეთ ყველანაირი ეჭვები გონებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი მიადგება თქვენს ურთიერთობას. თუ ამჟამად მარტოხელა ხართ, საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი განზრახვები

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე ხელსაყრელია თითქმის ყველა ტიპის საქმიანობისთვის – დაისახეთ მიზანი და იარეთ წინ.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

შესაძლებელია, რომ ლომი დღეს მახეში გაებას – არ ენდოთ უცხო ადამიანებს და ეჭვისთვალით უყურეთ მოვლენებს, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ თქვენ შემთხვევით შეხვდებით ყოფილ შეყვარებულს, ეს შეხვედრა დაგეხმარებათ გაიგოთ ძველ და ახალ პარტნიორებს შორის განსხვავებები და გააცნობიეროთ მათთან ურთიერთობის პლიუსები/მინუსები. მარტოხელა ლომებს ელით რომანტიკული თავგადასავალი – დღეს დილით ლომები შეძლებენ, მარტივად და სწრაფად დაასრულონ ის , რაც გუშინ ვერ შეძლეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშენებლებს შეეძლებათ წარმატებით დაასრულონ მუშაობა ობიექტებზე და გადასცეს ისინი მომხმარებლებს – შუადღე ხელს შეუწყობს ბიზნესპარტნიორობის დამყარებას და გაფართოებას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 9 სექტემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ბევრი ქალწული არაკომფორტულად იგრძნობს თავს სახლში, ოფისში, ოჯახში ან უცხო გარემოში – ცუდი შემთხვევების რისკი გაიზრდება, მოსალოდნელია ( ჩხუბი, დანაკარგები, წარუმატებლობა ). თუ იგრძენით ემოციური გაუცხოება საყვარელი ადამიანის მხრიდან, ნუ აჩქარდებით და ნუ აღელვდებით – ორივეს გჭირდებათ განმარტოვება და ერთმანეთისგან დასვენება. მარტოხელა ქალწული დაგეგმავს მოგზაურობას, სადაც გაიცნობს ბევრს ადამიანს – არის სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბების მაღალი ალბათობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაიზრდება მომხმარებელთა შემოდინება, შეკვეთები უფრო მომგებიანი იქნება.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე სასწორებს გაგახსენებთ წარსულს, სადაც დაბრუნება თქვენ ძალიან არ გსურთ – შეიძლება თავი შეგახსენოთ იმედგაცრუებამ, ნუ აყვებით ცუდ ფიქრებს ან თუ იფიქრებთ იფიქრეთ მომავალზე!. სასიყვარულო ურთიერთობებში უმჯობესი იქნება, თუ შეწყვიტავთ თქვენი მეორენახევრის კონტროლს – თქვენი და საყვარელი ადამიანის დამოუკიდებლობა და თავისუფლება მხოლოდ გააძლიერებს ურთიერთობას, ხოლო პარტნიორის დამორჩილების მცდელობა კი გაართულებს. მარტოხელა სასწორი არჩევნის წინაშე იქნება, თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი ყოფილი შეყვარებული ან ადამიანი რომელიც ახლახანს მოგეწონათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეგიძლიათ გააუმჯობესოთ მუშაობის მეთოდები და დატესტოთ ტექნოლოგიური ინოვაციები

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები ურჩევენ მორიელს, რომ ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დააყენოს – ჩივილების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. დღეს დაგხვდებათ ბარიერი საქმეების შესრულებისას – კარგი იქნება მატერიალური და გონებრივი რესურსების დაზოგვა, ასევე შეეცადეთ არ იჩხუბოთ დაქვემდებარებულებთან და თანაშემწეებთან. საყვარელ ადამიანთან გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი და კიდევ ერთხელ გამოუტყდით მას სიყვარულში – მარტოხელა მორიელი აიცილებს თავიდან მოწყენილობას და შემოიტანს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას.

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღე საშუალებას მოგცემთ მკვეთრად გაზარდოთ პროდუქტიულობა და შემოსავალი, თქვენ მიიღებთ მომგებიან შეკვეთებს.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ცხოვრება, მშვილდოსნებს გარკვეულ საზღვრებს შეუქმნის, გაგიჭირდებათ ყველაფრის მარტივად მოგვარება, განხორციელება და გაჭიანურდება თქვენი ოცნებების ასრულება – საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს, ვარსკვლავები მშვილდოსნებს ურჩევენ თავი შეიკავონ ცნობისმოყვარეობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. რადგან ინფორმაცია რომელსაც მიიღებთ თქვენი მეორენახევრის შესახებ ყალბი აღმოჩნდება – თუ ამჟამად მარტოხელა ხართ, დღეს თქვენი დღეა, გამოტყდით სიყვარულში.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღის დასაწყისში, განახორციელეთ ფინანსურ გარიგებები – შეგიძლიათ სესხის აღება მცირე ოდენობით. შუადღეს გელით სიურპრიზი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გააფართოვოთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თუ ადრე თხის რქები ფრთხილები იყვნენ, დღეს თხისრქებს არაფრის ეშინიათ – გამოცდილება დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გადაჭრაში. დღეს უნდა გახსოვდეთ, რომ ზედმეტად არ დახარჯოთ ენერგიები, ასევე ქაოსი და დამატებითი აურზაური საზიანოა – როგორც კი შეასრულებთ ყველა საქმეს, უმჯობესი იქნება გამოიყენოთ “ნაცრისფერი ქვის” მეთოდი, არ მიიქციოთ ყურადღება. სასიყვარულო ამბებში არ დააჩქაროთ მოვლენების განვითარება და არ აიძულოთ თქვენს მეორენახევარს იმის გაკეთება, რაც მას არ სურს – დაელოდეთ, როდესაც ის მზად იქნება და დაეხმარეთ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. მიზანშეწონილი იქნება, რომ მარტოხელა თხისრქები ფრთხილად იყვნენ ურთიერთობებში. საღამოს კარგი იქნება განტვირთვის მიზნით სეირნობა ან ქალაქგარეთ გასვლა

ფინანსური ჰოროსკოპი

დილა გამოიყენეთ პროფესიული ცოდნის გასაუმჯობესებლად – პერსპექტიული საკითხების გადაჭრაში მოიხმარეთ ინტერნეტი. შუადღე ხელსაყრელია მათთვის, ვისი საქმიანობაც უკავშირდება უძრავ ქონებას

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე მერწყულებს შეახსენებს უსაფრთხოების აუცილებლობას – მომატებულია დაზიანებების მიღების რისკი, ასევე გაზრდილია ჩხუბის, დაბრკოლებების ალბათობა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კონფლიქტი არ აყვეთ ადამიანებს კამათში, არ გამოავლინოთ აგრესია და იყავით მეტად დამთმობები. ვარსკვალვები გირჩევენ, რომ არ აყვეთ ცუდ განწყობას – შეეცადეთ დაივიწყოთ, თქვენს მეორენახევართან დაკავშირებული ცუდი მოგონებები. თუ ახლა მარტოხელა ხართ, სასიყვარულო ურთიერთობის მაცდური პერსპექტივა გექნებათ. დღის დასაწყისში შეიძლება შემოგთავაზონ სამსახური, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ერთგულებასა.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ ლიდერის პოზიციაზე ხართ, მაშინ კარგი ამბები გელით – დღის მეორე ნახევარში წარმატება ელის იმას, ვინც ქსელური მარკეტინგით არის დაკავებული და ამ დროის განმავლობაში დაგეგმეს სარეკლამო ღონისძიებები.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მკაცრი რეალობა გამოიჩენს თავს თევზის ცხოვრებაში და შეაფერხებს თქვენს საქმიანობას – ბევრ თევზს მოუწევს აგოს პასუხი წარსული შეცდომების გამო ( დაპირებების არ შესრულება , ფატალური შეცდომების და არასწორედ გაკეთებული არჩევნის გამო ) . თუ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა, გაჩუქათ საჩუქარი ან გაგიკეთათ სიურპრიზი და არ მოგეწონათ – ეცადეთ, რომ არ შეიმჩნიოთ რათა არ გაუტეხოთ მას გული. დააფასეთ მეორენახევრის ძალისხმევა და ნუ იქნებით აგრესიულები, ხოლო მარტოხელა თევზს ექნება შანსი დაიწყოს ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია მოსწონს. საქმიანობაში დღის მეორე ნახევარი ძალზე შედეგიანი იქნება მიმდინარე სამუშაოსთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, რომ დილით უფრო აქტიურად იურთიერთოთ კოლეგებთან – ეს საშუალებას მოგცემთ, გქონდეთ წინსვლა თქვენს პროექტებში.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 9 სექტემბერი

მინდა მივიღო ყოველდღიური ჰოროსკოპი და გავეცნო ახალ პოსტებს

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე